მარტი აჰტისაარი

მარტი ოივა კალევი აჰტისაარი (ფინ.

23 ივნისი, 1937 — გ. 16 ოქტომბერი, 2023) — ფინელი (ეთნიკურად ბალტიისპირელ-ფინელი) პოლიტიკოსი და დიპლომატი, ფინეთის პრეზიდენტი 1994-2000 წლებში. ბოლოს იგი იყო კოსოვოს კონფლიქტის მოგვარების საკითხში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი. ნობელის მშვიდობის პრემიის 2008 წლის ლაურეატი კონფლიქტების მოგვარებაში აქტიური როლის შესრულებისთვის რამდენიმე კონტინენტზე სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.

მარტი აჰტისაარი
მარტი აჰტისაარი
ფინეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მარტი, 1994 – 1 მარტი, 2000
წინამორბედიმაუნო კოივისტო
მემკვიდრეტარია ჰალონენი

დაბადებული23 ივნისი, 1937
ვიბორგი, ფინეთი
გარდაცვლილი16 ოქტომბერი, 2023
ჰელსინკი, ფინეთი
ეროვნებაფინელი
პოლიტიკური პარტიასოციალ-დემოკრატიული პარტია

ბიოგრაფია

მარტი აფტისაარი დაიბადა 1937 წლის 23 ივნისს ვიბორგში, ფინეთი, ნორვეგიული წარმოშობის ფინელი ოფიცრის ოჯახში. სსრკ-ფინეთის ომის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კუოპიოში, ხოლო 1952 წელს ოულუში. 1959 წელს დაამთავრა ოულუს უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი. ოულუში გახდა ახალგაზრდების მოხალისეობრივი ორგანიზაციის „ახალგაზრდების ქრისტიანული ასოციაციის“ (YMCA) წევრი და 1960 წელს გაეგზავრა ყარაჩიში (პაკისტანი), სადაც ხელმძღვანელობდა ასოციაციის ფიზიკური აღზრდის სკოლას. 1963 წელს მარტი აჰტისაარი დაბრუნდა ფინეთში, ჰელსინკიში, სადაც გაწევრიანდა პოლიტექნიკუმში და მუშაობდა განვითარებადი ქვეყნების დახმარების ორგანიზაციებში.

1965 წელს გახდა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. 1973 წელს დაინიშნა ელჩად ტანზანიაში (1973-1976 წწ.), 1975-1976 წლებში პარალელურად იყო ელჩი ზამბიაში, სომალიში და მოზამბიკში. 1977-1981 წლებშI გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელია ნამიბიაში.

1978 წლიდან აჰტისაარი მუშაობს გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში და უკავია საპასუხისმგებლო თანამდებობები ამ ორგანიზაციაში.

1989 წლის მარტში სათავეში ჩაუდგა გაეროს მისიას ნამიბიაში. ქვეყანაში მუშაობის დროს ნამიბიის დამოუკიდებლობამდე მიყვანის გამო მიენიჭა ნამიბიის საპატიო მოქალაქის წოდება.

ხელმძღვანელობდა გაეროს მისიას ერაყში 1991 წლის ომის (ოპერაცია „ქარიშხალი უდაბნოში“) შემდგომი შედეგების დაძლევის დროს.

1992 წლის სექტემბრიდან 1993 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა გაეროს სამუშაო ჯგუფს, რომელიც მუშაობდა ბოსნია და ჰერცეგოვინაში სიტუაციის დარეგულირებაზე.

1993 წელს გახდა ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, რომელმაც იგი წარადგინა 1994 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად.

1994 წელს გახდა ფინეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც აირჩიეს პირდაპირი, საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად. მისი პრეზიდენტობის დროს, 1995 წელს ფინეთი ევროკავშირის წევრი გახდა.

1995 წელს ესპერანტოს მსოფლიო ასოციაციისაგან მიიღო ზამენგოფის სახელობის პრემია მშვიდობის განმტკიცებასა და საერთაშორისო ურთიერთგაგებაში შეტანილი წვლილისათვის, რომელიც ეთანხმებოდა ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფის იდეალებს.

