ბაბილონის ტყვეობა

ბაბილონის ტყვეობა ან ბაბილონის წარმოტყვევნა (ივრ..

גָּלוּת בָּבֶל‎) — ებრაელი ხალხის ისტორიის პერიოდი ძვ.წ. 598 წლიდან 539 წლამდე. ებრაელთა მნიშვნელოვანი ნაწილის, იუდეის სამეფოს მოსახლეობის იძულებითი წესით გადასხელებების მთელი სერიის კრებითი სახელწოდება, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II–ის მმართველობის დროს.

ბაბილონის ტყვეობა
ჯ. ტისოტი. ტყვეთა გაქცევა. 1896—1902 წლები. ებრაელთა მუზეუმი. ნიუ-იორკი

ეს გადასახლებები მიმდინარეობდა 16 წლის მანძილზე (ძვ.წ. 598—582 წ.წ.) და წარმოადგენდა იუდეაში ანტიბაბილონური აჯანყების საწინააღმდეგო, სადამსჯელო ღონისძიებას. ამ პერიოდში დასრულდა სპარსეთის მეფის კიროს დიდის დაპყრობების შემდეგ იუდეაში ებრაელთა ნაწილის დაბრუნება. ბაბილონის ტყვეობამ გამოიწვია დიდი ებრაული დიასპორის შექმნა, რაც გახდა ებრაელთა ეროვნულ–რელიგიური განვითარების გარდამტეხი მოვლენა.

ბაბილონის ტყვეობა და სპარსეთის ბატონობა

ესწრაფოდა რა, ეგვიპტესთან მოსაზღვრე მიწების უსაფრთხოებას, ძვ.წ. 586 წელს, იუდეის შემდგომი აჯანყებისას, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II–მ დაიპყრო და გაანადგურა იერუსალიმი. ამასთან, გაანადგურა იაჰვეს ტაძარი (სოლომონის ტაძარი). ბაბილონელებმა ქვეყნიდან გაიყვანეს უზარმაზარი რაოდენობის ტყვეები, რაც შეადგენდა ქვეყნის მთელი მოსახელობის ერთ მეათედს. ტყვეთა შორის იყო იუდეის მეფე სედეკია (ციდკიაჰი), რომელიც ცდილობდა ტყვეობიდან თავის დაღწევას გაქცევის გზით. იუდეის სახელმწიფოებრიობა განადგურდა და ებრაელთათვის დაიწყო დიდი ტყვეობა, რომელიც თითქმის 70 წელი გაგრძელდა. ახალ–ბაბილონური სამეფოს შემადგენლობაში ებრაელმა გადასახლებულებმა შექმნეს ნაციონალური ჯგუფები სამშობლოს არდავიწყების და მასთან კავშირის შენარჩუნების მიზნით.

556 წელს ბაბილონი მეფე გახდა ნაბონიდი. მისი მმართველობა გამოირჩეოდა იმით, რომ ცდილობდა შეესუსტებინა სამოქალაქო–სატაძრო საზოგადოებების გავლენა ბაბილონში და თავის ძირითად დასაყრდენად ექცია თანამემამულე არამეველები. ამ მიზნით მან სახელმწიფოში რელიგიური რეფორმაც კი გაატარა. ამ პოლიტიკამ დაასუსტა სახელმწიფო. როდესაც სპარსეთის მეფე კიროს II შეიჭრა ბაბილონში, მოსახლეობა მას შეხვდა როგორც განმათავისუფლებელს. ბაბილონის სამეფო დაემორჩილა სპარსეთს და შევიდა აქემენიდების იმპერიაში, როგორც ავტონომიური ერთეული.

კიროს დიდის ეპოქა

კიროს II ცდილობდა რა ბაბილონის სამეფოში მოსახლეობის მხარდაჭერა მოეპოვებინა, გამოიჩინა ხალხთა მიმართ შემწყნარებლობა და მფარველობა. კერძოდ, თავისი მეფობის პირველ წელს მან გამოსცა ედიქტი, რომლითაც ნებას რთავდა ბაბილონში დეპორტირებულ ებრაელებს უკან, სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. როგორც წინასწარმეტყველ ეზდრას წიგნი გვაუწყებს, კიროსის ედიქტის შემდეგ იუდეაში გაემგზავრა 42360 ადამიანი. ამან შესაძლებელი გახადა იერუსალიმის ტაძრის აღდგენა, რომლის მშენებლობა დასრულდა ძვ.წ. 516 წელს. მრავალმა ებრაელმა საჭიროდ ჩათვალა დარჩენილიყო შუამდინარეთში

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ბაბილონის ტყვეობა და სპარსეთის ბატონობაბაბილონის ტყვეობა კიროს დიდის ეპოქაბაბილონის ტყვეობა იხილეთ აგრეთვებაბილონის ტყვეობა რესურსები ინტერნეტშიბაბილონის ტყვეობაბაბილონიივრითიიუდეის სამეფონაბუქოდონოსორ II

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი მიქაუტაძეილია თოფურია1927ალბერტ აინშტაინიჩუტყვავილალოცვა ეფრემ ასურისაკირიბატითვითმმართველობააღა-მაჰმად-ხანიაღმოსავლეთი კავკასიონიიმპრესიონიზმიუეფა-ს თასების მფლობელთა თასიმუხანიუტონის კანონებისაქართველოს ფრინველთა სიაჯაყოს ხიზნებიათონის ივერთა მონასტერიწიგნი სიბრძნე სიცრუისააზერბაიჯანიბერნიქალთევზაიესო ქრისტესაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიბახტრიონის ბრძოლალევან კობიაშვილიდანიაპაკისტანისპორტული უნივერსალი (ავტომობილი)ანტონიმიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებისაქართველოს სოფლებიმარხვასამანიშვილის დედინაცვალიბუნებრივი გადარჩევასანქტ-პეტერბურგიდემოკრატიაბრაზილიამონღოლთა ბატონობა საქართველოშიჯაბა კანკავანიკა არაბიძეიაპონიალითოსფერომედეა (მითოლოგია)დავით IIIღვარცოფიბოშებიანემიაკრასუსილევან შენგელიალიტრიარაგვიწრეწირიჰარი პოტერისულხან-საბა ორბელიანისასანიანთა იმპერიალაშა დვალიარგონავტებირუსული დამწერლობაკუკის კუნძულებიფოთოლინაცვალსახელისიყვარულისინგაპურიდუბაიადიშის ოთხთავისომხეთის ისტორიადასავლეთ რომის იმპერიის დაცემაჩემი ცოლის დაქალებიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაინსულტიალექსანდრე მაკედონელიზურიკო დავითაშვილიამაზონიფარავანიქართლი🡆 More