კოდორის ხეობა

კოდორის ხეობა (აფხ.

ხეობის ზემო ნაწილი, დასახლებული სვანებით, აფხაზეთის ერთადერთი კუთხე იყო 1993 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა აკონტროლებდა და რომელსაც ოფიციალურად ზემო აფხაზეთს უწოდებს. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას საქართველოს ხელისუფლებამ მასზე კონტროლი დაკარგა.

კოდორის ხეობა
კოდორის ხეობა

გეოგრაფია

კოდორის ხეობა 
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის რუკა.

მდინარე კოდორი მიედინება საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. იქმნება მდინარეების საკენისა და გვანდრის შეერთების შედეგად. მდინარის წყალი სისუფთავით გამოირჩევა, მორძისფრო-ნაცრისფერი წყალი მოაქვს. წყლის საშუალო ხარჯი წამში 110 კუბურ მეტრს უდრის. მდინარის სათავეებში მოიპოვება კალმახი. ხეობის სიმაღლე აღწევს 1300-3984 მ-ს.

კოდორის ხეობას საკმაოდ ნაირგვარი მორფოლოგიური ხასიათი აქვს, რაც გამოწვეულია ამგები გეოლოგიური ფორმაციების ცვლით, ძველი გამყინვარების გავლენით და ეროზიული პროცესების მსვლელობის პირობებით. ძველი მყინვარები, რომლებიც მთავარი ქედიდან საკენისა და გვანდრის ხეობებით ჩამოდიოდნენ, ვერ აღწევდნენ მათი შეერთების ადგილამდე და თავდებოდნენ ზღვის დონიდან 1400-1500 მ სიმაღლეზე. აღნიშნულ ხეობებს ტროგული ფორმა მხოლოდ ზემო ნაწილებში აქვთ; ტროგები ქვემოთკენ ტიპობრივ ეროზიულ ხეობებად იქცევიან. მდინარე საკენის ზემო წელის ხეობა ტიპობრივ ტროგულ ხასიათს ატარებს და ყურადღებას იპყრობს ფრიად წესიერად გამოსახული ბოლომორენული ზვინულებით, რომელთა რიცხვი ექვსს აღწევს. გვანდრა-საკენის შესართავს ქვემოთ კოდორის ხეობა მეტწილად ყუთისებური მოყვანილობისაა, ფსკერი ფართო აქვს, რიყე და დაბალი ალუვიური ტერასები კარგად არის გამოსახული. ზოგან ხეობა ვიწროვდება, მაგრამ იურული ნაფენების გავრცელების ზოლში ნამდვილ ვიწრობებს არსად აჩენს. მხოლოდ მთიანი ზოლის პერიფერიაზე კოდორი და მისი შემდინარეები კანიონების ქსელის სახით ჩაჭრილან ცარცული კირქვების ახალგაზრდა ანტიკლინურ გუმბათში. კოდორის კანიონის საწყის უბანს სოფელ ლათას ქვემოთ, „ბაგადის კლდეები“ ეწოდება.

კოდორის ხეობის ჰავა ნოტიოა, ზამთარი როგორც წესი თოვლიანია. ნალექების წლიური რაოდენობა 1600-იდან 2000 მმ-მდე. ხეობაში მდებარეობს სოფლები ომარიშარა, აჟარა, ლათა.

რუსეთ-საქართველოს ომი (2008)

