ახალსამოციქულო ეკლესია

ახალსამოციქულო ეკლესია ― კათოლიკური და ანგლიკანური წარმოშობის ეკლესია.

ატარებს როგორც ტრადიციული, ასევე პროტესტანტული რელგიის ნიშნებს, ახასიათებს მძაფრი ესქატოლოგიური მოლოდინი. დამაარსებლები იყვნენ ჰაინრიხ გაიერი და ფრიდრიხ ვილჰელმo. წარმოიშვა ინგლისში, მაგრამ სმოფლიოში გავრცელდა გერმანულენოვანი სამყაროდან. მიმდევართა რიცხვი დაახლოებით 1,1 მილიონია, რომლებიც განსაკუთრებით მრავლად არიან აფრიკასა და ინდოეთში.

პროტესტანტიზმი
ახალსამოციქულო ეკლესია

    რეფორმაციამდელი მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები  • ჩეხი ძმები


    რეფორმაციის მოძრაობები

ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა


    ახალი რეფორმაციული მოძრაობები

ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია


    XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


ისტორია

1830 წელს ინგლისში დაიწყო „ხალხთა გამოსაფხიზლებელი მოძრაობა“, რომელიც ლოცულობდა წინასწარმეტყველების უნარის, განკურნების მადლის უნარებისთვის და სულიწმინდის მოფენისთვის. შეიქმნა ლოცვის და ბიბლიის წრეები, დაიწყო ქადაგება ეკლესიის განახლების და მისი წესების თანამედროვე ცხოვრებასთან მისადაგების შესახებ. 1832 წელს ასპარეზზე გამოვიდა 12 „მოციქული“. 1835 წლის 14 ივლისს დააარსდა „კათოლიკურ-სამოციქულო ეკლესია“, რომელსაც ეკუმენური მიზნები ჰქონდა და ეკლესიათა გაერთიანებას ცდილობდა. 1837 წელს მათ ევროპის ეკლესიების მეთაურებს შესაბამისი ტექსტიც გაუგზავნეს, მაგრამ მას გამოხმაურება არ მოჰყვა. 12 „მოციქულის“ გარდაცვალების შემდეგ ეკლესიის ცენტრმა გერმანიაში გადანაცვლა „წინასწარმეტყველ“ ჰაინრიხ გაიერის დიდი ავტორიტეტის გამო. 1863 წელს ეკლესიაში მოხდა განხეთქილება, რომელიც ჰამბურგის სქიზმის სახელითაა ცნობილი. შეიქმნა ორი ეკლესია: ზოგადი ქრისტიანულ აპოსტოლური ეკლესია და ახალსამოციქულო ეკლესია. 1897 წლიდან მოღვაწეობას შეუდგა ფრიდრიხ კრებსი, რომელმაც თავი მთავარმოციქულად გამოაცხადა. მან შემოიღო ღვთისმსახურების წესები, რამაც ეკლესიაში წინასწარმაეტყველების როლი შეამცირა.

ახალსამოციქულო ეკლესია რუსეთში რევოლუციის წინა წლებში გაჩნდა, მაგრამ ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ არსებობა ვეღარ განაგრძო. 1921 წელს გერმანიაში შექიმნა მოციქულთა კოლეგია, რომელმაც აქტიური სამისიონერო მოღვაწეობა გააჩაღა, მაგრამ ნაციზმის პერიოდში დიდ დაბრკოლებებს წააწყდა. 1933 წელს ახალსამოციქულო ეკლესია კანონგარეშედ გამოცხადდა. მთავარმოციქულმა იოჰან გოტფრიდ ბიშოფა გებელლს წერილი მისწერა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ახალსამოციქულო ეკლესია ნაციონალ-სოციალიზმისთვის საშიში არ იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახალსამოციქულო ეკლესია გავრცელდა აფრიკის, ინდო-ჩინეთის, ავსტრალიის და ამერიკის ბევრ ქვეყანაში. აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ. ანგოლაში, კონგოში, სომალიში და მოზამბიკში მას წამყვანი ადგილი უჭირავს.

1951 წელს მთავარმოციქულმა იოჰან გოტფრიდ ბიშოპმა განაცხადა, რომ მეორედ მოსვლა მის სიცოცხლეში მოხდებოდა. მისი სიტყვა დოგმად ჩამოყალიბდა და ვინც არ ეთანხმებოდა, ეკლესიიდან აძევებდნენ. 1955 წელს 1000 ადამიანი გარიცხეს. ეკლესიის მაღალი იერარქია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. 1960 წელს ბიშოფი გარდაიცვალა. ამის შემდეგ გაიმართა მოციქულთა კრება, რომელმაც გამოაცხადა, რომ ღმერთმა უცნობი მიზეზის გამო გადაწყვეტილება შეცვალა.

1994 წლიდან ახალსამოციქულო ეკლესია 28 ოლქადაა დაყოფილი. მთავარმოციქულის რეზიდენცია მდებარეობს ციურიხში. მსოფლიოში მსახურობს 360 მოციქული. 2005 წლიდან ეკლესიას ხელმძღვანელობს მე-8 მთავარმოციქული ვილჰელმ ლებერი.

