ნახშირღელე — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ნავენახევი).
მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 150 მეტრი, თერჯოლიდან 20 კილომეტრი. სოფლის მიდამოებშია ქალცედონის, კირქვისა და სპონგოლითის საბადოები. სოფელში არის საექიმო ამბულატორია.
სოფელი | |
---|---|
ნახშირღელე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნახშირღელე |
კოორდინატები | 42°13′23″ ჩ. გ. 42°49′20″ ა. გ. / 42.22306° ჩ. გ. 42.82222° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 150 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1432 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1432 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 1726 | 824 | 902 |
2014 | 1432 | 693 | 739 |
სოფელში არის საჯარო სკოლა. სკოლაში 261 მოსწავლე და 32 მასწავლებელია. შენობის საერთო ფართობია 3575 კვ.მ. სოფელში არის საბავშვო ბაღი.
სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1, ასევე ნახშირღელე-ნავენახევის საავტომობილო გზა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ნახშირღელე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.