პეტრე გრუზინსკი

პეტრე პეტრეს ძე გრუზინსკი (ოფიციალური სახელი — პეტრე ბაგრატიონი; ფსევდონიმი — თამარაშვილი) (დ.

28 მარტი, 1920, თბილისი — გ. 13 აგვისტო, 1984, იქვე) — ქართველი პოეტი და დრამატურგი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979); გიორგი XII-ის ძის, ბაგრატის შთამომავალი. მისი შვილია რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1941). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1933 წლიდან. თავდაპირველად წერდა თამარაშვილის ფსევდონიმით. ანტისაბჭოთა ლექსებისათვის 1945 წელს დააპატიმრეს. თანამშრომლობდა კომპოზიტორებთან: ანდრია ბალანჩივაძესთან, ოთარ თაქთაქიშვილთან, რევაზ ლაღიძესთან, ბიძინა კვერნაძესთან, ოთარ თევდორაძესთან, სულხან ცინცაძესთან და სხვ. მის ლექსებზე შეიქმნა პოპულარული სიმღერები, მათ შორის, რევაზ ლაღიძის „გვიხმობს სამშობლო“, „სიმღერა თბილისზე“ (დაიწერა თბილისის 1500 წლისთავისათვის), გოგი ცაბაძის „ჰიმნი სიყვარულს“, „მიმღერე რამე“, „სადაც გინდა, იქ ილოცე“, ბიძინა კვერნაძის „გაზაფხულდა“, ოთარ თევდორაძის „ობელისკები“ და სხვ. მისი ლექსები აჟღერდა აგრეთვე ქართულ ფილმებში: „კეთილი ადამიანები“, „ბაში-აჩუკი“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, „აბეზარა“, „მხიარული რომანი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „მიმინო“, „განგაში“ და სხვ. პეტრე გრუზინსკის სცენარებზე შეიქმნა ქართული ფილმები: „შეხვედრა მთაში“, „საქართველოს რიტმები“ და „საჩუქარი“. იგი არაერთი მუსიკალური კომედიის ლიბრეტოს ავტორია, რომელთაგან აღსანიშნავია „შურისმაძიებელი“, „საყვარელი დისშვილი“ და სხვ., აგრეთვე დრამატული ნაწარმოებებისა („სასჯელის შიშით“, „შემთხვევა ზღვაში“, „ბრალდებული“) და საოპერო ლიბრეტოებისა. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

ბიბლიოგრაფია

  • ლექსები, პოემები, მინიატურები, სასიმღერო ლექსები, ნათარგმნი ლექსები (ავტორი). - თბილისი, გამ-ბა „ეროვნული მწერლობის“ სტ., 2009. - 392გვ.. - ISBN: 978-99940-28-37-5

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

13 აგვისტო19201979198428 მარტიბაგრატ ბატონიშვილიგიორგი XIIთბილისინუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი V ბრწყინვალეინდოეთისაბერძნეთიმხედრიონიბრაზილიასაქართველო IV საუკუნეშიგიორგი ყიფშიძეეპითეტინიკიტა ხრუშჩოვიესპანეთიდანიამთაფანდურისაქართველოს ქალაქებისტეფანე მღებრიშვილიდიმიტრი ყიფიანისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიტოლგვერდა სამკუთხედისტუმარ-მასპინძელიმელაფრიდერიკ შოპენითბილისის ზღვააჭარის ავტონომიური რესპუბლიკადემეტრე Iსაქართველოს პრეზიდენტიზმნასაფრანგეთითახვილუდვიგ ვან ბეთჰოვენიებრაელებისოკოებიეგვიპტეკონსერვატიზმიპლანეტასაქართველოს გეოგრაფიასქესობრივი აქტიმაჰათმა განდიქართული ვაზის ჯიშებირომის დაარსებალიბერალიზმი საქართველოშიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიშიზოფრენიაკირჩხიბი (ასტროლოგია)კილიმანჯაროგველებიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაჭიაკოკონობაანგარიშთა გეგმასვანური კოშკიტოლერანტობაქართლის სამეფოკონტინენტისამცხე-ჯავახეთის მხარესაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიათორნიკე ერისთავიდიდგორის ბრძოლაშამქორის ბრძოლა (1195)მურა დათვიმგელიისლანდიაიუნესკოსაქართველოს სოფლებითეიმურაზ Iრაბათის ციხეპოტსდამის კონფერენციავახტანგ I გორგასალიმეორე მსოფლიო ომიტრეფიკინგიპრელუდია (სექსი)ბუღა თურქის შემოსევაიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმირუსეთის იმპერიაძუძუმწოვრებილაშა ტალახაძეჩუტყვავილასასმელი წყალინაკიანი წელიწადი🡆 More