1999 წელს ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მისიას, რომელიც ნატოსთან და რუსეთთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებას იუგოსლავიის ხელმძღვანელობასთან. ივნისში, ნატოს დაბომბვიდან 11 კვირის შემდეგ, იუგოსლავიაში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ ვიქტორ ჩერნომირდინთან ერთად მიაღწია იმას, რომ იუგოსლავიის პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა ხელი მოაწერა ნატოს პირობებს კონფლიქტის დასრულების შესახებ. 2000 წელს ჰელსინკიში გაიმართა მისი წიგნის „მისია ბელგრადში“ პრეზენტაცია, რომელშიც იგი მკითხველს მოუთხრობს აღნიშნული მოვლენების შესახებ.

პრეზიდენტის თანამდებობაზე ექვსწლიანი ყოფნის შემდეგ დაუბრუნდა სამშვიდობო მოღვაწეობას.

2000 წლიდან არის ფინური ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანიის UPM-Kymmene-ს დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრი. აუდიტის კომიტეტის წევრი. ამჟამად არის მის მიერვე შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია „კრიზისული მმართველობის ინიციატივა“ ხელმძღვანელი.

2003 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, იგი ხელმძღვანელობდა ექსპერტთა ჯგუფს ორგანიზაციის თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხებში. ოქტომბერში ჯგუფმა წარადგინა მოხსენება ნიუ-იორკში, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა გაეროს მისიების დაცვის ზომებს მსოფლიოში. არის ეუთოს პირადი ელჩი ცენტრალურ აზიაში.

2005 წლის ნოემბერში დაინიშნა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად კოსოვოში, ხოლო 2012 წლის აგვისტოში მისი კანდიდატურა განიხილებოდა გაეროის სპეციალური წარგზავნილის თანამდებობაზე სირიის კრიზისის მოგვარების საკითხებში.

2020 წლის 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ მარტი აჰტისაარს დაუდგინდა კორონავირუსი. გარდაიცვალა 2023 წლის 16 ოქტომბერს 86 წლის ასაკში.

კრიტიკა

გაეროს მისია ნამიბიაში

მიუხედავდ იმისა, რომ მარტი აჰტისაარი გახდა ნამიბიის საპატიო მოქალაქე, ნამიბიის პირველი პრეზიდენტი სემ ნუიომა 2001 წელს გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიულ პუბლიკაციაში მკვეთრად აკრიტიკებს აჰტისაარის მოღვაწეობას ნამიბიაში.

იუგოსლავიის დაბომბვაზე მხარდაჭერა

ასევე მას აკრიტიკებდა ბელგრადში გამომავალი გაზეთი „კვირის ტელეგრაფი“, რადგან მხარი დაუჭირა მის დაბომბვას. გაზეთმა გამოაქვეყნა ვიქტორ ჩერნომირდინისა და მარტი აჰტისაარის მოლაპარაკებების დეტალები იუგოსლავიის პრეზიდენტთან: „აჰთისაარმა დაიწყო სხდომა შემდეგი განცხადებით: „ჩვენ აქ არ შევიკრიბეთ განსახილველად ან მოლაპარაკებებისათვის“... მილოშევიჩმა აიღოი დოკუმენტები და ჰკითხა: „რა მოხდება თუკი ჩვენ ამას ხელს არ მოვაწერთ?“ პასუხად აჰტისაარმა მაგიდის ცენტრიდან გადასწია საყვავილე და ხელი გადაუსვა მაგიდის პრიალა ზედაპირს: „ბელგრადი იქნება, როგორც ეს მაგიდა. ჩვენ სასწრაფოს დავიწყებთ ბელგრადის ხალიჩისებურ დაბომბვას“. აჰტისაარმა გაიმეორა თავისი ჟესტი და მუქარა „ეს მოხდება ბელგრადში“ და წუთიერი დუმილის შემდეგ დაამატა „ერთ კვირაში ნაკლებ პერიოდში მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპება“.

კორუფციაში დადანაშაულება

ძირითადად რუსული პრესა ადანაშაულებდა აჰტისაარს „აჰტისაარის გეგმის“ გამო, რომელიც აღწერს სერბეთის პროვინციის კოსოვოს გამიჯვნის პროცესს. მათი თქმით გეგმის ნაწილი ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას და გაეროს უშიშროების საბჭოს № 1244 რეზოოლუციას. რუსულ პრესაში ვრცელდება ბრალდებები, გერმანული სადაზვერვო სააგენტოს BND-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ აჰიტისარმა დიდი ქრთამი მიიღო კოსოვოს სეპარატისტებისგან ამ გეგმის შემუშავებისა და განვითარების მიზნით.

