ბროლის ღამე

ბროლის ღამე, აგრეთვე ცნობილი როგორც კრისტალნახტი და დამსხვრეული ვიტრინების ღამე (გერმ.

„პოგრომების“ შედეგად ქუჩები სავსე იყო სინაგოგების, მაღაზიების და სხვა შენობების შუშებით, რის გამოც მოვლენები ცნობილი გახდა როგორც „ბროლის ღამე“. შეტევების ქვეტექსტი გახლდათ გერმანელი დიპლომატის ერნსტ ფომ რატის მკვლელობა ჰერშელ გრუნსპანის მიერ. მკვლელი იყო 17 წლის გერმანიაში დაბადებული პოლონელი ებრაელი ბიჭი, რომელიც ცხოვრობდა პარიზში.

ბროლის ღამე
დამსხვრეული ვიტრინები
იხ.  განხ.  რედ.
ბროლის ღამე ნაციონალ-სოციალიზმი ბროლის ღამე
იდეოლოგია

ფიურერპრინციპი • სოციალ-დარვინიზმი ევგენიკა რასიალიზმი • არიანიზმი • ანტისემიტიზმი ლებენსრაუმი • უბერმენშენი • გროსრაუმი • ათასწლოვანი რაიხი • სისხლი და მიწა • მილიტარიზმი მესამე გზა

ლიტერატურა

„ნაციონალ-სოციალისტთა პროგრამა“ „ჩემი ბრძოლა“ „მეოცე საუკუნის მითი“

ისტორია

ტულეს საზოგადოება • პოლიტიკური მუშათა წრე • გერმანელ მუშათა პარტია • ლუდის პუტჩი მესამე რაიხი გრძელი დანების ღამე დამსხვრეული ვიტრინების ღამე მეორე მსოფლიო ომი საბოლოო მოგვარება: ჩეხური საკითხი / ებრაული საკითხი • ევროპელი ებრაელობის კატასტროფა • ჰოლოკოსტი პოლიტიკა საბჭოთა მოქალაქეების მიმართ • ნიურნბერგის პროცესი

პერსონები

ადოლფ ჰიტლერი ჰაინრიხ ჰიმლერი ჰერმან გერინგი იოზეფ გებელსი ალბერტ შპეერი რუდოლფ ჰესი ალფრედ როზენბერგი

ორგანიზაციები

ნსდაპ შტურმაბტაილუნგი შუცშტაფელი ჰიტლერიუგენდი გესტაპო ვერვოლფი • გოგონათა კავშირი • Deutsche Glaubensbewegung • ანენერბე • გერმანული სამუშაო ფრონტი • Kraft durch Freude • რწმენა და სილამაზე • მექანიზირებული კორპუსი • ავიაკორპუსი • სახალხო ქველმოქმედება • ქალბატონთა ორგანიზაცია • სტუდენტთა კავშირი • ექიმთა კავშირი • მასწავლებელთა კავშირი • იურისტთა კავშირი • ომის მსხვერპლთა დახმარების კავშირი

ნაცისტური პარტიები და მოძრაობები

უნგრეთი • ჩრდილოეთი კავკასია • ბელგია • ნიდერლანდები • დანია • ჩეჩნეთი • ნორვეგია • ლატვია • ბელარუსი • ჩილე

ნათესაობრივი იდეოლოგიები

ფაშიზმი ინტეგრალური ნაციონალიზმი • რასობრივი ნაციონალიზმი • ეზოთერული ჰიტლერიზმი • შტრასერიზმი • ნაციონალ-ბოლშევიზმი

