კოდორი

კოდორი — მდინარე ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

კოდორი იქმნება მდინარეების საკენისა და გვანდრის შეერთებით სოფელ მარცხენა გეწვიშთან, ზღვის დონიდან 740 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ აძიუბჟის სამხრეთით. სიგრძე 84 კმ (გვანდრის სათავიდან 110 კმ), აუზის ფართობი 2030 კმ². მიედინება ვიწრო ხეობაში, შესართავიდან 25 კმ-ზე გადის დაბლობზე, წყლის საშუალო ხარჯი — 123 მ³/წმ.

კოდორი
კოდორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
სათავე აფხაზეთის კავკასიონი
43°06′22″ ჩ. გ. 41°49′18″ ა. გ. / 43.10611° ჩ. გ. 41.82167° ა. გ. / 43.10611; 41.82167
სათავის სიმაღლე 740 მ
შესართავი შავი ზღვა
42°49′10″ ჩ. გ. 41°07′49″ ა. გ. / 42.81944° ჩ. გ. 41.13028° ა. გ. / 42.81944; 41.13028
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 84 კმ
აუზის ფართობი 2030 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 123 მ³/წმ
კოდორი — საქართველო
კოდორი
კოდორი
კოდორი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
კოდორი
კოდორი
კოდორი — სათავე, კოდორი — შესართავი
კოდორი კოდორი ვიკისაწყობში

კოდორის ხეობას საკმაოდ ნაირგვარი მორფოლოგიური ხასიათი აქვს, რაც გამოწვეულია ამგები გეოლოგიური ფორმაციების ცვლით, ძველი გამყინვარების გავლენით და ეროზიული პროცესების მსვლელობის პირობებით. ხეობის სიმაღლე აღწევს 1300-3984 მ-ს. გვანდრა-საკენის შესართავს ქვემოთ კოდორის ხეობა მეტწილად ყუთისებური მოყვანილობისაა, ფსკერი ფართო აქვს, რიყე და დაბალი ალუვიური ტერასები კარგად არის გამოსახული. კოდორის კანიონის საწყის უბანს სოფელ ლათას ქვემოთ, „ბაგადის კლდეები“ ეწოდება.

კოდორის შენაკადთა უმეტესობას სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთ კალთაზე. უმთავრესი შენაკადებია: ჩხალთა, მრამბა, ჯამპალი ამტყელი. კოდორის აუზში 100-მდე მყინვარია (მარუხი, პტიში, ყლიჩი, ქლუხორი, საკენი და სხვა), რომელთა ფართობი 80 კმ² აღწევს.

კოდორი საზრდოობს წვიმის (31 %), მიწისქვეშა (28,6 %), თოვლის (22,6 %) და მყინვარული (17,8 %) წყლით. წყალდიდობაა მარტის მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე. წყლის წლიური ჩამონადენის 72 % გაზაფხულ-ზაფხულზე მოდის. შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნები, წყალმცირობა ზამთარშია. კოდორი წყალუხვი მდინარეა. წყლის წლიური ჩამონადენი — 4,1 კმ². შავ ზღვაში შესვლისას ქმნის დელტას.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააძიუბჟაგვანდრა (მდინარე)ზღვის დონემარცხენა გენწვიშიმდინარესაკენისაქართველოშავი ზღვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფრინველებიდედამიწამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიაღდგომალიბერალიზმიგია ყანჩელიAndroidიაკობ გოგებაშვილიბალდუინ IV იერუსალიმელიალეგორიარუსთავიქვეყნების სიაბაბუაწვერადეციმეტრიალკოჰოლიზმიფიტარეთის მონასტერიიგლუირანიდავითიანი (ნაწარმოები)ჯუზეპე ვერდიმთაკარტოფილიექსპრესიონიზმიაბო თბილელის წამებამარათონის ბრძოლავახტანგ VIბირთვული იარაღიწმინდა გიორგისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეჰაერის დაბინძურებაზამთარისაქართველოს ისტორიაბაგრატიონებიავთანდილ ჭრიკიშვილიბაქტერიებიეზიდებიპითაგორას თეორემააკაკი წერეთელიელექტრობაბახტრიონი (პოემა)მარჯნის რიფიიულიუს კეისარივარლამ ლიპარტელიანინაცვალსახელიფოთირიკოთის უღელტეხილიმორალიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)პარიზივულკანიტუბერკულოზილონდონისიყვარულინაციონალ-სოციალიზმიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიიმანუელ კანტითრომბოციტებიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიმარკეტინგიჩუტყვავილაიმერეთიირაკლი ღარიბაშვილისინგაპურიაზერბაიჯანიბულგარეთიბიშკეკირომანტიზმიცივი ომიანტონიმიბუნებრივი გადარჩევათავის ტვინიერითროციტებიკავკასიონიჯემალ ქარჩხაძებიძინა ივანიშვილითამარ გვერდწითელი🡆 More