მყინვარული ეპოქა

მყინვარული ეპოქა, გლაციალი (ლათ.

მყინვარული ეპოქა
ტემპერატურისა და ყინულის მოცულობის ცვლილება უკანასკნელი ოთხი მყინვარულ-გამყინვარებათშორისი ციკლების განმავლობაში ანტარქტიდის C-გუმბათის კერნების მონაცემების შესწავლის ხარჯზე (75°06′ ს. გ. 123°21′ ა. გ. / 75.100° ს. გ. 123.350° ა. გ. / -75.100; 123.350 — ზედა მრუდი, და ვოსტოკის სადგური — შუა მრუდი, ქვემოთ — ყინულის საერთო მოცულობის ცვლილების მრუდი მყინვარულ საფარველებში.
მყინვარული ეპოქა
ტემპერატურის ცვლილება (ლურჯი), CO2 შემცველობა (მწვანე) და მტვერი (წითელი) უკანასკნლი 420 000 წლის განმავლობაში ანტარქტიდის ვოსტოკის სადგურის ყინულის კერნის მონაცემების ანალიზის ხარჯზე.

გამყინვარებათაშორისი (როცა მყინვარების მნიშვნელოვანი ნაწილი დნებოდა) დროის ინტერვალები. მყინვარული ეპოქის შიგნით გამოიყოფა მყინვარული სტადიები, როცა ერთსა და იმავე მყინვარულ ეპოქაში მყინვარები წინ მოიწევდნენ ან უკან იხევდნენ და ინტერსტადიალები, რასაც თან ახლდა მყინვარების მნიშვნელოვანი შემცირება. მყინვარული ეპოქები აღინიშნებოდა კემბრიულისწინა დროში, პალეოზოურსა და კაინოზოურ ერებში. ყველაზე კარგად შესწავლილია პლეისტოცენური მყინვარული ეპოქა. გამყინვარების პერიოდის განსაზღვრულ მანძილზე მყინვარული ეპოქა ენაცვლებოდა გამყინვარებათშორის ეპოქებს, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო არსებითი დათბობა და მყინვარების სრული გაქრობა ზომიერი განედების ვაკეებიდან. მყინვარული ეპოქის შიგნით გამოყოფენ მყინვარულ სტადიებს, ესე იგი გამყინვარების გაძლიერების ეტაპებს და ინტერსტადიალებს, ესე იგი გამყინვარების შესამჩნევი შესუსტების ეტაპებს. მყინვარული ეპოქა დადგენილია ადრინდელ პროტეროზოურში, გვიან პროტეროზოურში (გვიანდელი რიფეული — ვენდური), გვიან პალეოზოურში (კარბონულის ბოლო — პერმულის დასაწყისი), გვიან კაინოზოურში.

დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ნეოგენის ბოლოსა და მეოთხეულ გეოლოგიურ პერიოდში, რომელიც მეოთხეული გამყინვარების პერიოდის შემადგენელია, უკანასკნელი 2,5–3 მლნ. წლის განმავლობაში მოხდა არანაკლებ 4 გამყინვარება, რომელთაგან თითოეული იყოფოდა 2 და მეტ სტადიად. მყინვარული თეორიის ფუძემდებლები, მათ შორის პეტრე კროპოტკინი, თვლიდა, რომ ევროპის ვაკეების გამყინვარება ერთჯერადი იყო. XIX საუკუნის ბოლოს არსებული გამოკვლევების ხარჯზე შეიქმნა წარმოდგენა მრავალჯერადი (ორი ან სამჯერადი) გამყინვარების შესახებ.

XX საუკუნის დასაწყისში ალბრეხტ პენკმა, ედუარდ ბრიუკნერმა და სხვებმა, ალპებისთვის გამოყვეს 5 დამოუკიდებელი მყინვარული ეპოქა: დუნაიური, გიუნცური, მინდელური, რისული და ვიურმული; ალპური გამყინვარების სქემა მოგვიანებით იქნა დაზუსტებული და შევსებული. ალპების გამყინვარებასთან კორელირებულია (სიზუსტის სხვადასხვა ხარისხით) კონტინენტური მყინვარული ეპოქები და მათი დანალექები (მყინვარული ჰორიზონტები) დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროში. გვიანი ნეოპლეისტოცენის კორელაციის სისწორე დამტკიცებულია მყინვარული დანალექების იზოტოპური მეთოდების დათარიღებით (14С-ით). გეოლოგიური, ბიოსტრატიგრაფიული და გეოქრონოლოგიური გამოკვლევები დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის და ციმბირის შუა და ადრე პლეისტოცენური მყინვარული ჰორიზონტების საკმაოდ საიმედო შეჯერების შესაძლებლობას გვაძლევს.

პრობლემატური რჩება ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის გამყინვარების ტრანსოკეანური კორელაცია. თანამედროვე ეტაპზე არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული გამყინვარების შეჯერების სქემები; ხშირად იყენებენ რეგიონულ სქემებს, რომლებიც მუდმივად უმჯობესდება. მყინვარული ეპოქებისას ფართოვდება მრავალწლოვანმზრალი ქანების არეები.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

გეოლოგიური დროლათინური ენამყინვარიჰავა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვიქტორ დოლიძეთავისუფლების მოედანი (თბილისი)ვერძი (ასტროლოგია)გნეუს პომპეუს მაგნუსიეკოლოგიარუის-ურბნისის საეკლესიო კრებალიპოვეცინახშირორჟანგიჭადრაკიათენიHatful of Hollowტუბერკულოზიპი (რიცხვი)დავითგარეჯანინო ბურდულირაბათის ციხელეიკოციტებიგიორგი ანწუხელიძეფარსმან II ქველიმირზა გელოვანიმიხეილ ხერგიანისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითშავი ზღვის თევზების სიაქართული გვარისაქართველო XVIII საუკუნეშითბილისური ეზოეგვიპტეგარემოს დაბინძურებააზოტიკეთილშობილი ირემიგაპიროვნებაზვიად გამსახურდიაენერგიაქართული ღვინოდელფინებიქუნთრუშასამკუთხედიაქემენიანთა იმპერიახემარწყვაანდერს ბერინგ ბრეივიკიადოლფ ჰიტლერიძალაანტონიო ვივალდინავთობიინტელექტის კოეფიციენტისინონიმებილონდონიბრუნებაინდოეთიჰარი პოტერივანიმადაგასკარიძველი ეგვიპტექარიწრეწირინაკიანი წელიწადინიუ-იორკიქანი (გეოლოგია)შინაური კატასაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაამაზონიანბანითაშმიჯაბიკოლხეთის სამეფოდედაქალაქიგულიHelladosოქსიმორონიგია ყანჩელიევოლუცია9 აპრილის ტრაგედიაქართველი ოლიმპიური რეკორდსმენებიყვავილიკოლხეთის დაბლობისასწორი (ასტროლოგია)საქართველო🡆 More