მკვლელობას მოჰყვა ებრაელების კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური დევნა: მიწასთან გაასწორეს ებრაელთა სახლები, საავადმყოფოები და სკოლები. გაანადგურეს 267 სინაგოგა მთელ გერმანიაში, ავსტრიასა და სუდეტის ოლქში. 7000-ზე მეტი ებრაული ბიზნესი დაზარალეს ან გაანადგურეს, და 30,000 ებრაელი დააპატიმრეს და გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკებში. ბრიტანელი ისტორიკოსი მარტინ გილბერტი წერდა, რომ 1933-1945 წლებში გერმანელი ებრაელების ისტორიაში არც ერთი მოვლენა არ შუქდებოდა ისე როგორც ეს ხდებოდა. საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას აწოდებდნენ გერმანიაში მოღვაწე უცხოელი ჟურნალისტები. ბროლის ღამის შემდეგ ლონდონის The Times-მა 1938 წლის 11 ნოემბრის ნომერში აღნიშნა:

ვიკიციტატა
„არცერთ უცხოელ პროპაგანდისტს არ უცდია, დაეგმო გერმანია იქამდე ვიდრე მთელი მსოფლიო არ შეიტყობდა გადაწვის, ცემის, დაუცველ და უდანაშაულო ხალხებზე თავდასხმების შესახებ, რამაც ასე შელახა ეს ქვეყანა გუშინ.“

შეტევების შედეგად დაღუპულთა რიცხვები განსხვავდებოდა. ადრეული ცნობების თანახმად, 91 ებრაელი მოკლეს. გერმანული სამეცნიერო წყაროების თანამედროვე ანალიზის მაჩვენებლით ეს რიცხვი გაცილებით უფრო მაღალია. როდესაც საქმე ეხება დაპატიმრებებსა და შემდგომ პატიმრობაში თვითმკვლელობებს, დაღუპულთა რიცხვი ასობით ადამიანს აღწევს. რიჩარდ ჯ. ევანზმა 638 გარდაცვალება დაადგინა თვითმკვლელობით. ისტორიკოსები ბროლის ღამეს მიიჩნევენ, როგორც საბოლოო გადაწყვეტილების პრელუდიას, რათა თავისუფლად განეხორციელებინათ ჰოლოკოსტის დროს ექვსი მილიონი ებრაელის მკვლელობა. სწორედ ამის გამო ისტორიკოსები „დამსხვრეული ვიტრინების ღამეს“ განიხილავენ როგორც ნაცისტური გერმანიის რასობრივი პოლიტიკის ნაწილს და ჰოლოკოსტის „დასაწყისს“.

წინაპირობა

ადრეული დევნა ნაცისტების მხრიდან

1920-იან წლებში გერმანელ ებრაელთა უმეტესობა მთლიანად ინტეგრირებული იყო გერმანიის საზოგადოებაში, როგორც გერმანიის მოქალაქეები. ისინი მსახურობდნენ გერმანიის არმიასა და საზღვაო ძალებში და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ გერმანული ბიზნესის, მეცნიერებისა და კულტურის ყველა სფეროში.

გერმანელი ებრაელებისთვის პირობები შეიცვალა მას შემდეგ, რაც ადოლფ ჰიტლერი (ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის ლიდერი) დაინიშნა გერმანიის კანცლერად 1933 წლის 30 იანვარს და ოფიციალური აქტი განხორციელდა 1933 წლის 23 მარტს, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა მიეცა ჰიტლერს, რომ გამოეყენებინა მისი ძალაუფლება 1933 წლის 27 თებერვლის რაიხსტაგის ხანძრის შემდეგ. თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, ჰიტლერის რეჟიმი სწრაფად გადავიდა ანტი-ებრაული პოლიტიკის დანერგვაში. ნაცისტურმა პროპაგანდამ თავიდან მოიშორა გერმანიაში მცხოვრები 500,000 ებრაელი, რომლებიც მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 0.86%-ს შეადგენდნენ და მათგან შექმნეს მტრის სახე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის დამარცხებისა და მის შემდგომ ეკონომიკურ კატასტროფებზე, ასევე ებრაელები დაადანაშაულეს დიდი დეპრესიის გამოწვევაში. 1933 წლიდან დაწყებული, გერმანიის მთავრობამ მიიღო მრავალი ანტი-ებრაული კანონი, რომელიც ზღუდავდა გერმანელ ებრაელთა უფლებებს, ართმევდა მათ მოქალაქეობით სარგებლობის და განათლების მიღების უფლებას. ამ მხრივ აღსანიშნავია, 1933 წლის 7 აპრილის პროფესიული საჯარო სამსახურის აღდგენის შესახებ კანონი, რამაც ებრაელებს აუკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა. შემდეგ 1935 წელს ნიურნბერგის კანონებმა სრულად ჩამოართვა გერმანელ ებრაელებს თავიანთი მოქალაქეობა და აუკრძალა ებრაელებს ქორწინება არაებრაელ გერმანელებთან.

