პაატა ჭავჭავაძე

პაატა ჭავჭავაძე (დ.

1755 — გ. 1824 ან 1825), თავადი, ქართლ-კახეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ილია ჭავჭავაძის პაპა.

მეფე ერეკლე II-ის დაღესტანზე ლაშქრობის მონაწილის — თავად ბესპაზ ჭავჭავაძის ვაჟი. აქტიურად მონაწილეობდა იმერეთის სამეფოს ტახტზე სოლომონ II-ის აყვანაში. გიორგი XII-მ ხუთასისთავობა უბოძა; მას ევალებოდა ბახტრიონიდან გავაზამდე შეკრებილი მოლაშქრეების მეთაურობა. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ახალი მთავრობა უნდობლად უყურებდა; მხოლოდ 1816 წ. აღუდგინა ძველი ღირსება კავკასიის მთავარმართებელმა ალექსეი ერმოლოვმა. დაიღუპა სოფ. გავაზზე ლეკების თავდასხმის მოგერიებისას.

პაატა ჭავჭავაძემ იქორწინა პელაგია ანდრონიკაშვილზე. მათ ჰყავდათ 6 (შესაძლოა 7) შვილი:

  • მაკრინე (1792-1872) — თავად ივანე ერისთავის მეუღლე; ილია ჭავჭავაძის გამზრდელი
  • მიხეილი (1802-1832) — დაიღუპა ლეკებთან შეტაკებისას
  • სიმონი (1802-1827) — რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი; დაიღუპა ერევანთან სპარსელებთან ბრძოლაში
  • ალექსანდრე (1808-1838) — რუსეთის არმიის ოფიცერი; დაიღუპა დაღესტნის ომში
  • გრიგოლი (1811-1852) — რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი; ილიას მამა
  • გარსევანი (1816-1847) — რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი; დაიღუპა დაღესტნის ომში

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

175518241825ილია ჭავჭავაძექართლ-კახეთის სამეფო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნარკოტიკილაშა ტალახაძექართლის ცხოვრებავიკიპედიასაქართველო XIII საუკუნეშისასანიანთა იმპერიაშვიდწლიანი ომიკრწანისის ბრძოლასაქართველოს დაცული ტერიტორიებიკურო (ასტროლოგია)სსრკ-ის დაშლააჭარაქაშვეთის ეკლესიაყაზახეთიგიორგი ლეონიძემონანიება (ფილმი)საქართველოს სამეფოუინსტონ ჩერჩილითვითმმართველობაშაშვიალცჰაიმერის დაავადებაადამიანიფესახიავსტრალიავენერაამეთვისტოქართული ხალხური ცეკვებივარშავის პაქტიხელისუფლების დანაწილებაპროტესტანტიზმილეონარდო და ვინჩიკონსტანტინოპოლიაფხაზთა სამეფოხეოფსის პირამიდათეიმურაზ IIემპათიაევროკავშირიქართლინილოსიგოდერძის უღელტეხილიმეტაბოლიზმისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკათამარ მეფესვანური ენაჯემალ ქარჩხაძეჯუზეპე ვერდიაზობერლინის კედელიკახეთიაღდგომაჩერნობილის კატასტროფაპირველი მსოფლიო ომიზვიად გამსახურდიაამერიკის შეერთებული შტატებიგია ყანჩელიგრიგოლ ხანძთელიჰომოფობიაარისტოტელებიძინა ივანიშვილირთველიუფლისციხექართული დამწერლობალუი XIVაბრეშუმის ჭიასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგასიმბოლიზმიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიშკეკიახალციხეალაზანისუნთქვასინგაპურიშალვა პაპუაშვილიფანდურიქისტები🡆 More