ემილ ლენცი

ემილ ლენცი (დ.

24 თებერვალი, 1804, დერპტი — გ. 10 თებერვალი, 1865, რომი) — ესტონელი ფიზიკოსი.

ემილ ლენცი
გერმ. Heinrich Friedrich Emil Lenz
ემილ ლენცი
დაბ. თარიღი 12 (24) თებერვალი, 1804[1] [3]
დაბ. ადგილი ტარტუ[4] [3]
გარდ. თარიღი 29 იანვარი (10 თებერვალი), 1865 (60 წლის)
გარდ. ადგილი რომი[4] [3]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი, მთავარი პედაგოგიური ინსტიტუტი, Saint Peter's School, Mikhailovsky Artillery School და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი დერპტის უნივერსიტეტი
მეუღლე Q114903257?
მამა Christian Heinrich Friedrich Lenz
დედა Q124837382?
შვილ(ებ)ი Robert Lenz

ბიოგრაფია

ემილ ლენცი 1804 წლის 24 თებერვალს ქალაქ დერპტში დაიბადა მაგისტრის ობერმდივნის ოჯახში. ლენცი მამით ადრე დაობლდა. დედას ძალიან უჭირდა ბავშვების შენახვა, მაგრამ მაინც ყველა შვილს მისცა განათლება. 16 წლის ლენცმა გიმნაზია დაამთავრა. ამავე წელს შევიდა უნივერსიტეტში ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე ქიმიის სპეციალობით.

უნივერსიტეტის კურსის დამთავრებამდე 19 წლის ემილ ლენცი მიიწვიეს, როგორც ფიზიკოსი, დედამიწის ირგვლივ სამხედრო ხომალდით სამოგზაუროდ, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსი მოგზაური კოცებუ. მოგზაურობა გაგრძელდა 1823-1826 წლები. ამ ექსპედიციაში ლენცი პოლარულ და ტროპიკულ განედებში არსებული წყლების ტემპერატურათა სხვაობას სწავლობდა და დაადგინა პოლარული და ზღვის დინების გამომწვევი მიზეზი, რასაც შემდეგ ოკეანური ცირკულაციის კანონი ეწოდა. ემილ ლენცმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ელექტრობის განვითარების ისტორიაში. მან არსებითად შეავსო ელექტრომაგნიტური ინდუქციის კანონები საკუთარი კანონებით და იგი საფუძვლად დაუდო თავისი დროის ელექტროტექნიკას.

ემილ ლენცის შრომები

ემილ ლენცმა აღმოაჩინა კანონი, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა ინდუქტირებული დენის მიმართულება ყველა შემთხვევისათვის; მიუთითა მაგნიტო-ელექტრული და ელექტრო-მაგნიტური მოვლენების მჭიდრო ურთიერთდამიკიდებულებაზე და შეისწავლა ის პირობები, რომელთაგანაც დამოკიდებულია ყოველი ინდუქტირებული დენის ძალა.

1830 წლამდე იგი მუშაობდა ფიზიკური გეოგრაფიის საკითხებზე და ამ დარგში დიდი სახელიც გაითქვა. ამ ხნის განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო კავკასიონის ექსპედიციაში იალბუზის მიდამოებსა და დაღესტანში. 1829 წელს გაემგზავრა ქალაქ ნიკოლაევში დედამიწის ამ წერტილში საქანის რხევაზე დასაკვირვებლად; გარკვეული დრო დაჰყო ქალაქ ბაქოში კასპიის ზღვის სანაპიროზე და აწარმოებდა ჰიდროლოგიურ დაკვირვებებს. ამავე წელს დაიწყო მუშაობა ვოლგისპირა ტყეების დაცვის საკითხებზე. 1828 წელს ემილ ლენცი აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ადიუნქტად (აკადემიკოსის თანაშემწედ).

1830 წლიდან ლენცის გამგებლობაში გადავიდა მისი წინამორბედის, აკადემიკოს ვ. პეტროვის მიერ აწყობილი და გამზადებული ფიზიკის კაბინეტი, რომელიც ლენცმა კიდევ უფრო გაამდიდრა. 1830 წელს ლენცმა დაწერა ფიზიკის სახელმძღვანელო, რომელიც 11-ჯერ გამოიცა და 30 წლის განმავლობაში იხმარებოდა. უფროსი კურსის სტუდენტებისთვის ლენცი კითხულობდა სპეციალურ კურსს სინათლის ტალღურ თეორიაზე, საზომ იარაღებს და სხვა.

ემილ ლენცი 20 წლის განმავლობაში პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანად მუშაობდა. 1861 წელს სტუდენტთა მოძრაობის დროს ლენცი შუამდგომლობდა სტუდენტთათვის სასჯელის შემსუბუქებაზე.

1863 წელს, უნივერსიტეტის დებულების დამტკიცების შემდეგ, ლენცი აირჩიეს პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორად. მაგრამ ამ თანამდებობაზე იგი ცოტა ხანს დარჩა. ლენცმა საუცხოო ცდების საშუალებით დაამტკიცა, რომ ინდუქტირებული დენის ძალა რაოდენობრივად განისაზღვრება ომის კანონით ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დენის ძალა.