ამ კანონებმა გამოიწვია ებრაელთა გარიყვა და გაუცხოება გერმანიის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებიდან. ბევრმა მოითხოვა თავშესაფარი საზღვარგარეთ: ასობით ათასი ადამიანი ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ როგორც ხაიმ ვაიცმანი წერდა 1936 წელს:

ბროლის ღამე 
„სამყარო თითქოს ორ ნაწილად გაიყო - ის ადგილები, სადაც ებრაელები ვერ იცხოვრებდნენ და ის ადგილები, სადაც ებრაელებს არ ჰქონდათ შესვლის უფლება.“

საერთაშორისო ევიანის კონფერენცია, რომელიც გაიმართა 1938 წლის 6 ივლისს, სხვა ქვეყნებში ებრაელთა და ბოშების ემიგრაციის საკითხს შეეხო. იმ დროისათვის როდესაც კონფერენცია ჩატარდა, 250,000-ზე მეტი ებრაელი იყო გაქცეული გერმანიიდან და ავსტრიიდან, რომელთა ანექსიაც მოახდინა გერმანიამ 1938 წლის მარტში; 300,000-ზე მეტმა გერმანელმა და ავსტრიელმა ებრაელმა განაგრძეს თავშესაფრის მოთხოვნა ჩაგვრისგან გასათავისუფლებლად. თანდათან გაიზარდა ქვეყნის დატოვების მსურველ ბოშათა და ებრაელთა რიცხვი, ამის პარალელურად კი მრავალ ქვეყანაში გამკაცრდა მათი მიღების წესები. 1938 წლისთვის გერმანია „შევიდა ანტისემიტური საქმიანობის ახალ რადიკალურ ფაზაში“. ზოგი ისტორიკოსი თვლის, რომ ნაცისტური მთავრობა თავიდანვე ფიქრობდა ებრაელთა მიმართ ძალადობის დაწყების შესახებ და ელოდებოდა შესაბამის პროვოცირებას. ამ გეგმის შესახებ არსებობს მტკიცებულება, რომელიც 1937 წლით თარიღდება. 1997 წელს ჩატარებულ ინტერვიუში, გერმანელი ისტორიკოსი ჰანს მომსენი ირწმუნებოდა, რომ ამ პოგრომისთვის მთავარი მოტივი ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიისათვის იყო ებრაული საკუთრებისა და ბიზნესის მითვისება. მომსენმა განაცხადა:

