დაღეთი

დაღეთი — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (დაღეთის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს თეთრიწყაროს პლატოზე, მდ. ჭივჭავის (ხრამის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 860 მეტრზე, თეთრიწყაროდან დაშორებულია 10 კილომეტრით. მოსახლეობა — 101 მცხოვრები (2014).

სოფელი
დაღეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი დაღეთი
კოორდინატები 41°31′38″ ჩ. გ. 44°31′49″ ა. გ. / 41.52722° ჩ. გ. 44.53028° ა. გ. / 41.52722; 44.53028
ცენტრის სიმაღლე 860
მოსახლეობა 101 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 97 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დაღეთი — საქართველო
დაღეთი
დაღეთი — ქვემო ქართლი
დაღეთი
დაღეთი — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
დაღეთი

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 101 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 235 89 146
2014 დაღეთი  101 45 56

ისტორია

დაღეთი პირველად 1556 წლის საბუთში მოიხსენიება, საიდანაც ირკვევა, რომ დონდარა მამადელაშვილს დაღეთის მამასახლისობა უბოძა დედოფალმა ნესტან-დარეჯანმა. XVII საუკუნის საბუთების მიხედვით, დაღეთს ორბელიშვილები ფლობდნენ.

სოფლის სამხრეთ უბანში შემორჩენილია ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. მის ირგვლივ სასაფლაოზე მრავალი ქვაჯვარია. ზედაპირზე ნაპოვნი მოჭიქული და წითელი კერამიკის ნიმუშები XI–XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 1,5 კმ-ზე, ქვიან ბორცვზე აღმოჩენილია ნანგრევთა ნაშთები. მას ახლა ყალაჩას უწოდებენ, ძველ რუკებზე კი აქ ყალაჩის მონასტერია აღნიშნული. კირხსნარიანი ლოდების გროვათა გარდა, არის მშრალად ნაწყობი განიერი კედლებიც.

დაღეთის დასავლეთით, დაახლოებით 1 კმ-ზე, თეთრიწყაროსკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევია. პერანგშემოძარცული შენობის კედლები რეგულარული წყობით იყო ნაგები. სამხრეთ შესასვლელზე ჯვრებით, კოპებითა და წარწერით შემკული დიდი არქიტრავის ქვა იდო, რომლის ასომთავრული წარწერა X საუკუნისაა და ასე იკითხება: „ქრისტე, შეიწყალე ქობულ ჴევისუფალი, ესე და კარკნალი წყაროჲ მან ქმნა“. წარწერაში ნახსენები კარკნალი (საბას მიხედვით, „დიდი ქვავნარი“) ზემოაღწერილ ყალაჩას უნდა გულისხმობდეს. ამავე ეკლესიის ქვებში ნაპოვნია წნული ჩარჩოთი შემკული ასომთავრული წარწერის ნაშთი — „თამარის!“; შესაძლოა აქ თამარ მეფე იგულისხმება. დაღეთის მახლობლად შემორჩენილია უკანდაღეთის ნასოფლარი და გადაკეთებული ეკლესიის ნაშთი XI საუკუნის წარწერებით, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი — ნასოფლარი ორთაშუა. ყველა წარწერიანი ქვა ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.;
  • დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, [ტ.] 2, ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1953;
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941;
  • ლაპიდარული წარწერები, [ტ.] 1, ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, ზ. ალექსიძისა და შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1964.

სქოლიო

Tags:

დაღეთი დემოგრაფიადაღეთი ისტორიადაღეთი იხილეთ აგრეთვედაღეთი ლიტერატურადაღეთი სქოლიოდაღეთი2014ზღვის დონეთეთრიწყაროთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტითემისაქართველოჭივჭავიხრამი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს ისტორიახევსურეთიჰიპერბოლა (ენა)ნაკიანი წელიწადითუთის აბრეშუმხვევიაქართვლის დედაწიგნი სიბრძნე სიცრუისაექვთიმე თაყაიშვილიისლამიაბრეშუმის ჭიასატურნიდამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობააჭარაამაზონის დაბლობიმდინარეანბანიმიხეილ ჯავახიშვილიიმპრესიონიზმიშიზოფრენიავლადიმერ ლენინიკალათბურთინოდარ დუმბაძეგიორგი IV ლაშაწრეწირირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ნიკოლოზ ბარათაშვილიგონიოს ციხემაგნიუმითორნიკე ერისთავიჰორმონებიპოტსდამის კონფერენციაპეტუნიასუვერენიტეტიგელათის მონასტერიანანურის ციხეკარლეს პუჩდემონიმართლმადიდებლობაცოტნე დადიანინიანგებიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაატმოსფერული წნევაჩონგურიპროტესტანტიზმისამკურნალო მცენარეებიr1841თვითმფრინავის ბიჭების საქმესაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებიეიფელის კოშკიაბო თბილელის წამებაკომუნიზმიჰიპოთეზაეთერ ლიპარტელიანირომის იმპერიაგლობალური დათბობამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიპუნიკური ომებინატრიუმიერთიანი ნაციონალური მოძრაობასაქართველო XVIII საუკუნეშიმეტაფორატერორიზმივოლფგანგ ამადეუს მოცარტიკატამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაჰაერისახელმწიფორომიებრაელებიელექტრობაქალწული (ასტროლოგია)ბრესტ-ლიტოვსკის ზავიდიდგორის ბრძოლაარაბთა სახალიფოძველი თბილისითამარ მეფელონდონიფსორიაზიპრიზმადავით VII ულუ🡆 More