ტელესერიალი გვირგვინი

გვირგვინი (ინგლ.

სცენარი შეიმუშავა პიტერ მორგანმა, ხოლო კომპანია Netflix-ისთვის Left Bank Pictures-მა და Sony Pictures Television-მა გადაიღეს. პირველი სეზონი მოიცავს 1947 წელს, პრინცესა ელისაბედისა და პრინცი ფილიპეს ქორწინებიდან 1955 წელს, პრინცესა მარგარეტისა და კაპიტან პიტერ ტაუნსენდის ნიშნობის ჩაშლამდელ პერიოდს. მეორე სეზონის მოვლენები 1956 წელს, სუეცის კრიზისიდან იწყება, მოიცავს პრემიერ-მინისტრ მაკმილანის გადადგომას 1963 წელს და მთავრდება 1964 წელს პრინცი ედუარდის დაბადებით. მესამე სეზონი მოგვითხრობს 1964-1977 წლებში მიმდინარე მოვლენებს, უკვე მეოთხე სეზონი კი მოიცავს 1979-1990 წლებში მომხდარ მოვლენებს, იგი მოგვითხრობს მარგარეტ ტეტჩერის პრემიერ-მინისტრობასა და ლედი დიანასა და პრინცი ჩარლზის სკანდალურ ქორწინებაზე. ჯერჯერობით გამოსულია სულ 4 სეზონი, თუმცა იგეგმება მეხუთე და მეექვსე სეზონების გადაღებაც, რომლებშიც გადმოცემული იქნება ელისაბედის მმართველობის, ამჯერად უკვე XXI საუკუნის ისტორიები.

გვირგვინი
ტელესერიალი გვირგვინი
ჟანრი ისტორიული დრამა
ავტორი პიტერ მორგანი
მონაწილეობენ კლერ ფოი
მეტ სმითი
ვანესა კირბი
ეილინ ოტკინსი
ჯერემი ნორთემი
ვიქტორია ჰამილტონი
ბენ მაილზი
გრეგ უაიზი
ჯერედ ჰარისი
ჯონ ლაითგოუ
ალექს ჯენინგსი
ლია უილიამსი
ანტონ ლესერი
მეთიუ გუდი
ოლივია კოლმანი
ტობიას მენზისი
ჰელენა ბონემ კარტერი
ბენ დანიელსი
ჯეისონ უოტკინსი
მერიონ ბეილი
ეირინ დოერტი
ჯეინ ლეპოტეირი
ჩარლზ დენსი
ჯოშ ო'კონორი
ჯერალდინ ჩაპლინი
მაიკლ მალონი
ემერალდ ფენელი
ენდრიუ ბუჩანი
ჯილიან ანდერსონი
ემა კორინი
სტეფან ბოქსერი
თემის კომპოზიტორი ჰანს ციმერი
კომპოზიტორ(ებ)ი რუპერტ გრეგსონ-უილიამსი
ლორნი ბალფი
მარტინ ფიპსი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
სეზონი 4
სერია 40
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ენდრიუ იტონი
ხანგრძლივობა 47-61 წუთი
ეთერში 4 ნოემბერი, 2016 — დღემდე
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალის მსახიობები ყოველ ორ სეზონში იცვლებიან. პირველ ორ სეზონში დედოფლის როლს კლერ ფოი, პრინცი ფილიპესას მეტ სმიტი, ხოლო პრინცესა მარგარეტისას ვანესა კირბი ასრულებდა, მესამე და მეოთხე სეზონებში კი დედოფლის როლი ოლივია კოლმანმა, პრინცი ფილიპესი ტობიას მენზისმა, ხოლო პრინცესა მარგარეტისა ჰელენა ბონემ კარტერმა მოირგო. შემდეგი და საბოლოო ორი სეზონის განმავლობაში იგეგმება, რომ ელისაბედის როლს იმელდა სტაუნტონი, პრინცი ფილიპესას ჯონათან პრაისი, ხოლო პრინცესა მარგარეტისას ლესლი მანვილი შეასრულებს. გადაღებები ძირითადად გაერთიანებულ სამეფოში, ჰერტფორდშირსა და ბორჰემვუდში მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული კადრებისათვის ასევე იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც. Netflix-მა პირველი სეზონის გაშვება 2016 წლის 4 ნოემბერს დაიწყო, მეორსი 2017 წლის 8 დეკემბერს, მესამესი 2019 წლის 17 ნოემბერს, ხოლო მეოთხესი 2020 წლის 15 ნოემბერს. მეხუთე სეზონის გამოსვლა იგეგმება 2022 წლისთვის. 2020 წლისთვის სერიალ „გვირგვინის“ ბიუჯეტი 260 მილიონ ფუნტ სტერლინგს წარმოადგენს და იგი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სერიალია.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ტელესერიალი „გვირგვინი“ მოგვითხრობს ელისაბედ II-ის ცხოვრების შესახებ 1947 წელს, მისი ქორწილის შემდეგ XXI საუკუნემდე.

