კანგარლის რაიონი

კანგარლის რაიონი — (აზერ.

Kəngərli rayonu) აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეულია. ადმინისტრაციული ცენტრი არის სოფელი გვირაგი. კანგარლის რაიონის ფართობია 681.94 კვადრატული კილომეტრი.

ტერიტორიის სახელწოდება მომდინარეობს თურქული ტომის კანგერლის სახელიდან, რომელიც მდინარე არაქსის ჩრდილოეთით დასახლდა, სავარაუდოდ, დაახლოებით 1500 წელს.

კანგარლის რაიონი შეიქმნა 2004 წლის 19 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით.

რელიეფი

კანგარლის რაიონი მოიცავს ბაბეკისა და შარურის რეგიონების ნაწილს. რეგიონის რელიეფი მთიანია, რადგან ის მდებარეობს დარალიაზის დაბლობზე.

რეგიონის კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია, გამოირჩევა ძალიან ცხელი ზაფხულითა და ძალიან ცივი ზამთრით.

რაიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან 6 კილომეტრში - სოფელ გივაგში, მიედინება მდინარე არაქსი.

სამხრეთით, კანგარლის ოლქს ესაზღვრება ირანის ისლამური რესპუბლიკა, ჩრდილოეთით კი სომხეთის რესპუბლიკა.

ამჟამად რაიონში შედის 10 სოფელი. კანგარლის რაიონის ადმინისტრაციული ერთეულებია: ბეიკდუზის, ჭალხანგალას, ბაბეკის რაიონი, ჰინჯაბის რაიონი, შარურის რაიონის სოფლები: ღვირაგი, გარაბახლარი, იურდუში, შახტახლი, ხოკი და იენი კერკინი.

მოსახლეობა

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 32.200 ადამიანს. ბოლო პერიოდში რაიონის მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მთლიანი მოსახლეობიდან 15.900 კაცია, 16.300 ქალი.

რაიონის მაცხოვრებლების ძირითად საქმიანობას თამბაქოს მოშენება წარმოადგენს. რაიონშ არის მეფრინველეობის მეურნეობა. მაღალ დონეზე დგას მესაქონლეობა და მცირე მეცხოველეობა, მევენახეობა, მარცვლეულის მოშენება. მოჰყავთ ბოსტნეული და ხილი.

კულტურული ძეგლები

როგორც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დანარჩენი ნაწილები, აქ უამრავი უძველესი ძეგლია, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ მიწის ნაკვეთი ადრეული დროიდან იყო დასახლებული. რაიონში არის ისეთი ისტორიული ძეგლები, როგორებიცაა ჩალხან გალა, გაზმას მღვიმე, ჯამე და მეჩეთის დასახლებები სოფელ ჰოკში (XVIII საუკუნე), ნახევრად მიწისქვეშა აბანო სოფელ შახტახეთში (XIX საუკუნე მისი არქიტექტორია - ისა სულთან შახტახინსკი.

ნახიჩევანის ხუროთმოძღვრების სკოლის ერთ-ერთი მაგალითია გარაბაგლარის კომპლექსი. აღნიშნულ კომპლექსში შედის: ორი მინარეთი და საძვალე (16 მეტრი). მინარეთის ნაგებობა თარიღდება XII საუკუნის დასასრული - XIII საუკუნეების დასაწყისით. ეს კომპლექსი აშენებულია არქიტექტორ აჯემი ნახიჩევანის მიერ. დამაკავშირებელი კავშირი მინარეთებს შორის - ბაშტაგი აშენდა XIV საუკუნეში.

ლიტერატურა

  • Naxçıvan Ensiklopediyası, I cild, Naxçıvan, 2005,
  • Azərbaycan Respublikasının Prezidenti İlham Əliyev Naxçıvan Muxtar Respublikasında Kəngərli rayonunun yaradılması haqqında Bakı şəhəri, 19 mart 2004-cü il
  • Kəngərli rayonu məqaləsi. Naxçıvan Muxtar Respublikasının Kəngərli rayonu. Naxçıvan, 2008.

რესურსები ინტენეტში

Tags:

კანგარლის რაიონი რელიეფიკანგარლის რაიონი მოსახლეობაკანგარლის რაიონი კულტურული ძეგლებიკანგარლის რაიონი ლიტერატურაკანგარლის რაიონი რესურსები ინტენეტშიკანგარლის რაიონინახიჩევანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნიკოლა ტესლადუბაის საამიროგაერთიანებული ერების ორგანიზაციანიჰილიზმიპლებისციტიარსებითი სახელიილია ჭავჭავაძემე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)ჩუტყვავილაჩეხეთირუსეთის ისტორიაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ავოკადოქაშვეთის ეკლესიაგარემოს დაცვააფხაზეთის ომი (1992-1993)მონანიება (ფილმი)ქალთა წინადაცვეთაზუგდიდიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდალიბანიმართლმადიდებლობა30 აპრილიბორჯომიამაღლებაბაში-აჩუკითევზები (ასტროლოგია)ფარნავაზ Iმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითაფრიკაბულგარეთითრომბოციტებიმეორე მსოფლიო ომიჯუმათის გაბრიელ მთავარანგელოზის ხატიქართული მითოლოგიაშუშანიკის წამებაჰიპერბოლა (ენა)ევოლუციაკულტურაMercedes-Benz W211მსოფლიოს უდიდესი ქალაქებითენგიზ აბულაძეამფიბიებინიკო ლორთქიფანიძემურა დათვიკათოლიციზმისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიისლანდიაავსტრალია (კონტინენტი)Yandexწითელი წიგნიკონსტანტინოპოლიბარდა სკლიაროსისენაკიანტარქტიდატელეფონების ნომრები საქართველოშინიკოლოზ ბარათაშვილიხმელეთის კუებიბახტრიონი (პოემა)გონიოს ციხექართლის გაქრისტიანებაგოგონა გარეუბნიდანბიზანტიის იმპერიადაუნის სინდრომიიაპონიაპელეცხენიწმინდა ნინოკახი კავსაძეჯიქიაშშ-ის ისტორიასისხლის მიმოქცევის სისტემაწინადაცვეთაკვადრატული მეტრინიანგებიგრემიბობ სინკლერიკაბო-ვერდე-საქართველოს ურთიერთობები🡆 More