მოგესალმებით · მასწავლებელი · ცნობარი · სარჩევი · დახმარება · ფორუმი
მთავარი | რედაქტირება | ფორმატირება | ვიკი-ბმულები | გარე ბმულები | განხილვა | გახსოვდეთ | რეგისტრაცია | დასასრული |
განხილვის გვერდები არის ვიკიპედიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს სტატიები და სხვა საკითხები განიხილონ.
თუ სტატიის ან რაიმე სხვა საკითხის შესახებ შეკითხვა ან მოსაზრება გაგიჩნდათ, შეგიძლიათ ჩასვათ შეტყობინება სტატიის განხილვის გვერდზე. ეს კეთდება გვერდის თავში მდებარე ყუაზე „განხილვა“ დაწკაპუნებით. არაუშავს თუ ბმული წითელია — ეს ნიშნავს, რომ ამ თემაზე განხილვა ჯერ არ დაწყებულა და თქვენ ხართ პირველი.
ახალი შეტყობინების დაწერისას, დატოვეთ იგი განხილვის გვერდის ბოლოს. გამონაკლისია, როცა თქვენ ვინმეს შენიშვნას პასუხობთ, მაშინ თქვენი პასუხი იმ შენიშვნის შემდეგ უნდა ჩასვათ. აბზაცის გამოყოფა შეგიძლიათ ორწერტილის (:) დასმით ხაზის დასაწყისში.
თქვენი შეტყობინება უნდა დაასრულოთ ხელმოწერით: ~~~ მხოლოდ თქვენს მომხ. სახელს დაწერს, ან ~~~~ თქვენს მომხ. სახელსა და დროს. ამგვარად, როცა გვერდს შეინახავთ, თქვენი ხელმოწერა ავტომატურად დაფიქსირდება. სხვაგვარად თქვენს შეტყობინებას თქვენი სახელი არ ექნება. მოხერხებულობისთვის, რედაქტირების ფანჯრის თავზე არის ღილაკი, რომელიც ავტომატურად ჩასვამს კოდს „--~~~~“.
თქვენი მომხმარებლის სახელი შექმნა შეგიძლიათ ანგარიშის გახსნით (ეს უფასოა). თუ ანგარიში არ გაქვთ, ან სისტემაში არ შესულხართ, ხელმოწერით დაიწერება თქვენი კომპიუტერის გარე IP მისამართი.
ყველა ვიკიპედიელს აქვს განხილვის გვერდი, რომელზეც სხვა ვიკიპედიელები ტოვებენ შეტყობინებებს. თუ ვინმემ შეტყობინება დაგიტოვათ, თქვენ მიიღებთ ცნობას „თქვენ გაქვთ ახალი შეტყობინება“, ბმულით თქვენს განხილვის გვერდზე.
პასუხის გაცემის ორი გზა არსებობს. ერთია შეტყობინების დატოვება მომხმარებლის განხილვის გვერდზე. მეორე — პასუხის დაწერა თქვენსავე განხილვის გვერდზე საწყისი შეტყობინების ქვეშ. ორივე წესი მიღებულია ვიკიპედიაში; თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს გვერდზე პასუხის გაცემისას ალბათობა იმისა, რომ მას ადრესატი იხილავს ნაკლებია, თუ მან თქვენი გვერდი ხელმეორედ არ შეამოწმა. თუ ძირითადად ამ მეთოდით ხელმძღვანელობთ, მაშინ სასურველია გაფრთხილება ჩასვათ თქვენი გვერდის დასაწყისში ყველას საყურადღებოდ.
წაწევები დისკუსიის გაშლას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, ვინაიდან უფრო ადვილი ხდება მისი წაკითხვა. სტანდარტული პრაქტიკაა თქვენი პასუხის ერთი დონით წაწევა თქვენამდე არსებულ შეტყობინებასთან მიმართებაში.
წაწევის რამდენიმე გზა არსებობს ვიკიპედიაში:
წაწევის უმარტივესი გზაა ორწერტილის დასმა (:) ხაზის დასაწყისში. რაც უფრო მეტ ორწერტილს დასვამთ, მით უფრო წაიწევს თქვენი ტექსტი მარჯვნივ. აბზაცზე გადასვლა (enter ან „return“-ზე დაჭერა) ასრულებს წაწეულ პარაგრაფს.
