მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი

შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი (არაბ.

الشيخة موزا بنت ناصر المسند, დაიბადა 1959 წლის 15 იანვარს ალ-ხორში, კატარი (ყატარი)) —კატარის სახელმწიფოს ყოფილი ამირას შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ- თანის მეუღლე.

მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი
მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი

ადრეული წლები და განათლება

მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი 
ამირა შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ- თანი, მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი ,ბარაქ ობამა, მიშელ ობამა

მოზა ცნობილი ოპოზიციონერი აქტივისტის და ალ მუჰანადას- ბანი ჰაჯერის კონფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის ნასერ ბინ აბდულაჰ ალ-მისნედის ქალიშვილია. ნასერ ბინ აბდულაჰ ალ-მისნედი პოლიტიკური საქმიანობისა და ყოფილი ამირას აჰმად ბინ ალი ალ ტანის პოლიტიკისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო დაპატიმრებული იყო. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ 1964 წელს ალ-მუჰანადას მთელი კლანი მისი თაოსნობით ნებაყოფლობით გადასახლდა ქუვეითში. ნასერი კატარში დაბრუნდა უახლოეს ნათესავებთან ერთად 1977 წელს , როდესაც მისი ქალიშვილი მოზა დაქორწინდა კატარის პირდაპირ მემკვიდრე  ჰამად ბინ ხალიფა ალ თანზე.  

მოზამ განათლება მიიღო სოციოლოგიაში კატარის ეროვნულ უნივერსიტეტში (1986-1990), შემდეგ გაიარა სტაჟირება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში. 2003 წელს მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საპატიო დოქტორის წოდება ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტში..

საქმიანობა

მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი 
მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი მე-5 გლობალურ ფორუმზე ვენაში

1997 წელს კა­ტა­რი რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გახ­და, სა­დაც ქა­ლებს ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ. ის აქტიურად ხელს უწყობს არაბულენოვანი წამყვანი სატელევიზიო ქსელის ალ-ჯაზირას საქმიანობას, რომელიც დაარსდა 1996 წელს და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქვეყ­ნის გავ­ლე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტია.

შე­ი­ხა მო­ზას უამ­რა­ვი სა­ხელ­მწი­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვია, მათ შო­რის არის სა­პა­ტიო: კა­ტა­რის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რე, ოჯა­ხუ­რი სა­კი­თხე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, გა­ნათ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, იუ­ნეს­კოს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

შე­ი­ხა მო­ზა აქტიურად არის ჩართული სა­ხელ­მწი­ფო­სა და რე­გი­ო­ნის პო­ლი­ტი­კურ, საქ­მი­ან, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში. მან შექ­მნა არა­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფონ­დი, რომ­ლის პირ­ვე­ლი შე­ნა­ტა­ნი 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, შეიხ ჰა­მა­დის­გან იყო. ფონ­დის ამო­ცა­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხე­ლის­შე­წყო­ბაა. შე­ი­ხა მოზა ვირ­ჯი­ნი­ის თა­ნა­მე­გობ­რო­ბის, ტე­ხა­სის A & M, კარ­ნე­გი-მე­ლო­ნის, ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ლონ­დო­ნის იმ­პე­რი­უ­ლი კო­ლე­ჯის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი გახ­ლავთ. 2010 წლიდან არის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალი-კომანდორი. 

შეიხა მოზა ასევე არის კატარის ახალ "სილიკონის ველად" გადაკეთების იდეის ინიციატორი. ამ მიზნით დაარსდა კატარის სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკი, რომელიც 2008 წლის ბოლოს გაიხსნა.  მოზიდულია 225 მილიონი ინვესტიცია, მათ შორის ისეთი წამყვანი გლობალური კომპანიებიდან, როგორიცაა Microsoft, Shell და General Electric. გარდა ამისა, იგი არის ”განათლების ქალაქის” ინიციატორი და განმახორციელებელი კატარში - საუნივერსიტეტო კამპუსი დედაქალაქის გარეუბანში 2500 ჰექტარზე, სადაც ამერიკის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები ლექციებს კითხულობენ სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი არის დოჰაში ქალთა და ბავშვთა მაღალტექნოლოგიური საავადმყოფოს- Sidra-ს სამედიცინო და კვლევითი ცენტრის თავმჯდომარე. მან ხსენებულ სამედიცონო ცენტრს 7.9 მილიარდი დოლარი შესწირა.

ოჯახი

შე­ი­ხა მო­ზა­სა და შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ- თანის შვი­დი შვი­ლი ჰყავთ (ხუთი ვაჟი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი):

  • შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი (კატარის მე-4 ამირა 2013 წლის 25 ივნისიდან).
  • ჟას­მინ ბინ ჰა­მად ბინ ჰა­ლი­ფა ალ- თანი.
  • ჯოან ჰა­მად ალ -თანი.
  • ჰა­ლი­ფა ჰა­მად ალ-თანი.
  • მო­ჰა­მედ ჰა­მად ალ- თანი.
  • ალ-მა­ი­ა­სა ჰა­მად ალ- თანი
  • ჰინდ ჰა­მად ალ- თანი.

.

სქოლიო

Tags:

მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი ადრეული წლები და განათლებამოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი საქმიანობამოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი ოჯახიმოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი სქოლიომოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედიამირაკატარიჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პრელუდია (სექსი)ამაზონის დაბლობიიგავ-არაკიინსულტიმარჯნის რიფიმასტურბაციალევან საგინაშვილისაქართველოს პარლამენტინაციონალ-სოციალიზმიგიორგი VIIIქალწული (ასტროლოგია)საქართველოს სამხედრო წოდებებინაცვალსახელიამინომჟავებიმიგრაციასაქართველოს კონსტიტუციადედამიწის ისტორიაპროტესტანტიზმიოქტავიანე ავგუსტუსიამიერკავკასიური ზაზუნაკვიპროსიპოლიმერებიამერიგო ვესპუჩიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისაქართველოს ტერიტორიული მოწყობამარკ ტვენიდიდი სამამულო ომიძალამართკუთხედიYouTubeგნეუს პომპეუს მაგნუსიმგელიპოლიტიკური გეოგრაფიაკომპიუტერიჩრდილოეთი კორეაესპანეთიგიორგი XIIდემეტრე II თავდადებულიგველებიმუშთაიდის ბაღიქაქუცა ჩოლოყაშვილითეიმურაზ Iევროპის პარლამენტინიკო ფიროსმანიატმოსფერული წნევალარიილია თოფურიაევროპა-აზიის საზღვარიკამეჩებითევზები (ასტროლოგია)აგენტიდავით კაჭარავაელექტრობასამხრეთი კორეასაქართველოს სახელმწიფო დროშამარტივი რიცხვიფრანც შუბერტიხევისბერი გოჩაეროზიალამპრობაოშკითორნიკე ერისთავიბორჯომირუსეთ-საქართველოს ომი (1921)წყალინოდარ დუმბაძესაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული დამწერლობაიმპრესიონიზმისომხური სამოციქულო ეკლესიამილანიევროკომისიახელოვნებასიონის ტაძარიტერენტი გრანელიკონსტანტინე გამსახურდიასაუდის არაბეთიმეორე მსოფლიო ომი🡆 More