გიორგი ამილახვარი (დ.
1 იანვარი, 1984, თბილისი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. სამართლის დოქტორი. საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2023 წლის 20 მარტიდან 2024 წლის 1 იანვრამდე. 2024 წლის 1 იანვარს დაინიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად.
გიორგი ამილახვარი | |
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 1 იანვარი, 2024 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძე |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 მარტი, 2023 – 1 იანვარი, 2024 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | მიხეილ ჩხენკელი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 1 იანვარი, 1984 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
განათლება | თსუ |
პროფესია | იურისტი |
1999-2000 წლებში სწავლობდა ალამოს უმაღლესი სკოლაში (ტეხასი, აშშ); 2006 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (სამართალმცოდნეობა). 2016 წელს მაქს-პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის კვლევით ინსტიტუტში გადიოდა კვლევითი სტაჟირებას (ჰამბურგი, გერმანია).
2015-2017 წლებში იყო „დეგუსტოს“ მმართველი პარტნიორი. 2017 წელს მიიღო სამართლის დოქტორის სტატუსი. 2007-2008 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტი. 2008-2010 წლებში იყო ლიეტუვური საინვესტიციო კომანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი. 2010-2020 წლებში – თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი და ასოცირებული პროფესორი სამართალში. 2018-2019 წლებში იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
გიორგი ამლახვარი იყო კახა კალაძის საარჩევნო შტაბი ხელმძღვანელი, როცა კალაძე თბილისის მერობისთვის იბრძოდა.
გიორგი ამილახვარი ერთ-ერთი ავტორია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების“ კანონპროექტისა (რატი იონათამიშვილთან, გივი მიქანაძესთან, ანრი ოხანაშვილთან, დავით მათიკაშვილთან, ალუდა ღუდუშაურთან და გურამ მაჭარაშვილთან ერთად), რასაც ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და დიდი წინააღმდეგობა და კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და თავად სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას მხრიდან.
2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედიიისას, ამილახვარმა ერთ-ერთმა პირველმა განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით, „ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე“. მისივე განცხადებით, რეკონსტრუქციის მიმდინარეობისას, ბუნებრივია, შეიძლება იყოს „ტექნიკური შეფერხება“, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს; რეაბილიტირებული შადრევანი, სადაც ბავშვებს დენმა დაარტყა, იქვე მდებარე მცირე კასკადთან ერთად, წინა დღეს, 12 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა. მოგვიანებით დეპუტატმა განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა.
ამილახვარი ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ 78 დეპუტატს შორის, ვინც მხარი დაუჭირა „უცხოეთის აგენტების კანონს“ („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი), რომლის გასაპროტესტებლად მარტის დასაწყისში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, მათ შორის, სტუდენტები.
2023 წლის 20 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თანამდებობის დატოვების სურვილი თავად გამოთქვა, რადგან აკადემიურ საქმიანობაში უნდა დაბრუნება. მის თანამდებობაზე კი გიორგი ამილახვარი წარადგინა.
2023 წლის 30 აგვისტოს გიორგი ამილახვარმა 27 ოქტომბერი საქართველოში მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოაცხადა.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2023 – 2024 | შემდეგი: თანამდებობა გაუქმდა |
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი 1 იანვარი, 2024 – დღემდე | შემდეგი: |
This article uses material from the Wikipedia ქართული article გიორგი ამილახვარი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.