2008 წლის აგვისტოში სეპარატისტებმა რუსეთის რეგულარული არმიის დახმარებით დაიწყეს შეტევები კოდორის ხეობის (ზემო აფხაზეთი) მიმართულებით. ხეობაში შეყვანილი იქნა რუსეთის რეგულარული არმიის კუთვნილი 135 ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკა, მრავალი საარტილერიო დანადგარი მათ შორის ე.წ „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის მწარმოებელი იარაღი. ხეობას რამდენიმე დღის მანძილზე ბომბავდა რუსული ავიაცია. თავდასხმის შედეგად სეპარატისტებმა დიდი ზარალი ნახეს თუმცა მათ ზურგს რუსეთის რეგულარული არმია უმაგრებდა. შედეგად 3 მასირებული შეტევის მოგერიების მიუხედავად ქართულმა მსუბუქად შეიარაღებულმა საპოლიციო ნაწილებმა უკან დაიხიეს და 12 აგვისტოს დატოვეს ხეობა. პოლიციის ნაწილებთნ ერთად ხეობა დატოვა მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, რომელმაც მესტიის რაიონს შეაფარა თავი. ამრიგად, აფხაზეთის ოკუპაციიდან 15 წლის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ავტონომიის ერთადერთი კონტროლირებადი ნაწილი კოდორის ხეობა სეპარატისტთა ხელში გადავიდა.

2011 წლის სექტემბერში ოკუპანტებმა რუსი სამხედროებისთვის საკენსა და გენწვისში 5-სართულიანი კორპუსების მშენებლობა დაიწყეს. საგუშაგოები განლაგებულია ხეობის ოთხ სოფელში – საკენში, გენწვიშში, ომარიშარასა და ქვაბჩარაში.

ამჟამად ხეობაში აფხაზური მთავრობაა განთავსებული თუმცა აფხაზები აქ მუდმივად არ ცხოვრობენ. ადგილობრივ სვანებსაც თხოვენ უკან დაბრუნებას და პირდებიან, რომ ხელს არ შეუშლიან. პრესის მონაცემებით, ამ დროისთვის ხეობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაბრუნებული 70 ქართული ოჯახი ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

კოდორის ხეობა გეოგრაფიაკოდორის ხეობა რუსეთ-საქართველოს ომი (2008)კოდორის ხეობა რესურსები ინტერნეტშიკოდორის ხეობა სქოლიოკოდორის ხეობა19932008აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზური ენადე-ფაქტოზემო აფხაზეთიკოდორირუსეთ-საქართველოს ომი (2008)სვანები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფსორიაზიადამიანის ჩონჩხისამკურნალო მცენარეებიანა კალანდაძემენსტრუაციალიკა ქავჟარაძეკახეთის აჯანყება (1659)ბათუმისომხური სამოციქულო ეკლესია26 აპრილიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშისაფრანგეთის რევოლუციაეგვიპტის პირამიდებისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკათემურლენგისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიბასიანის ბრძოლაქალწული (ასტროლოგია)ნაცვალსახელიმონაკომეტაფორაჩრდილოეთი ამერიკაჯემალ ქარჩხაძეთბილისის ისტორიამურა დათვიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონინიკო ნიკოლაძეალექსანდრე პუშკინიოლიმპიური თამაშებითერგდალეულებიკომპასიანალური სექსიმჟავური წვიმასაქართველოს ტერიტორიული მოწყობასომხების გენოციდიჟირაფისებრნიბაში-აჩუკი (ფილმი)ნოდარ დუმბაძეთორნიკე ერისთავიზედსართავი სახელიგიორგი ნიკოლაძებუარაბობა საქართველოშიპარაზიტიზმილოცვა ეფრემ ასურისაცხოველებიემპათიავიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელიმეწყერილონდონიკრიშტიანუ რონალდუარასამთავრობო ორგანიზაციატაო-კლარჯეთიარაბთა გაერთიანებული საამიროებივარშავის პაქტიმიტოზინიჰილიზმირაჭახარებაანემიაოპერარუსეთ-საქართველოს ომი (2008)ადოლფ ჰიტლერირუსეთიერითროციტებინაციონალიზმისიმბოლიზმიჩონგურისაქართველოს დემოგრაფიამთლიანი შიდა პროდუქტიგამაფრთხილებელი შეფერილობაპლანეტადედამიწამთაჰაერიიულიუს კეისარიმეჰმედ II🡆 More