კოქსი

კოქსი (გერმ.

განარჩევენ ქვანახშირის, ელექტროდულ სქელფისოვან და ნავთობის კოქსს. კოქსს ძირითადად აწარმოებენ ქვანახშირისაგან.

კოქსი
კოქსი

ქვანახშირის კოქსს იყენებენ ძირითადად ბრძმედულ პროცესში თუჯის გამოდნობისას (ბრძმედის კოქსი), კოქსი აქ ერთდროულად საწვავი და რკინის მადნის აღმდგენელია. გაცილებით მცირე რაოდენობით კოქსს იყენებენ სამსხმელო წარმოებაში (სამსხმელო კოქსი), მადნების აგლომერაციისთვის, ქიმიურ მრეწველობაში, ფერად და შავ მეტალურგიაში და სხვა.

ქვანახშირის კოქსის წარმოება დაიწყეს XVIII საუკუნეში, როცა საჭირო გახდა ბრძმედული ღუმელებისთვის საჭირო დეფიციტური ხის ნახშირის შეცვლა.

ქვანახშირის კოქსი წარმოადგენს რუხი ფერის მყარ ნატეხებს; კოქსის ჭეშმარიტი და ფარდობითი სიმკვრივეა 1,80÷1,95, მოჩვენებითი (ფორების ჩათვლით) - 0,8÷1,0, ფორიანობა - საშუალოდ ≈50 %, წვის სითბო - დაახლოებით 29 მეგ.ჯ/კგ (დაახლოებით 7000 კკალ/კგ).

ელექტროდული სქელფისოვანი და ნავთობის კოქსისთვის დამახასიათებელია ქვანახშირის კოქსთან შედარებით დაბალი (არაუმეტეს 0,3 %) ნაცრიანობა (ნავთობის კოქსისთვის 0,8 %-მდე). ელექტროდულ სქელფისოვან კოქსებს იღებენ მაღალლღობადი ქვანახშირის სქელფისის კოქსვით კამერულ დინასურ ღუმელებში; ნავთობის კოქსი კი - ნავთობის თხევადი ნარჩენებისა და სქელფისების კოქსვით ლითონურ საკოქსავ კუბებში ან სპეციალურ ღუმელებში. ნავთობის კოქსი მიიღება აგრათვე ნავთობპროდუქტების პიროლიზისა და კრეკინგის დროსაც.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

გერმანული ენაინგლისური ენანავთობისაწვავიქვანახშირიჰაერი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პუნიკური ომებიბიზანტიის იმპერიაღეროვანი უჯრედიშავი ზღვათბილისის მეტროპოლიტენიქვეწარმავლებივენაზღვაცენტნერიკონსტანტინე I დიდიიმპრესიონიზმითხის რქა (ასტროლოგია)ზომიერი სარტყლებიოლიმპიური თამაშებიზურაბ ზვიადაურიდავით კაკაბაძეხელისუფლების დანაწილებამორალიბახტრიონი (პოემა)ჭადრაკიისრაელიდიდი ბარიერული რიფიდავით VII ულუბელგიამიტოზისაქართველოს სახელმწიფო გერბიბუნებრივი რესურსებისასარგებლო წიაღისეულიკვადრატული მეტრიფემინიზმიალბერტ აინშტაინიფეხბურთიდედამიწის სტრუქტურაირემისინონიმებითამბაქოვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიმოსახლეობის სიმჭიდროვეპოსტერიქართველი მწერლების სიარელიეფიუქმე დღეები საქართველოშიალაზანიმუხაიუდაიზმიაზოტიადიშის ოთხთავიბზობაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)სოლომონ Iავოკადონიუტონის კანონებიპაბლო პიკასოვეფხისტყაოსანიისააკ ნიუტონიმათემატიკაალკოჰოლიზმიმარინა კახიანიასპერგერის სინდრომირითმასომხეთითევზები (ასტროლოგია)რუსეთის ისტორიავიკიპედიასაქართველოს დაცული ტერიტორიებიანტონიმიმილიმეტრიტოკუსაცუმაგნოლიაჯინსების თაობააკაკი წერეთელიმიხეილ ხერგიანინიადაგიიმერეთიწრეწირიეკვატორული კლიმატური სარტყელიშიშველთესლოვნები🡆 More