„პარტიის ორგანიზაციის მხრიდან ფულის საჭიროება გამომდინარეობდა იქიდან, რომ პარტიის ხაზინადარი ფრანც ქსავერ შვარცი, ადგილობრივი და რეგიონული ორგანიზაციების დონეზე განიცდიდა თანხის სიმცირეს. 1938 წლის შემოდგომაზე დაიწყეს აქტიური ზეწოლა ებრაულ საკუთრებებზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰჯალმარ შახტმა (Hjalmar Schacht) თანამდებობიდან ჩამოაგდო რაიხის ეკონომიკის მინისტრი. თუმცა ეს მხოლოდ 1938 წლის ნოემბრის პოგრომის წარმოშობის მხოლოდ ერთი ასპექტი იყო. პოლონეთის მთავრობა დაემუქრა, რომ მოახდენდა მათ ექსტრადირებას, რომლებიც იყვნენ პოლონეთის მოქალაქეები მაგრამ რჩებოდნენ გერმანიაში, ამან გერმანიის მხარეს პასუხისმგებლობის ტვირთი შეუქმნა. გესტაპოს დაუყოვნებელი რეაქცია იყო პოლონელი ებრაელების — 16,000 ადამიანის სასაზღვრო ხაზზე გადაყვანა, მაგრამ ეს ზომა ვერ განხორციელდა პოლონელი მებაჟეების სიჯიუტის გამო. ამ წარუმატებელმა ქმედებამ პრესტიჟი დაუკარგა გერმანიის მმართველებს და მოითხოვეს კომპენსაცია. ამრიგად, ჰერშელ გრუნსპანი, გადაჭარბებული რეაქციის საფუძველზე, დაუპირისპირდა დიპლომატ ერნსტ ფომ რატს, რამაც გამოიწვია ნოემბრის პოგრომი. პოგრომის ფონზე გამოჩნდა პარტიებისა და სახელმწიფოების სხვადასხვა უწყებებს შორის ინტერესთა თანაკვეთა. მაშინ როდესაც ნაცისტური მხარე დაინტერესებული იყო თავისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებით, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებს აინტერესებდათ ებრაული საკუთრების მითვისება. ჰერმან გერინგმა პასუხისმგებლობა აიღო ოთხწლიანი გეგმის შესრულებაზე და იმედოვნებდა, რომ შეძლებდა უცხოურ ვალუტაზე წვდომას, რათა გადაეხადა სასწრაფოდ საჭირო ნედლეულის იმპორტის საფასური. ჰეიდრიხი და ჰიმლერი კი დაინტერესდნენ ებრაელთა ემიგრაციის წახალისებით.“

სიონისტთა ხელმძღვანელობამ, პალესტინის ბრიტანულ მანდატს შეატყობინეს 1938 წლის თებერვალში, რომ „ძალიან საიმედო პირადი წყაროს მიხედვით - რომელიც დაკავშირებული იყო შუცშტაფელის (SS) ხელმძღვანელობის უმაღლეს ეშელონებში“, არსებობდა „განზრახვა, რომ განხორციელებულიყო ნამდვილი ფართომასშტაბიანი და დრამატული პოგრომი გერმანიაში უახლოეს მომავალში“.

ფომ რატის მკვლელობა

ბროლის ღამე 
ჰერშელ გრუნსპანი, 7 ნოემბერი, 1938
ბროლის ღამე 
ერნსტ ფომ რატი

განდევნილთა შორის იყო სენდელისა და რივა გრუნსპანის ოჯახი, პოლონელი ებრაელები, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ გერმანიაში 1911 წელს და დასახლდნენ ჰანოვერში. 1961 წელს ჩატარებულ ადოლფ აიხმანის სასამართლო პროცესზე, სენდელ გრუნსპანმა გაიხსენა 1938 წლის 27 ოქტომბრის ღამით ჰანოვერიდან მათი დეპორტაციის შემთხვევა: „მათ წაგვიყვანეს პოლიციის სატვირთო მანქანებით, ეს იყო პატიმართა სატვირთო მანქანები, თითოეულ სატვირთო მანქანაში დაახლოებით 20 კაცი იყო და მიგვიყვანეს რკინიგზის სადგურთან. ქუჩები სავსე იყო ხალხით, რომლებიც გაიძახოდნენ: „Juden Raus! Auf Nach Palästina!“ („ებრაელებო წადით! პალესტინისკენ!“). მათი ჩვიდმეტი წლის ვაჟი ჰერშელი ბიძასთან ცხოვრობდა პარიზში. ჰერშელმა მიიღო ოჯახისგან საფოსტო ბარათი პოლონეთის საზღვრიდან, სადაც აღწერილი იყო ოჯახის გაძევება: „არავინ გვითხრა, რა ხდებოდა, მაგრამ ჩვენ მივხვდით, რომ ეს იყო დასასრული ... ჩვენ არცერთი პენი არ გვაქვს. იქნებ გამოგიგზავნოთ რამე?“ მან მიიღო საფოსტო ბარათი 1938 წლის 3 ნოემბერს.