მაგალითად:
ასე გამოიყურება:
წაწევების გაკეთება შეიძლება ჩამონათვალის სახითაც (როგორც წესი სიებში). უნომრო ჩამონათვალის სტილის შესაქმნელად გამოიყენეთ ვარსკვლავი (*). ზემოთ განხილული წაწევების მეთოდის მსგავსად, რაც მეტ ვარსკვლავს დასვამთ პარაგრაფის წინ, მით უფრო მარჯვნივ გაიწევს ტექსტი.
ნიმუში:
რომელიც ასე გამოიყურება:
შეგიძლიათ შექმნათ დანომრილი სიებიც. ამისთვის გამოიყენეთ ნომრის ნიშანი ან ოქტოტორფი (#). ეს როგორც წესი გამოიყენება კენჭისყრებში ავტომატური ნუმერაციისთვის. აქაც შეგიძლიათ წაწევები გამოიყენოთ იმის მიხედვით თუ რამდენ #-ს გამოიყენებთ ხაზის დასაწყისში.
ნიმუში:
გამოიყურება ასე:
აქ მოყვანილია კარგად ფორმატირებული დისკუსიის ნიმუში:
გაუ. ერთი კითხვა მაქვს ამ სტატიაზე. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ვარდისფერი სპილოები მხოლოდ ნიუ-იორკში ცხოვრობენ! JayRandumWikiUser 02:49, 10 Dec 2003 (UTC)
შენიშნეთ, თუ თქვენი კომენტარისთვის სიის დამატება გსურთ, ჩასვით ორწერტილი სიის ყოველი ახალი ხაზისთვის, მაგ.:
ასევე, თქვენი შეტყობინებისთვის ხელმოწერა ასე ხდება:
ზოგადად ყოველთვის სახელითა და თარიღით უნდა მოაწეროთ, თუმცა კენჭისყრაში მხოლოდ სახელი საკმარისია.
ცდა! ამჯერად, სავარჯიშოში რედაქტირების ნაცვლად დატოვეთ შეტყობინება განხილვის გვერდზე "გვერდის განხილვა"-ზე დაწკაპუნებით. არ დაგავიწყდეთ ხელის მოწერა. ალბათ სასურველია ვინმეს კომენტარს გასცეთ პასუხი. გახსოვდეთ, ჯერ წინასწარ გადახედვა გამოიყენეთ, რათა დაწმუნდეთ, რომ თქვენი ფორმატირება ნამდვილად ისეა, როგორც თქვენ გსურდათ.
განხილვის გვერდების გარდა არსებობს კულისებს მიღმა არსებული გვერდების რამდენიმე სხვა კატეგორია, რომლებიც ვიკიპედიელებს ერთმანეთთან კომუნიკაციაში ეხმარება და სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. ამ გვერდებს როგორც წესი "სახელთა სივრცეებს" უწოდებენ — როგორც მაგალითად, "განხილვის სახელთა სივრცე".
გვერდები სახელთა სივრცეში ვიკიპედია (ასევე ცნობილი როგორც პროექტის სახელთა სივრცე) იძლევა ინფორმაციას ვიკიპედიის შესახებ და მის გამოყენებაში გვეხმარება.
შიგთავსი ჩაწერილი თარგის გვერდზე, გამოჩნდება სტატიებში, რომლებშიც ეს თარგია ჩასმული. მაგ. შიგთავსი ჩაწერილი თარგში თარგი:დაცული გამოჩნდება ნებისმიერ სტატიაში, რომეშიც ჩასმულია {{დაცული}} კოდი. გადახედეთ გვერდს ვიკიპედია:თარგები უკვე არსებული თარგების სიისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს თარგები თქვენს სტატიებშიც. ასევე შეგიძლიათ ახალი თარგების შექმნა.
ყველა ამ პროექტის გვერდს ასევე საკუთარი განხილვის გვერდი აქვს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვიკიპედია:მასწავლებელი (განხილვა), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.