ორმოცდაათიანელობა (ინგლ.
ეკლესიები, რომლებიც ამ სახელწოდებითაა ცნობილი, ორგანიზაციულად ზოგჯერ ეთმანეთისგან დამოუკიდებლები არიან. ამ ეკლესიებისთვის საერთოა წმინდა სულის ძალაზე ყურადღების გამახვილება და ქარიზმატული განწყობილება.ორმოცდაათიანელები საზოგადოებები სული წმიდის გარდამოსვლის გამოცდილებას უბრუნდებიან და ეკლესიის რელიგიურ გამოღვიძებას ესწრაფვიან. მსოფლიოს მასშტაბთ ერთ-ერთ მზარდ ეკლესიად მიიჩნევა. მას მსოფლიოში 600 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს. სახელწოდებაში სიტყვა ორმოცდაათი მიუთითებს სულთმოფენობაზე, რომელიც ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს მოხდა. ამის გამო ორმოცდაათიანელების ეკლესიას ბევრგან სულიწმინდის მოფენის ეკლესია ქვია.
პროტესტანტიზმი |
ჰუსიტები • ლოლარდები • ვალდენსები • ჩეხი ძმები
ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა
ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია
პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია |
წარმოიშვა XIX საუკუნის დასასრულს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოცენებულ ცალკეულ პროტესტანტულ საზოგადოებათა საფუძველზე. ოფიციალური დაარსების თარიღად მიიჩნევა 1906 წლის 14 აპრილი. XX საუკუნის 60-იან წლებში ორად გაიყო. ერთ მხარეს აღმოჩნდნენ ტრადიციული, ხოლო მეორე მხარეს ქარიზმატული მიმდნარეობის ორმოცდაათიანელები.
საქართველოში ორმოცდაათიანელთა პირველი თემები 1918 წლის ახლო ხანს აბასთუმანსა და თბილისში თურქეთიდან გამოსახლებული რუსების ბაზაზე ჩამოყალიბდა, მაგრამ მათ არ ჰყავდათ ხელდასხმით ნაკურთხი ხუცესი, რის გამოც წყლით ნათლისღება არ ხდებოდა. თბილისში პირველი ნათლობა 1942 წელს შედგა, რაც უკრაინიდან ჩამოსულმა ხუცესმა, ვასილ ბიზიაევმა, შეასრულა
This article uses material from the Wikipedia ქართული article ორმოცდაათიანელობა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.