გლიკოგენი

გლიკოგენი — (C6H10O5) ცხოველური სახამებელი , ძირითადი სამარაგო ნახშირწყალი ადამიანსა და ცხოველებში.

გვხვდება აგრეთვე ზოგიერთ ბაქტერიაში, საფუვრებსა და სოკოებში. განსაკუთრებით მაღალია მისი შემცველობა ღვიძლში (3-5%) და კუნთებში (0,4-2%). აღმოაჩინა ფრანგმა ფიზიოლოგმა კლოდ ბერნარმა (1857). გლიკოგენი ჰომოპოლისაქარიდია და შედგება 6-20 ათასი და მეტი α-D გლუკოზის ნაშთისაგან. მისი მოლეკულა განშტოებულია; დაუტოტავი ჯაჭვის სიგრძე საშუალოდ გლუკოზის 10-14 ათასი ნაშთისაგან შედგება. გლიკოგენი თეთრი ამორფული ფხვნილია. მისი ხსნარი პოლიდისპერსიულია, ხასიათდება ოპალესცენციით, ოპტიკურად აქტიურია, იოდით იისფერ-მოყავისფროდან იისფერ-მოწითალოდ იღებება. ორგანიზმში ორი გზით იშლება. მისი ჰიდროლიზური დაშლა იწყება პირის ღრუში საჭმლის მონელების პროცესში ამილაზის ზემოქმედებით და მთავრდება წვრილ ნაწლავებში. წარმოიქმნება დექსტრინები, შემდეგ მალტოზა და გლუკოზა. გლუკოზა სისხლში შეიწოვება, ნარჩენი რაოდენობა კი ჩაერთობა გლიკოგენის სინთეზში და ამ სახით გროვდება ქსოვილებში. გლიკოგენის ჰიდროლიზური დაშლა შეიძლება უჯრედებშიც მოხდეს, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გლიკოგენის უჯრედშიგა გარდაქმნის ძირითადი გზა ფოსფოროლიზური დაშლაა, რის შედეგად წარმოიქმნება გლუკოზა-1-ფოსფატი. გლიკოგენის სინთეზის აუცილებელი ეტაპია გლუკოზის ფოსფორილირება. სინთეზი მიმდინარეობს გლიკოგენ-სინთეტაზის მონაწილეობით. გლიკოგენის დაგროვებასა და მობილიზაციას ღვიძლში აწესრიგებენ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებანი ჰიპოთალამუსისა და სიმპათიკური ნერვული სისტემის მონაწილეობით. მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია ჰორმონებიადრენალინი და გლუკაგონი (იწვევენ გლიკოგენის მობილიზაციას) და ინსულინი (სტიმულს აძლევს გლიკოგენის სინთეზს).

გლიკოგენი
გლიკოგენის სტრუქტურა

ლიტერატურა

Tags:

1857ადამიანიადრენალინიბაქტერიაგლუკოზაინსულინიიოდიკლოდ ბერნარიკუნთებინახშირწყალისაფუარი სოკოებისახამებელისისხლისოკოებიუჯრედიფრანგებიქსოვილი (ბიოლოგია)ღვიძლიცხოველებიჰიპოთალამუსიჰორმონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვილი სანიოლიაფხაზეთის ომი (1992-1993)ქართული ჭიდაობაFacebookთეთრი დათვიAbbey Roadჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასაქართველომონა ლიზასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიგიორგი გოჩოლეიშვილიმსოფლიო მიზიდულობის კანონისაქართველოს სამეფომდინარეSting in the Tailსამცხე-ჯავახეთის მხარეინსულტისოფლის მეურნეობაერთეულთა საერთაშორისო სისტემამედეა (მითოლოგია)ლაშა ბექაურიდედამიწის სტრუქტურამზის სისტემაპითაგორას თეორემაგიორგი სააკაძეპანკრეასიოთარ კაკაბაძეიბერიაოშკი9 აპრილის ტრაგედიაჩინეთიარაბობა საქართველოშიმარტივი რიცხვიძუძუმწოვრებინიუტონის კანონებიწყალდიდობაროკ-მუსიკაბრაზილიაქართული დამწერლობააზიაგიორგი ცაბაძეირაკლი კობახიძეაბსოლუტური მონარქიაცენტნერიმსოფლიოს შვიდი საოცრებათითაობათემურლენგიკათოლიციზმირუსეთის იმპერიაექვთიმე თაყაიშვილითბილისის ძეგლებიოლიმპიური თამაშებინიუ-იორკიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემადიეგო მარადონადავით IV აღმაშენებელიბარდა სკლიაროსიარაბთა გაერთიანებული საამიროებინიჰილიზმიტოკიოილია თოფურიაკრწანისის ბრძოლაოსმალეთის იმპერიასაკუთარი და საზოგადო სახელებიკარტოფილიმეტაფორაბათუმიმცენარეებიმართლმადიდებლობაიუჯინ ვიგნერიშოთა რუსთაველილიმფოციტებიპროტესტანტული რეფორმაციარუსეთ-საქართველოს ომი (1921)საქართველოს სოფლებივიქტორ დოლიძემილანის ედიქტიუფლისციხე🡆 More