ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები

ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები ორგანიზმში — ბიოქიმიური პროცესები, რომლის დროსაც წყალბადის ელექტრონი ან ატომი გადადის ერთი მოლეკულიდან (დასაჟანგიდან) მეორეში (აღსადგენში).

ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების კატალიზატორებია ფერმენტები — ოქსიდორედუქტაზები. ზოგი ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის დროს გამოყოფილი ენერგია მარაგის სახით გროვდება მაკროერგული ნაერთების მოლეკულების ქიმიურ ბმებში. ჟანგვა-აღდგენითი რეაქციებს ეკუთვნის ტრიკარბონის მჟავების ციკლის რეაქციები, სუნთქვის, ფოტოსინთეზის, დუღილის დროს ელექტრონების გადატანის რეაქციები, ცხიმოვანი მჟავების სინთეზისა და დაჟანგვის რეაქციები და ცოცხალ უჯრედში მიმდინარე სხვა პროცესები.

ელექტრონული თეორიით ჟანგვა-აღდგენის ეწოდება ისეთ რეაქციას, რომლის დროსაც მორეაგირე ნივთიერების მოლეკულაში იცვლება ელემენტის ჟანგვის ხარისხი.

ჟანგვა არის:

  1. ნივთიერებასთან ჟანგბადის მიერთება;
  2. ნივთიერებიდან წყალბადის მოხლეჩა;
  3. ნივთიერებიდან ელექტრონების გაცემა.

შესაბამისად, აღდგენა არის:

  1. ნივთიერებასთან წყალბადის მიერთება;
  2. ნივთიერებიდან ჟანგბადის ჩამოშორება;
  3. ნივთიერებასთან ელექტრონების მიერთება.

ელემენტის ჟანგვის ხარისხის ცვლილება დამოკიდებულია სავალენტო ელექტრონების რაოდენობის ცვლილებაზე. ჟანგვა-აღდგენის რეაქციის პროცესში ერთი ელემენტი გასცემს ელექტრონს, მეორე კი — იძენს მას. ელექტრონის გაცემის შემთხვევაში ატომი იმუხტება დადებითად, შეერთების შემთხვევაში კი უარყოფითად.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ფერმენტებიწყალბადი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ანდრია მოციქულიყივანახველასეტყვაალაზანიგერნიკა (ნახატი)ლაშა ბუღაძევახტანგ გომელაურიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენამიხეილ ჯავახიშვილიკახა კალაძემღრღნელებიგოლფსტრიმირიონისაჭმლის მომნელებელი სისტემალუდვიგ ვან ბეთჰოვენიირანიქაშვეთის ეკლესიაბარსელონაზამთარიჯვაროსნული ლაშქრობებისაქართველოს მდინარეების სიათირკმელიტიტანიკიადმირალი (პეპელა)რესპუბლიკასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჩიქუნეთისაქართველოს ფრინველთა სიაზოდიაქონიკიტა ხრუშჩოვიარაბთა სახალიფოდედამიწის დღედანიაცხრა ძმა ხერხეულიძეკვადრატითბილისის ზღვასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიკარლო ანჩელოტიტოლერანტობასაქართველოს პრემიერ-მინისტრირომიადმინისტრაციული ორგანომარტივი რიცხვისაკურაავტომობილისარკაზმიშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიმიხეილ ჯანელიძერუსეთიმარკ ტვენინახშირბადიენერგიაკორუფციარუმინეთიციყვიბაში-აჩუკიფარსმან II ქველიკორნელი კეკელიძერომის დაარსებაიაპონიასაქართველოს სამეფოარწივიგიორგი მამარდაშვილიზღარბისებრნივეტორეფერენდუმირაჭაადიშის ოთხთავიუდაბნოიგიპინგვინისნაირნიუკრაინაანალური სექსილეკებიქუთაისობაცივი ომიევროპასიმკვრივე🡆 More