გუჯარეთისწყალი (ჩარხისწყალი) — მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მტკვრის მარჯვენა შენაკადი.
სათავე აქვს მურყნევის მთის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2060 მ სიმაღლეზე. სიგრძე 43 კმ, აუზის ფართობი 326 კმ².
გუჯარეთისწყალი | |
---|---|
გუჯარეთისწყალი სოფ. ტიმოთესუბანთან | |
სხვა სახელი | ჩარხისწყალი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
ქალაქები | დაბა წაღვერი |
სათავე | მურყნევის მთა 41°47′15″ ჩ. გ. 43°47′04″ ა. გ. / 41.787500° ჩ. გ. 43.784556° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2060 მ |
შესართავი | მტკვარი 41°50′52″ ჩ. გ. 43°24′33″ ა. გ. / 41.848000° ჩ. გ. 43.409194° ა. გ. |
სიგრძე | 43 კმ |
აუზის ფართობი | 326 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 3,24 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
გუჯარეთისწყალი ვიკისაწყობში |
მთავარი შენაკადებია მიტარბულა და ბაკურიანისწყალი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი წაღვერთან 3,24 მ³/წმ. ზამთარში დამახასიათებელია ყინულნაპირისი, თოში, ყინულსაფარი. მდინარის ნაპირებზე მრავალი სოფელია გაშენებული, მათ შორის კურორტი წაღვერი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article გუჯარეთისწყალი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.