ბახმაროს საცხოვრებელი სახლი — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში.
სახლი აშენებულია XX საუკუნის 30-იან წლებამდე.
სახლი ეკუთვნოდა აჭარის ავტონომიური სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს. საბჭოთა პერიოდში სახლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო სახელმწიფოს საკუთრებაში და ფუნქციონირებდა სასტუმრო. ამჟამად კერძო პირის საკუთრებაა.
სახლი დგას შემაღლებულ ადგილას, შენობაში ასავლელად მოწყობილია ქვის საფეხურიანი კიბე. პირველი სართული ქვითაა ნაშენი, დანარჩენი ორი სართული ხისაა და შეღებილია მწვანედ. მარჯვენა და მარცხენა გვერდს აქვს ხის კარ-ფანჯარა ხისავე დარაბებით. ნაგებობის წინა მხარე სამ სართულიანია. ხის ავთენტური ფანჯრები შეცვლილია მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით. შენობა დახურულია წითელი ფერის თუნუქით. უკანა მხარეს შენობას აქვს მინაშენი, რომელიც ასევე დახურულია თუნუქით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბახმაროს საცხოვრებელი სახლი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.