ორშაბათს, 1938 წლის 7 ნოემბერს, მან იყიდა რევოლვერი და ტყვიის ყუთი, შემდეგ წავიდა გერმანიის საელჩოში და ითხოვა საელჩოს წარმომადგენლის ნახვა. მას შემდეგ, რაც იგი ერნსტ ფომ რატის ოფისში გადაიყვანეს, გრუნსპანმა ფომ რატს ხუთი ტყვია ესროლა, რომელთაგან ორი მუცელში მოხვდა. ფომ რატი საგარეო საქმეთა უწყების პროფესიონალი დიპლომატი იყო, რომელიც გამოხატავდა ანტი-ნაცისტურ სიმპათიებს, მეტწილად, ნაცისტების მიმართ ებრაელთა მიმართ დამოკიდებულების საფუძველზე და იგი გესტაპოს დაკვირვების ქვეშ იყო, რადგან პოლიტიკურად არასაიმედოდ მიიჩნეოდა. გრუნსპანმა არ სცადა გაქცევა საფრანგეთის პოლიციიდან და თავისუფლად აღიარა ეს მკვლელობა. ჯიბეში მას ჰქონდა მშობლებისათვის საფოსტო ბარათი, რომელსაც ეწერა:

ბროლის ღამე 
„დაე, ღმერთმა მაპატიოს ... მე უნდა გავაპროტესტო ისე, რომ მთელ მსოფლიოს ესმოდეს ჩემი პროტესტი და მე ამას გავაკეთებ.“

გავრცელებულია ვარაუდი, რომ მკვლელობა პოლიტიკურად იყო მოტივირებული, მაგრამ ისტორიკოსი ჰანს-იურგენ დოშერი ამბობს, რომ ეს სროლა შეიძლება ჰომოსექსუალური სასიყვარულო ურთიერთობის შედეგი ყოფილიყო. გრუნსპანი და ფომ როტი ინტიმურად დაკავშირებულნი გახდნენ მას შემდეგ, რაც ისინი შეხვდნენ Le Boeuf sur le Toit-ში, რომელიც იმ დროს გეი მამაკაცებისთვის პოპულარული შეხვედრის ადგილი იყო.


მეორე დღეს, გერმანიის მთავრობამ შურისძიების სურვილი გამოთქვა და აუკრძალა ებრაელთა შვილებს გერმანიის სახელმწიფო დაწყებით სკოლებში განათლების მიღება, შეაჩერა ებრაული კულტურული საქმიანობები და ებრაული გაზეთებისა და ჟურნალების გამოქვეყნება, მათ შორის, სამი ეროვნული გერმანული ებრაული გაზეთი. მათი უფლებები, როგორც მოქალაქეების, ჩამოერთვათ. ერთ-ერთი პირველი იურიდიული ზომა იყო გერმანიის პოლიციის მეთაურის, ჰაინრიხ ჰიმლერის ბრძანება, რომელიც კრძალავდა ებრაელთა მიერ რაიმე იარაღის ფლობას და წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გახდებოდნენ ოცწლიანი პატიმრობა მიესაჯათ საკონცენტრაციო ბანაკებში ყველა ებრაელისთვის, რომელსაც აღმოაჩნდებოდა იარაღი.