ნობელის პრემია

2008 წლის ოქტომბერში გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, რომელიც მიენიჭა კონფლიქტების მოგვარებაში აქტიური როლის შესრულებისთვის რამდენიმე კონტინენტზე სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ სტუბმა დაჯილდოების დღეს უწოდა „ფინეთისათვის ისტორიული დღე“.

ძირითადად რუსი და რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსი აჰტისაარისათვის ნობელის მშვიდობის პრემიის გადაცემას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. პრემიის პოლიტიკურ ხასიათზე საუბრობდა ასევე იუგოსლავიის ყოფილი ელჩი მოსკოვში, სლობოდან მილოჩევიჩის ძმა ბორისლავ მილოშევიჩი.

ოჯახი

1968 წელს მარტი აჰტისაარი 1968 წელს დაქორწინდა ევა აჰტისაარზე (დაბადებით ჰიუვიარინენი). 2020 წლის 21 მარტს მას დაუდგინდა ახალი კორონავირუსული ინფექცია. შესაძლებელია მას ვირუსი გადასდებოდა ჰელსინკის მუსიკის სახლში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტის დროს. სამი დღის შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა თავად ექს-პრეზიდენტ მარტი აჰტისაარს. 14 აპრილს ფინეთის პრეზიდენტის კანცელარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექს-პრეზიდენტსა და მის მეუღლეს კორონავირუსის ტესტზე აქვთ უარყოფითი შედეგი.

მარტი აჰტისაარის შვილია მარკო, რომელიც 1969 წელს დაიბადა ჰელსინკიში. ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა ეკონომიკას, ფილოსოფიასა და მუსიკას. 2012 წლის თებერვლიდან არის კონცერნის დირექტორად დიზაინის საკითხებში, ასევე არის Nokia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

მარტი აჰტისაარი 
არის გვერდი თემაზე:
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
მაუნო კოივისტო
ფინეთის პრეზიდენტი
19942000
შემდეგი:
ტარია ჰალონენი

Tags:

მარტი აჰტისაარი ბიოგრაფიამარტი აჰტისაარი კრიტიკამარტი აჰტისაარი ნობელის პრემიამარტი აჰტისაარი ოჯახიმარტი აჰტისაარი რესურსები ინტერნეტშიმარტი აჰტისაარი სქოლიომარტი აჰტისაარი16 ოქტომბერი1937202323 ივნისიბალტიისპირელ-ფინელი ხალხებიგაერონობელის მშვიდობის პრემიაფინელებიფინური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველო IX-X საუკუნეებშიკონსტანტინოპოლის დაცემამაჰათმა განდიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაკონსტანტინე გამსახურდიაკახეთის აჯანყება (1659)წმინდა ნინოკალიებიმეიოზიელდარის დაბლობიპოლონეთიენგურის ჰიდროელექტროსადგურიიგავ-არაკისამასი არაგველიდიდი სამამულო ომიდიდგორის ბრძოლაამაზონივენერაეკოლოგიაკავკასიონიზვიგენებისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიპუნიკური ომებიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიასვანეთიამფიბიებიგრიგოლ ორბელიანიმონღოლებიდედოფალაგოდერძის ნამარხი ტყეპერსონალური კომპიუტერიმიგრაციაგიორგი ყარყარაშვილიდაუნის სინდრომისალამურიბიპოლარული აშლილობახინკალიუკრაინაბაბუაწვერამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიარჩვისაქართველოს სახელმწიფო დროშაწინადადებასაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებიმარსიქრისტესისხლაალექსანდრე I დიდივეფხისტყაოსანიფოთიბორჯომი (წყალი)ბოშებიფოლკლორიპარიზიკამეჩებიცოტნე დადიანისამკურნალო მცენარეებივულკანიმარკ ტვენიფერნანდო მაგელანიმილანიკომუნიზმირელიგიამიხეილ სააკაშვილისვეტიცხოველიფუტურიზმითხის რქა (ასტროლოგია)არაბთა დაპყრობითი ომებითეატრიმასონობაფოცხვერიროდოსის კოლოსიბგერალარიიუდაიზმიხევსურეთისაქართველოს სამოქალაქო ომი🡆 More