მარქსიზმ-ლენინიზმი — კომუნისტური იდეოლოგია და პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც ოფიციალურად ეფუძნება კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის და ვლადიმერ ლენინის თეორიებს, იგი პროპაგანდას უწევს მსოფლიო რევოლუციას, რომლის შედეგად ინტერნაციონალური კომუნისტური საზოგადოება შეიქმნება.
ამ იდეოლოგიური სახესხვაობის ჩამოყალიბებაში, უდიდესი წვლილი შეიტანა ვლადიმერ ლენინმა, იგი საკუთარ ნაშრომებში უფრო მეტად წარმოაჩენს თანამედროვე კაპიტალისტურ წყობას, როგორც მასობრივი ჩაგვრის იარაღს გაბატონებულ კლასთა ხელში. ლენინი თავისი ფილოსოფიურ ნაშრომით „მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმი", აკრიტიკებს სხვა ფილოსოფიურ სკოლებს და ამით აფუძნებს სინთეზურ იდეოლოგიურ მიმდინარეობას მარქსიზმ-ლენინიზმის სახით. საბოლოოდ, აღნიშნული იდეოლოგია, ვლადიმერ ლენინის, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომუნისტი იდეოლოგის შრომებსა და მოღვაწეობაზეა აღმოცენებული.
ლენინი მიიჩნევდა, რომ უკლასო საზოგადოების შექმნა შეუძლია მხოლოდ ახალ, ავანგარდულ, რადიკალური ინტელიგენციით დაკომპლექტებულ პარტიას, რომელიც რადიკალური რევოლუციის გზით შეცვლის გაბატონებულ კაპიტალისტურ წყობას და შემდეგ მუშათა კლასის მეშვეობით შეძლებს მის განადგურებას.
მარქსიზმ-ლენინიზმი XX საუკუნის განმავლობაში, წარმოადგენდა კომუნიზმის ყველაზე გავლენიან ვარიანტს, განსაკუთრებით იგი გამომჟღავნდა, უშუალოდ ვლადიმერ ლენინის, პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში (1917-1924). ამ იდეოლოგიის სახეცვლილი მოდელით, სხვადასხვა დროს სარგებლობდა: საბჭოთა კავშირი, ვიეტნამი, კუბა და ჩინეთი. იდეოლოგიას ახასიათებს გეგმიური ეკონომიკა და ცენტრალიზებული ხელისუფლება, რომელსაც პარტიული ბიუროკრატია მართავს.
ამ იდეოლოგიამ, მრავალი წინააღმდეგობის შედეგად, გავლენა დაკარგა XX საუკუნის 80-90-იან წლებში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მარქსიზმ-ლენინიზმი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.