ბროლის ღამე

ბროლის ღამე 
ბროლის ღამე, მაღაზიების დაზიანება,მაგდებურგი

მიულერმა, SA და შუცშტაფელის (SS) მეთაურებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში განაცხადა, რომ „ყველაზე ექსტრემალური ზომები უნდა იქნას მიღებული ებრაელთა წინააღმდეგ“. რის შედეგადაც SA-ს წევრებმა და ჰიტლერის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა დაანგრიეს დაახლოებით 7,500 ებრაული მაღაზია და ბიზნეს-შენობა, აქედან გამომდინარე ეწოდა მას კრისტალნახტი ანუ ბროლის ღამე (Crystal Night) და გაძარცვეს მათი საქონელი. ებრაული სახლები გაძარცვეს მთელ გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელთა მიმართ ძალადობა აშკარად არ იყო ნაბრძანები ხელისუფლების მხრიდან, დაფიქსირდა ებრაელთა ცემის და შეურაცხყოფის შემთხვევები. ძალადობის შემდეგ, პოლიციის დეპარტამენტებმა დააფიქსირეს სუიციდებისა და გაუპატიურების დიდი რაოდენობა.

აჯანყებულებმა გაანადგურეს 267 სინაგოგა მთელ გერმანიაში, ავსტრიასა და სუდეტის ოლქში. დაზიანდა 1400-ზე მეტი სინაგოგა და სალოცავი ოთახი, განადგურდა მრავალი ებრაული სასაფლაო, 7000-ზე მეტი ებრაული მაღაზია დაზიანდა და დაანგრიეს 29 მაღაზია. 30,000-ზე მეტი ებრაელი დააპატიმრეს და გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკებში.

სინაგოგები, რომლებიც მრავალ საუკუნეს ითვლიდნენ, ძალადობის და ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. საფლავის ქვები მოიშალა და დაირღვა. ხანძარი დაანთეს მათ სალოცავებზე, დაწვეს წიგნები, გრაგნილები, მხატვრული ნაწარმოებები და ფილოსოფიის ტექსტები. გადაწვეს და დაამსხვირეს ძვირფასი შენობები. გადაწვის შემდეგ შენობების ცნობაც კი წარმოუდგენელი იყო. ამის შემდეგ, ებრაელთა საზოგადოება დააჯარიმეს 1 მილიარდი რაიხსსმარკით.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ბროლის ღამე წინაპირობაბროლის ღამე ფომ რატის მკვლელობაბროლის ღამე ბროლის ღამე ლიტერატურაბროლის ღამე რესურსები ინტერნეტშიბროლის ღამე სქოლიობროლის ღამეSAგერმანული ენაებრაელებიმესამე რაიხისინაგოგა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლოგისტიკასასმელი წყალირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)გაპიროვნებაბერლინის კედელიტუბერკულოზისისხლიილონ მასკიჩინგიზ-ყაენიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაალჟირიაფრიკანაწლავებისამასი არაგველინიკიტა ხრუშჩოვიფუტურიზმიაკონკაგუასოკოებიტერენტი გრანელისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიალცჰაიმერის დაავადებაყინწვისის მონასტერიკოლოსეუმიაშშ-ის ისტორიადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაკონტინენტიაუტიზმიიოსებ სტალინიაფხაზებიგოდერძი ჩოხელიებრაელებისეფსისიჩრდილოეთი კორეაშვეიცარიაქეთევან დედოფალირენესანსიმადაგასკარიყაზახეთიაბო თბილელის წამებასაქართველოს ფაუნააბანოთუბანიიალბუზიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებირაჭახევსურეთისოკრატესამცხე-ჯავახეთის მხარეჯიქიალექსანდრე I დიდიდაუნის სინდრომივენის კონგრესიმთავარი გვერდისინგაპურიYouTubeტოლგვერდა სამკუთხედისაქართველოს მმართველთა სიალონდონიკავკასიასაქართველოს სოფლებიკვადრატიაია-სოფიას ტაძარიმასტურბაციასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკოლხეთის სამეფორუსეთ-საქართველოს ურთიერთობებინოდარ დუმბაძესაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებისაქართველოს ფრინველთა სიანიდერლანდებიმასონობადედამიწის ისტორიაწყალდიდობავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიუკრაინასაქართველოს მდინარეების სიამონღოლთა ბატონობა საქართველოში🡆 More