მოძღვრება და პრაქტიკა

ეკლესია აღიარებს სამ საეკლესიო საიდუმლოს, ნათლისღებას, ზიარებას და ბეჭედდასმას. ნათლობა სრულდება წყალში შთაფლვით ან წყლის სხურებით, ასაკს მნშვნელობა არ აქვს. აღსარება საჯაროა და მორწმუნე მას ლიტურგიის დროს წარმოთქვამს. ყოველი ღვთისმსახურება სრულდება ზიარებით. სეფისკვერი ღვინის სამი წვეთით იზილება. ზიარებაში მონაწილეობენ ბავშვებიც. სხვა პროტეესტანტებისგან განსხვავებით, ახალმოციქულები მიცვალებულებისთვისაც ლოცულობენ. სულის მოსახსენიებელი მსახურება წელიწადში სამჯერ ეწყობა. ლიტურგიაში წამყვანი ადგილი ქადაგებას უჭირავს.

საეკლესიო იერარქია

ახალსამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი პეტრე მოციქულის მემკვიდრედ მიიჩნევა. ის იღებს საღვთო გამოცხადებას. სასულიერო პირები სამ იერარქიულ საფეხურად იყოფიან: 1. მოციქულები: მთავარმოციქული, ოლქის მოციქული და მოციქული. 2. მღვდლები: ეპისკოპოსი, ოლქის უფროსი, ოლქის მახარებელი, მწყემსი, თემის მახარებელი, ხუცესი. 3. დიაკვნები: დიაკონი და იპოდიაკონი.

ეკლესიის წევრებს ღვთის შვილები ეწოდებათ. დიდი ყურადღება ეთმობვა მათ შორის კოლექტიურობის გრძნობის გამომუშავებას.

ახალსამოციქულო ეკლესია საქართველოში

1993 წელს გერმანიაში შეიქმნა ახალსამოციქულო ეკლესიის საქართველოს მისიონი. მისიონერები მოციქულ ბერნარდ კლიპარტის მეთაურობით თბილისში ჩავიდნენ 1994 წლის ივნისში და იმავე წელს ჩამოაყალიბეს მცირერიცხოვანი თემი. 1997 წელს მისიონი მოეწყო გაუქმებულ რესტორან „ბეტანიის“ შენობაში. მორწმუნეთა რიცხვის ზრდის გამო ახალსამოციქულო ეკლესია გადავიდა ავლაბრის მეტროს მახლობლად შენობაში, რომელიც 2002 წლის 7 აპრილს აკურთხეს. ახალსამოციქულო ეკლესიის მრევლი საქართველოში 700-მდე ადამიანს აერთიანებს. თბილისში ახალსამოციქულო ეკლესიის ორი შენობაა. მათ ეკლესიები აქვთ ბათუმსა და ქუთაისში. შედარებით მრავალრიცხოვანია ქორეთის ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში. სოფელი, ძირითადად, ოსებითაა დასახლებულ, მათი დიდი ნაწილი ახალსამოციქულო ეკლესიას 2000 წლიდან შეუერთდა.

ლიტერატურა

Tags:

ახალსამოციქულო ეკლესია ისტორიაახალსამოციქულო ეკლესია მოძღვრება და პრაქტიკაახალსამოციქულო ეკლესია საეკლესიო იერარქიაახალსამოციქულო ეკლესია საქართველოშიახალსამოციქულო ეკლესია ლიტერატურაახალსამოციქულო ეკლესიაანგლიკანიზმიაფრიკაგერმანული ენაესქატოლოგიაინგლისიინდოეთიკათოლიციზმიპროტესტანტიზმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კარტოფილისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნილიონელ მესიქვეყნების სიასიყვარულივეშაპისნაირნისამკურნალო მცენარეებირენესანსიმარტივი და შედგენილი რიცხვებისაქართველოს დაცული ტერიტორიებიპრომეთესხალთის ტაძარისტამბოლიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიმოსკოვირელიგია საქართველოშიეთერ ლიპარტელიანიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებალიბერალიზმი საქართველოშიდავითგარეჯაგლობალიზაციაბუღა თურქის შემოსევამადაგასკარიეროზიაევოლუციათირკმელიირლანდიაკალიებიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემასაქართველოს წითელი ნუსხაჰიპოთეზაქვეწარმავლებისაქართველოს ფრინველთა სიაგიორგი მაზნიაშვილიჩინგიზ-ყაენიხეოფსის პირამიდაუჯრედიმცხეთის ჯვრის მონასტერიკორდილიერებითინათინ ჭულუხაძელურჯი ვეშაპისტუმარ-მასპინძელიშხარაკლიმატის ცვლილებაგლობალური დათბობაttyltელექტრული დენირიცხვითი სახელირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ნიკა არაბიძეევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიშკეკიკარლეს პუჩდემონიდავით IV აღმაშენებელიანტონიმიქართული გვარი69 (სექსუალური პოზა)ჩრდილოეთი კორეაპოლიტიკური გეოგრაფიარესპუბლიკასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიდათა თუთაშხიაქაშვეთის ეკლესიავნების კვირაოტო ფონ ბისმარკიანტარქტიდამთაჩინეთის დიდი კედელიპოპ-მუსიკაქართული საბჭოთა ენციკლოპედიაპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიმონანიება (ფილმი)ოსმალეთის იმპერიამაგნიუმიზაფხულიმაიმუნებიტურიზმიანა კალანდაძე🡆 More