ნოღაის ურდო

ნოღაის ურდო — მომთაბარე ტომთა ფეოდალური სახელმწიფო გაერთიანება ახლანდელი ჩრდილო კასპიისპირეთისა და არალისპირეთის ტერიტორიაზე.

XIV-XV სს. მიჯნაზე ედიგეის მმართველობის დროს, გამოეყო ოქროს ურდოს. საბოლოოდ ჩამოყალიბდა ედიგეის ვაჟის, ნურადინის მმართველობის (1426-1440 წწ.) დროს. მოსახლეობას შეადგენდნენ თურქულენოვანი ტომები, რომლებიც XIII საუკუნის II ნახევარში შედიოდნენ ნოღაის განმგებლობაში. XV საუკუნის II ნახევარში მათ ნოღაელები ეწოდათ. ნოღაის ურდოს დედაქალაქი იყო ქ. სარაიჩიკი (სარაიჯუკი) მდინარე იაიკის ქვემო წელზე. იგი მნიშვნელოვან სატრანზიტო სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მომთაბარე მესაქონლეობა იყო. XVI საუკუნეში ნოღაელ ფეოდალებს მოსკოვისა და ყაზანის ბაზრებზე გასაყიდად გაჰყავდათ ათიათასობით ცხენი და ცხვარი. ფეოდალურ ურთიერთობებთან ერთად გავრცელებული იყო საოჯახო მონობა.

ნოღაის ურდო
ნოღაის ურდო

ნოღაის ურდო იყოფოდა ულუსებად, რომელთაც მურზები განაგებდნენ. მთავრის ხელისუფლება გადადიოდა გვარის უფროსობის მიხედვით. XVI საუკუნის II ნახევარში ყაზანისა და ასტრახანის სახანოების რუსეთთან შეერთების შემდეგ, ნოღაის ურდო დაიშალა რამდენიმე ერთეულად - დიდი ნოღაი, მცირე ნოღაი და ალთიულის ურდო. XV საუკუნის პირველ ნახევარში ნოღაის ურდოში შეიქმნა ეპოსი „ედიგეი“, სადაც აისახა ედიგეისა და ოქროს ურდოს ხანის თოხთამიშის ბრძოლა. ეს ეპოსი ფართოდ გავრცელდა თურქულენოვან ხალხებში.

ლიტერატურა

Tags:

14261440XIII საუკუნეXV საუკუნეXVI საუკუნემოსკოვინოღაინურადინიოქროს ურდოყაზანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველო IV საუკუნეშიმიწისძვრაჰაერის დაბინძურებაამეთვისტოაღდგომავერცხლიდეციმეტრისაქართველო XII-XIII საუკუნეებშილუარსაბ IIნიკოლოზ ბარათაშვილიკაცია-ადამიანი?!ათი მცნებამერკურიპლანეტაგნეუს პომპეუს მაგნუსიეიფელის კოშკიევერესტიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაზმნავინსენტ ვან გოგიენგურის ჰიდროელექტროსადგურიპელოპონესის ომისაქართველოს თავდაცვის ძალებიოქსიდიფარნავაზ Iრომანტიზმილუდვიგ ვან ბეთჰოვენიამირანი (მითოლოგია)ტოტალიტარიზმიჩინეთის დიდი კედელიბერძნული ხელოვნებაზამთარისაქართველო IX-X საუკუნეებშითავის ტვინირომის დაარსებაბორჯომი (წყალი)სეკულარიზმიტონაგიორგი ანწუხელიძეალექსანდრე ყაზბეგისაქართველოს ფრინველთა სიასაქართველოს მმართველთა სიავიქტორ ორბანინიადაგიადაპტაციადასავლეთ რომის იმპერიის დაცემაიბერიასაუდის არაბეთიჯვაროსნული ლაშქრობებიბგერა1832 წლის შეთქმულებასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიფემინიზმიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიალაზანიგიორგი I (საქართველოს მეფე)ტროპიკული სარტყლებიქართლის ცხოვრებაჰექტარიმიხეილ ლომონოსოვიგიორგი XIIკონვექციაალკანიზუგდიდისიმკვრივეხორვატიასაქართველოს ბრძოლების სიაკატალიზატორიდიდი პანდაჰიმალაივაჟა მარგველაშვილიშალვა პაპუაშვილიკოლოსეუმისომხური სამოციქულო ეკლესიათევზები (ასტროლოგია)მარსიქართული დამწერლობა🡆 More