პირველ სეზონში მოვლენები 1955 წლამდე ხდება. მეფე ჯორჯ VI გარდაიცვალა და ტახტს ახალგაზრდა ელისაბედი იკავებს. სეზონის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის გადადგომა და პრინცესა მარგარეტის, დედოფლის დის გადაწყვეტილება, რომ თავისი მდგომარეობის დათმობა არ უღირს პიტერ ტაუნსენდზე ქორწინების ფასად. მეორე სეზონი 1956 წელს, სუეცის კრიზისიდან იწყება. პროფუმოს საქმის ჩავარდნის გამო პრემიერ-მინისტრი მაკმილანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ 1963 წელს თანამდებობიდან გადადგეს. 1964 წელს, დედოფლის მიერ პრინცი ედუარდის გაჩენით კი სეზონი მთავრდება.

მესამე სეზონი მოიცავს 1964-1977 წლების მოვლენებს. ჰაროლდ უილსონს პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ და დედოფალი თავის ვერცხლის იუბილეს აღნიშნავს. იგი ასევე მოიცავს ედუარდ ჰეთის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს. მეოთხე სეზონი მარგარეტ ტეტჩერის პრემიერ-მინისტრობით იწყება და ძირითადად ორიენტირებულია პრინცესა დიანას სკანალურ ქორწინებაზე. ეს სეზონი მოიცავს ლორდი მონბატენის დაკრძალვას, პრინცი ჩარლზისა და ლედი დიანას ქორწილს, პრინცი უილიამისა და და პრინცი ჰარის დაბადებას, ფოლკლენდის ომს, მაიკლ ფეგანის შეჭრას ბაკინგემის სასახლეში, უელსის პრინცისა და პრინცესის 1983 წლის ტურს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში და საბოლოოდ მთავრდება ტეტჩერის გადადგომით.

მსახიობები და პერსონაჟები

მთავარი პერსონაჟები

სქოლიო

Tags:

ტელესერიალი გვირგვინი სიუჟეტიტელესერიალი გვირგვინი მსახიობები და პერსონაჟებიტელესერიალი გვირგვინი სქოლიოტელესერიალი გვირგვინიNetflixედუარდი (უესექსის ერლი)ელისაბედ IIინგლისური ენამარგარეტ ტეტჩერიმარგარეტი (სნოუდონის გრაფინია)პრინცესა დაიანაფილიპე (ედინბურგის ჰერცოგი)ჩარლზი (უელსის პრინცი)ჰაროლდ მაკმილანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლოცვა ეფრემ ასურისაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიმწვერვალივეფხვიფერნანდო მაგელანიმეტაფორააქლემიმსოფლიო მიზიდულობის კანონილუქსემბურგიდისკრიმინაციაელექტრული დენისაქართველოლუდვიგ ვან ბეთჰოვენიალპებისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაჯორჯ გერშვინიელენე ახვლედიანიანემიალევან საგინაშვილიაბსცისაინსულტიეკვატორული კლიმატური სარტყელისაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებიპოლონეთისიმკვრივესალომე ზურაბიშვილიმტაცებელი ფრინველებივიკიპედიაუკრაინალიბერალიზმიდემეტრე Iლექსი ვეფხისა და მოყმისაბარსელონაერეკლე IIევროკავშირის წევრი სახელმწიფოებილეიკოციტებითავისუფლება (ფილოსოფია)აია-სოფიას ტაძარითბილისის პანსიონებისაქართველო XVI საუკუნეშირთველიხელისუფლების დანაწილებარევაზ ინანიშვილიხეოფსის პირამიდაკონსტიტუციამიგრაციაკარლეს პუჩდემონიპორტუგალიაქუნთრუშაშარკა ბლუანგარიშთა გეგმაამფიბიებიჯაყოს ხიზნებიეგზისტენციალიზმირომის იმპერიაევროკომისიანაპოლეონის ომები29 აპრილიქართული გვარითუთის აბრეშუმხვევიაბიშკეკიგიორგი მაზნიაშვილივიტამინებიალჟირიქართული სამზარეულოადაპტაციაგრიგოლ ორბელიანიბიძინა ჩოლოყაშვილიხვიჩა კვარაცხელია9 აპრილის ტრაგედიაპოლიტიკური გეოგრაფიაკონვექციამაგნიუმისაქართველოს ფრინველთა სიაადოლფ ჰიტლერი🡆 More