მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორი (MBΤΙ) — პიროვნების საკვლევი კითხვარი, რომელიც შეიქმნა 1940-იან წლებში კეტრინ ბრიგსის და მისი ქალიშვილის იზაბელ ბრიგს მაიერსის მიერ.
იგი ეფუძნება იუნგის თეორიულ მოდელს და იკვლევს პიროვნებას შემდეგი განზომილების მიხედვით:
ეს სკალა პასუხობს შეკითხვას: რაზე მიმართავთ უპირატესად ყურადღებას? ექსტრავერტები ყურადღებას მიმართავენ გარე სამყაროზე. ისინი სამყაროს საკუთარი გამოცდილების შეძენის პროცესში შეიცნობენ და უყვართ მოქმედება. ინტროვერტები კი ყურადღებას წარმართავენ შინაგანი სამყაროსკენ. ისინი ინტერესით ასრულებენ ისეთ საქმეს, სადაც ძირითადი აქტივობა აზროვნებაა. მათ ურჩევნიათ ჯერ შეიმეცნონ სამყარო და მხოლოდ შემდეგ იმოქმედონ. ექსტრავერტების და ინტროვერტების ხასიათის კონტრასტულობა შეიძლება შემდეგნაირად წარმოვადგინოთ:
ეს სკალა აღწერს მოვლენათა შესახებ ინფორმაციის მიღების ორ საწინააღმდეგო გზას. შეცნობის ერთ-ერთი გზაა შეგრძნება (მხედველობა, სმენა და ა.შ.). შეგრძნებები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სიტუაციის შეფასებაში. შეგრძნებათა ტიპის ადამიანებს აქვთ აწმყოში მოცემულ ფაქტებთან მუშაობის ტენდენცია და ამიტომ პრაქტიკულნი და რეალისტურნი არიან. შეცნობის მეორე გზაა ინტუიცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ შეგრძნებათა საშუალებით მიღებული ინფორმაციის მიღმა არსებული შინაარსები, დამოკიდებულებები და შესაძლებლობები. ინტუიცია ახალი შესაძლებლობებისა და გზების აღმოჩენის გამოცდილების შეძენის საშუალებაა.
ეს სკალა პასუხობს კითხვას: როგორ ვღებულობთ გადაწყვეტილებას? როდესაც ვიღებთ ინფორმაციას შეგრძნებით ან ინტუიციით, იგი უნდა დავამუშავოთ დასკვნების გამოსატანად და თვალსაზრისის ჩამოსაყალიბებლად. ეს სკალა აღწერს გადაწყვეტის ან განსჯის განსხვავებულ გზებს. გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი გზაა აზროვნება, რომლის საშუალებითაც შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ რაიმე მოქმედების ლოგიკური შედეგი. ადამიანები, რომლებიც აზროვნებას ანიჭებენ უპირატესობას, ეძებენ ჭეშმარიტების ობიექტურ საზომს. გადაწყვეტილების მიღების მეორე გზა გრძნობას ეყრდნობა.გრძნობა ადგენს თუ რა არის თქვენთვის ან სხვა პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი და ამიტომაც გადაწყვეტილებას იღებთ პიროვნული ღირებულებების საფუძველზე. როდესაც რაიმეს წყვეტთ, საკუთარ თავს ეკითხებით,რომელი ალტერნატივა მოგწონთ, რომელს მეტი პიროვნული ღირებულება აქვს?
ეს სკალა პასუხობს კითხვაზე: როგორია თქვენი ორიენტაცია გარე სამყაროს მიმართ? იგი აღწერს თქვენი ცხოვრების სტილს გარე სამყაროსთან მიმართებაში. ადამიანი, რომელსაც განსჯითი მიდგომა აქვს, ცხოვრობს დაგეგმილი და მოწესრიგებული ცხოვრებით, იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას და ბოლომდე მიჰყავს იგი, უპირატესობას ანიჭებს მოწესრიგებულ და ორგანიზებულ ყოფას. პერცეპტული ადამიანი ეწევა სპონტანურ, მოქნილ ცხოვრებას. ამ ტიპის ადამიანებს ცხოვრების შეცნობა უფრო აინტერესებთ, ვიდრე მისი კონტროლი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.