მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი (დ.

1 აპრილი, 1968, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი და მათემატიკოსი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2017 წლის 30 მარტიდან 14 ივლისამდე. 2019 წლის 13 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა. 2021 წლის 16 მარტიდან სამინისტრო ორად გაიყო და მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დარჩა; თანამდებობა დატოვა 2023 წლის 20 მარტს.

მიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მარტი, 2021 – 20 მარტი, 2023
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეგიორგი ამილახვარი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ნოემბერი, 2017 – 14 ივლისი, 2018
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიალექსანდრე ჯეჯელავა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ნოემბერი, 2019 – 16 მარტი, 2021
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი გახარია
წინამორბედიმიხეილ ბატიაშვილი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული1 აპრილი, 1968 (1968-04-01) (56 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პენსილვანიის უნივერსიტეტი
პროფესიამათემატიკოსი
საქმიანობაპოლიტიკოსი

ბიოგრაფია

მიხეილ ჩხენკელი დაიბადა 1968 წლის 1 აპრილს ქალაქ თბილისში. მისი მშობლები უცხო ენების სპეციალისტები იყვნენ: მამა — გერმანისტი ზურაბ ჩხენკელი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენათა კათედრას ხელმძღვანელობდა; დედა — ინგლისური ენის სპეციალისტი მერი ბაქრაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ასწავლიდა. 1985 წელს ჩხენკელმა წარმატებით, ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, იგი იყო მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მოგვიანებით მან სწავლა განაგრძო პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც მას მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში. მან მიიღო მრავალი ჯილდო: სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის საპროფესორო ოსკარი და პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, ასევე „Goldman Sachs“-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. იგი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცემული წიგნების რეცენზენტი. იგი არის სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობის პერიოდში იგი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, აგრეთვე პროფესორთა სენატის წევრი. იგი იყო მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, აშშ-ის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციებისა და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, „Cengage Learning“-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი. მიხეილ ჩხენკელი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მათემატიკური საზოგადოებისა და აშშ-ის მათემატიკური ასოციაციის სამეცნიერო კონფერენციებში. იგი მონაწილეობს ახალი კურიკულუმების შემუშავებაში და კვლავ კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი და დიდი პროფესიული კავშირები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მრავალი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებთან, მათ შორის: ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ბრაუნის, კორნელის, ჩიკაგოს, ბერკლის, ნიუ იორკის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტებსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. იგი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის („GAU“) ერთ–ერთი დამფუძნებელი. იგი ასწავლიდა ამავე უნივერსიტეტში, სრული პროფესორის ხარისხით და სხვადასხვა დროს ეკავა ვიცე–პრეზიდენტის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანის პოსტები.

2016 წლის პირველ ნოემბერს მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. 2017 წლის ნოემბრიდან მან დაიკავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2018 წლის ივლისში დატოვა. 2019 წლის 13 ნოემბრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი იყო. 2021 წლის 16 მარტს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყო — განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელად მიხეილ ჩხენკელი დარჩა.

2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების კანონის“ („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი) გასაპროტესტებლად ათასობით დემონსტრანტის, მათ შორის, სტუდენტების გამოსვლის შემდეგ, 20 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თანამდებობის დატოვების სურვილი თავად გამოთქვა, რადგან აკადემიურ საქმიანობაში უნდოდა დაბრუნება.

პირადი ცხოვრება

ჰყავს მეუღლე, ია ჭანუყვაძე. მისი უმცროსი ძმა, ეკონომიკის მაგისტრი გიორგი ჩხენკელი, რომელმაც განათლება, ასევე, აშშ-ში მიიღო, დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის დირექტორია.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ალექსანდრე ჯეჯელავა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
13 ნოემბერი, 2017 – 14 ივლისი, 2018
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა
წინამორბედი:
მიხეილ ბატიაშვილი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
13 ნოემბერი, 2019 – 16 მარტი, 2021
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა
წინამორბედი:
თანამდებობა შეიქმნა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
16 მარტი, 2021 – დღემდე
შემდეგი:
გიორგი ამილახვარი

Tags:

მიხეილ ჩხენკელი ბიოგრაფიამიხეილ ჩხენკელი პირადი ცხოვრებამიხეილ ჩხენკელი რესურსები ინტერნეტშიმიხეილ ჩხენკელი სქოლიომიხეილ ჩხენკელი1 აპრილი13 ნოემბერი14 ივლისი16 მარტი196820172019202130 მარტიგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთბილისისაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაქართველოს სსრსსრკქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ზურა ყიფშიძეალიტერაციარომან ფიფიაკუნთებიოსმალეთის იმპერიაკვადრატული მეტრიმელასეტყვაგურიაგამზრდელი (პოემა)მასონობაშუშანიკის წამებაუნგრეთივლადიმერ ლენინიკალიებიგლობალიზაციაქართული გვარივენაჩერნობილის კატასტროფახორვატიაპირველი მსოფლიო ომილეიკემიაორალური სექსიხეოფსის პირამიდაედუარდ შევარდნაძესაქართველოს სამოქალაქო ომიკლიმენტი წიტაიშვილიადამიანის უფლებებიქართველებირუსეთიპარალელოგრამისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეჰიმალაისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკანაპოლეონის ომებინიკორწმინდაჯანღასაქართველოს დემოგრაფიახმოვანიკვარცისიოგუნიკოპენჰაგენიბიზანტიის იმპერიაქეთევან დედოფალიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიელექტრული დენიმიხეილ სააკაშვილივახტანგ I გორგასალიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ვლადიმერ პუტინიქრისტიანობაკონგოისლანდიამთვარის დაბნელებაკარლეს პუჩდემონიკანინაპოლეონ ბონაპარტიპროპაგანდაარაბობა საქართველოშირუსუდანიტერორიზმიყივანახველარაბათის ციხედანიადავითგარეჯაამეთვისტოათონის ივერთა მონასტერიყაზახეთივეფხისტყაოსანიშინაური კატაბარაკონიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიკაპიტალიზმისაქართველოს პრემიერ-მინისტრითახვიზებულონიოლიმპიური თამაშები🡆 More