ფიზიკის მეორე, საყოველთაოდ ცნობილი კანონი, რომელთანაც ემილ ლენცის სახელია დაკავშირებული, ჯოულ-ლენცის კანონია. ლენცმა ეს კანონი 1844 წელს გამოიყვანა ჯოულის შრომებისაგან სრულიად დამოუკიდებლად, ამასთან გაცილებით უფრო ზუსტი ცდების საშუალებით, ვიდრე ეს ჯოულს ჰქონდა. ევროპის მკვლევარებმა მას ჯოულ-ლენცის კანონი უწოდეს.

1864 წლის აგვისტოში მან მიიღო შვებულება თვალების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ და საზღვარგარეთ გაემგზავრა. 1865 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა რომში.

ლიტერატურა

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 192-199

სქოლიო

-1'> Deutsche Nationalbibliothek Record #116911344 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  • [[:ru:s:РБС/ВТ/Ленц,_Эмилий_Христианович|Ленц,_Эмилий_Христианович]]_//_''[[:d:Q21175481|Русский_биографический_словарь]]''_/_под_ред._[[:ru:Чечулин,_Николай_Дмитриевич|Н. Д. Чечулин]],_[[:ru:Курдюмов,_Михаил_Григорьевич|М. Г. Курдюмов]]_—_[[:სანქტ-პეტერბურგი|СПб]]:_1914._—_Т. 10._—_С. 192–194.
  • -2">↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Ленц, Эмилий Христианович // Русский биографический словарь / под ред. Н. Д. Чечулин, М. Г. КурдюмовСПб: 1914. — Т. 10. — С. 192–194.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q16668993">https://wikidata.org/wiki/Track:Q1960551">https://wikidata.org/wiki/Track:Q21175481">https://wikidata.org/wiki/Track:Q656">https://wikidata.org/wiki/Track:Q22676784">https://wikidata.org/wiki/Track:Q4515376">
  • 3.0 3.1 3.2 www.accademiadellescienze.it
  • 4.0 4.1 Ленц Эмилий Христианович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  • [[:ru:Гезехус,_Николай_Александрович|Н._Г.]]_[[:ru:s:ЭСБЕ/Ленц,_Роберт_Эмилиевич|Ленц,_Роберт_Эмилиевич]]_//_''[[:d:Q23892929|Энциклопедический_словарь]]''_—_[[:სანქტ-პეტერბურგი|СПб]]:_[[:ru:Брокгауз_—_Ефрон_(издательство)|Брокгауз_—_Ефрон]],_1896._—_Т. XVIIа._—_С. 539.
  • -5"> Н. Г. Ленц, Роберт Эмилиевич // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1896. — Т. XVIIа. — С. 539.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q23892929">https://wikidata.org/wiki/Track:Q4134765">https://wikidata.org/wiki/Track:Q602358">https://wikidata.org/wiki/Track:Q19908137">https://wikidata.org/wiki/Track:Q656">https://wikidata.org/wiki/Track:Q22676817">

    This article uses material from the Wikipedia ქართული article ემილ ლენცი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
    ®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.

    Tags:

    ემილ ლენცი ბიოგრაფიაემილ ლენცი ს შრომებიემილ ლენცი ლიტერატურაემილ ლენცი სქოლიოემილ ლენცი10 თებერვალი1804186524 თებერვალიდერპტიესტონელებირომი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    კვარციმსოფლიოს ვალუტებიიერუსალიმის სამეფოატომიზვიგენებიარსებითი სახელიმელაკახეთიდედამიწის სტრუქტურასაქართველო IV საუკუნეშიქრისტეფორე კოლუმბიდინოზავრებიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიაფორიზმიგარემოს დაბინძურებაირაკლი ღარიბაშვილიგერმანიაევერესტიკირჩხიბი (ასტროლოგია)გიორგი ქინქლაძეფუტკრებისოლომონ მეფეათონის ივერთა მონასტერიმიტოზიალავერდინაკრძალიმონტენეგროშიშველთესლოვნებიძველი თბილისიკვეცა (ფონეტიკური)ბელარუსიცხოველებითირკმელიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიგველის-მჭამელიკურდღელიამაზონიმგლების ხორუმიახალი ზელანდიაადოლფ ჰიტლერიხელოვნური ინტელექტიჰედონიზმიირანის ისტორიამსოფლიოს შვიდი საოცრებამოსახლეობის სიმჭიდროვემუხაენერგიამყინვარწვერიოქროს საწმისიკოლხეთის დაბლობიბარდა სკლიაროსიზუგდიდისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიინდუსტრიული რევოლუციააფხაზეთის ომი (1992-1993)გაზაფხულინინო ბურდულიბუნებრივი რესურსებიტრანსპლანტოლოგიაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიგარემოს დაცვაყვავილიკონსტანტინე I დიდიდაუნის სინდრომიბახტრიონის ბრძოლაქეთო და კოტე (ოპერა)გრენლანდია1924 წლის აგვისტოს აჯანყებამილანის ედიქტიბელგიაძირითადი საშუალების ცვეთაკილოგრამისაქართველოს ქალაქებინატურალური რიცხვიზმნიზედააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითალკოჰოლური სასმელი🡆 More