აფხაზეთის კავკასიონი

აფხაზეთის კავკასიონი — საქართველოს კავკასიონის დასავლეთი ნაწილი, მდინარეების ფსოუსა და საკენის სათავეებს შორის.

მოიცავს მთავარ ქედს და მის სამხრეთ განშტოებებს: გაგრის, ბზიფის, აფხაზეთისა და კოდორის ქედებს, რომელთა შორის მოქცეულია ბზიფის, ჩხალთის, საკენისა და სხვა ხეობები. მთავარ ქედზე უმაღლესი წერტილია მწვერვალი დომბაიულგენი (4046 მ). უღელტეხილებია: ქლუხორი (2816 მ), ნაჰარი (2931 მ), მარუხი (2746 მ), სანჩარო (2292 მ), ხიდა (2632 მ) და სხვა. მათზე გადადის საცალფეხო გზები.

აფხაზეთის კავკასიონს ახასიათებს სიმაღლეთა დიდი ამპლიტუდა. განეკუთვნება ალპურ ნაოჭა სისტემას. თითქმის ყველა მაღალი ქედის ზემო ნაწილში არის ტროგული ხეობები, მყინვარული ცირკები, მყინვარული ტბები და სხვა. აფხაზეთის კავკასიონის ბუნება მრავალფეროვანია. აქ არის თითქმის ყველა სიმაღლითი ლანდშაფტური სარტყელი მათი კარსტული სახესხვაობებით: მთა-ტყის (ფართოფოთლიანი) სარტყელი ტყის ყომრალი ნიადაგებით (ზღვის დონიდან 500-600 მ-დან 1300-1400 მ-მდე); წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის სარტყელი ტყის ყომრალი და გაეწრებული ყომრალი ნიადაგებით (1000-1300 მ-დან 1800-1900 მ-მდე); სუბალპური სარტყელი მთის მდელოს ნიადაგებით, სუბალპური ტყე-ბუჩქნარით, ლიხითა და მდელოებით (1800-1900 მ-დან 2300-2400 მ-მდე); ალპური სარტყელი მთა-მდელოს ნიადაგებით, მდელოებითა და ხალებით (2300-2400 მ-დან 2700-2800 მ-მდე); სუბნივალური და ნივალური სარტყელი (2800-2900 მ ზემოთ) შიშველი კლდეებით, თოვლითა და მყინვარებით.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

აფხაზეთის ქედიბზიფის ქედიგაგრის ქედიდომბაიულგენიკავკასიონიკოდორის ქედიმარუხის უღელტეხილიმდინარემწვერვალინაჰარის უღელტეხილისაკენისანჩაროსაქართველოუღელტეხილიფსოუქედიქლუხორის უღელტეხილიხეობახიდა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სვანეთიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიამეწყერიძაღლიშინაური ძაღლიგიორგი მაზნიაშვილითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიკუბიზმითევზებიმღრღნელებიჩერნობილის კატასტროფაფელაციარომის დაარსებალიონელ მესიურანისკოლამარქსიზმიიტალიაეთიოპიამსოფლიო მიზიდულობის კანონიძილის პარალიზიგლობალიზაციაC ჰეპატიტიდანიადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაქართლის ცხოვრებაფემინიზმინატვრის ხე (ფილმი)YouTubeთავისუფლების დიდი ქარტიალუდვიგ ვან ბეთჰოვენირუსეთ-საქართველოს ომი (1921)უფლისციხეკონსტანტინოპოლიმასონობანაკრძალისიმკვრივეგამარჯვების დღესაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისანქტ-პეტერბურგირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებივარლამ ლიპარტელიანიდავით გურამიშვილიდავით კაჭარავასისხლიავტორიტარიზმიდავით სოსლანიფუტივასკულიტიზაფხულილუქსემბურგიშამქორის ბრძოლა (1195)გველებიბულგარეთიჩრდილოეთი ამერიკამთავარი გვერდინაცვალსახელიბართლომეს ღამეღამურაალაზანიმიტოზიზურა ყიფშიძეჯიხვირომის იმპერიაბათუმის ბოტანიკური ბაღისაქართველოს სოფლებიჯიმარააბო თბილელის წამებაგიორგი ანწუხელიძეწმინდა გიორგი29 აპრილიმეორე მსოფლიო ომიაბსცისაემპათიაქართლიპორტუგალია🡆 More