ელექტრული აკუმულატორი — გალვანური ელემენტის მეორეული დენის წყაროს ტიპი, რომელიც ხასიათდება აქტიური ელემენტის მრავალჯერადი გარდაქმნა-აღდგენით და აქვს უნარი დააგროვოს ელექტრული ენერგია (გადააქციოს ქიმიურად) და საჭიროების შემთხვევაში გასცეს იგი გარე წრედში.
გამოიყენება სხვადასხვა ელექტრული მოწყობილობებში როგორც ავტონომიური კვების წყარო.
ელექტრული აკუმულატორის შესაქმნელად პირველი ცდები ჩაატარეს ვ. პეტროვმა და ი. რიტერმა XIX საუკუნის დასაწყისში. ელექტრული აკუმულატორის თვისებათა შესწავლასა და მისი ახალი კონსტრუქციების შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით მეცნიერებს ე. ლენცს, უ. გროვს, გ. პლანტეს, დ. ლაჩინოვს, ე. ტვერიტინოვს, პ. იაბლოჩკოვს და სხვებს.
ელექტრული აკუმულატორი წარმოადგენს საიზოლაციო მასალისაგან (ებონიტი, პლასტმასა, მინა) დამზადებულ ჭურჭელს, რომელშიც ჩასხმულია ელექტროლიტი (მჟავა, ტუტე) და ჩადებულია ელექტროდები. გარე წრედთან ელექტროდების შერთვით აკუმულატორში დენი გაივლის და იგი განიმუხტება, ამავე დროს ქიმიური ენერგია გარდაიქმნება ელექტრულ ენერგიად. განმუხტული ელექტრული აკუმულატორი, რომ დაიმუხტოს და ელექტრული ენერგია, რომ ქიმიურ ენერგიად გარდაიქმნეს, მასში მუდმივი დენი უნდა გავატაროთ. განასხვავებენ ტყვიის (მჟავური), კადმიუმ-ნიკლის, რკინა-ნიკლის, ვერცხლ-ნიკლის, ვერცხლ-კადმიუმის (ტუტე) აკუმულატორებს.
ელექტრული აკუმულატორის მახასიათებლებია:
This article uses material from the Wikipedia ქართული article ელექტრული აკუმულატორი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.