ებრაული დღესასწაულები

ებრაული დღესასწაულები რელიგიური დღესასწაულები იუდაიზმის მიხედვით.

ებრაული დღესასწაულების უმრავლესობა დასაბამს იღებს ბიბლიიდან, რაბინთა სწავლებიდან და ისრაელის თანამედროვე ისტორიიდან. რელიგიური დღესასწაულების თარიღი გარდამავალია და ყოველწლიურად იცვება.

ებრაული დღესასწაულები
დავითის ვარსკვლავი

ყოველკვირეულ სადღესასწაულო დღედ მიჩნეულია შაბათი. შაბათი აღინიშნება სანთლების დანთებით, სადღესასწაული ტრაპეზით. შაბათს იკრძალება ყოველგვარი შრომა, ცეცხლის დანთება, ტრანსპორტით მგზავრობა. შაბათი ებრაელმა უნდა მიუძღვნას ლოცვებისა და თორის კითხვას.

დღესასწაულები იუდაიზიზმში ორგვარ ხასიათს ატარებს. ისინი აღნიშნავენ როგოც წელიწადის სეზონურ ცვლილებას, ასევე ისტორიულ მოვლენებს. ებრაული წელიწადის სამი მთავარი დღესასწაულია ფესახი, შავუოთი და სუქოთი. მათ მომლოცველობის დღესასწაულები ეწოდება, რადგან მოსეს რჯული ყოველ ებრაელს ავალებდა იერუსალიმის მოლოცვას და ტაძარში მსხვერპლის შეწირვას ამ დღეებში. ფესახი აღინიშნება გაზაფხულის პირზე. ის ებრაელთა ეგვპტიდან გამოსვლის აღსანიშნავი დღესასწაულია გრძელდება ერთ კვირეულს. პირველი და მეშვიდე დღეები უქმეა, ისინი გათანაბრებულია შაბათთან და მხოლოდ საჭმლის კეთებაა დაშვებული. დანარჩენ დღეებში შესაძლებელია შეზღუდული საქმიანობა. სადღესასწაულო დღეებში აკრძალულია საფუარიანი საკვების მიღება და შენახვა. ფესახის რიტუალური წესია შვიდი დღის განმავლობაში მაცის ჭამა. მაცა არის განსაკუთრებული ბურღულეულით დამზადებული პური და ის გამიზნულია ეგვიპტური მონობის მოსაგონებლად. პირველ და მეორე დღეს იშლება განსაკუთრებული ტრაპეზი სებერი, რომლის განმავლობაში ყოველმა ზრდასრულმა ებრაელმა უნდა მიიღოს 4 ჭიქა ღვინო. შავუოთი, ანუ კვირეული, იმართება ფესახიდან შვიდი კვირის თავზე სივანის თვეში. ტრადიციულად, იგი ეძღვნება პურის მკის დასაწყისს. ამავე დროს ის უკავშრდება რჯულის მიღებას სინას მთაზე. სუქოთი ასევე შვიდდღიანი დღესასწაულია. ამ დროს აღინიშნება მოსავლის აღება და იმ ისტორიული პერიოდის გახსენება, როცა ებრაელები კარვებში ცხოვრობდნენ. პირველი დღე უქმეა, ხოლო დანარჩენები სადაგია.

ებრაული ახალი წელი არის როშ ჰაშანა. ის აღინიშნება ებრაული წლის დასაწყისში, თიშრის თვეში, პირველ ორ დღეს. ამ დღეს ღმერთი განსჯის ადამიანს გასული წლის ქმედებებისთვის, განსაზღვრავს მის ბედს შემდეგი წლისთვის. ახალი წლის დღეებს მოსდევს მარხვის და მონანიების 10 დღე. მისი კულმინაციაა იომ-ქიფური, შენდობის დღე, როდესაც შესაძლებელია ახალ წელს ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენის შეცვლა. ხანუქა აღინიშნება ქისლევის თვეში სოლომონის ტაძრის განახლების გასახსენებლად. დღესასწაულისას რვა დღის განმავლობაში მენორაზე თითო სანთელი ინთება. ისტორიული მოვლენის აღმნიშვნელი დღესასწაულია პურიმი. ამ დროს იკითხება წიგნი ესთერისა, რომლშიც გადმოცემულია ებრაელების სასწაულებრივად გადარჩენის ამბავი.

ძირითადი ებრაული დღესასწაულები

  • როშ ჰაშანა - იწყება პირველი დღის მწუხზე და გრძელდება მესამე დღის მწუხრამდე
  • იომ-ქიფური (მარხვა)
  • სუქოთი (შვიდეულის პირველი დღე)
  • შმინი აცერეთი და სიმხათ თორა
  • ხანუქა (პირველი დღე, გრძელდება რვა დღე)
  • ტუ ბიშვატი
  • პურიმი
  • ფესახი (შვიდეულის პირველი დღე. ისრაელის გარეთ ეს დღესასწაული გრძელდება რვა დღე)
  • იომ ჰაშოა
  • იომ ჰააცმაუთი
  • ლაგ ბაომერი
  • შავუოთი (ისრაელის გარეთ ეს დღესასწაული 2 დღეს გრძელედება)

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

კომენტარები

Tags:

ებრაული დღესასწაულები ძირითადი ებრაული დღესასწაულები იხილეთ აგრეთვეებრაული დღესასწაულები ლიტერატურაებრაული დღესასწაულები კომენტარებიებრაული დღესასწაულებიბიბლიაისრაელიიუდაიზმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბერიკაობაკახეთიენტონი დოდ მენტლიქანდაკებასიტყვაძვ. წ. 329პინგვინისნაირნითხის რქა (ასტროლოგია)დიდი სქიზმალამპრობაქიმიური რეაქციაეგზისტენციალიზმიცენტნერიხაშურიანჯელინა ჯოლიარალის ზღვანიჰილიზმითემიდაწრეწირიმთლიანი შიდა პროდუქტიპოლონეთიძველი თბილისიწითელი წიგნიგუბაზ სანიკიძევაჟა-ფშაველაჯაბა იოსელიანიHelladosზაქარია ფალიაშვილიფილების ტექტონიკაავსტრალია (კონტინენტი)საქართველოს ოქროს ხანადავით Vაქლემინახშირორჟანგისვეტიცხოველიდიოკლეტიანეგველებისამკუთხედიჩარლი ჩაპლინიპოპ-მუსიკამონღოლთა იმპერიათავისუფლების მოედანი (თბილისი)იესო ქრისტეკლავიკორდითირკმელიბენიტო მუსოლინიაფხაზებიზედსართავი სახელირუსუდანიგია ყანჩელიმარო მაყაშვილინაპოლეონ ბონაპარტიშალვა რამიშვილივენავანიდინოზავრებინინო სალუქვაძეძალადობაეპითეტიბუნებრივი რესურსებიოქტავიანე ავგუსტუსიბრაზილიასვანური მითოლოგიაქართული დამწერლობათიხაქართული მითოლოგიაადამიანიძველი საბერძნეთიმსოფლიოს მოსახლეობაDisney+ლიპოვეციაქემენიანთა იმპერიახარებაფობიების სიადედამიწის დღეციყვიკარლეს პუჩდემონიისლანდია🡆 More