აღმოსავლეთი სეპიკი

აღმოსავლეთი სეპიკი (ინგლ.

პროვინციის ადმინისტრაციის ცენტრია — ქალაქი ვევაკი, რომელიც მდებარეობს ბისმარკის ზღვის სანაპიროზე. პროვინციის საერთო ფართობია — 43 426 კმ², ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 2011 წლის აღწერის მიხედვით — 450 530 ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი ცხოვრობს ვევაკში, ასევე მცირე დასახლებულ პუნქტებში მდინარე სეპიკის ხეობაში. პროვინციის დიდი ნაწილი მდებარეობს კუნძულზე ახალი გვინეა. ამას გარდა, მასში შედის მრავალრიცხოვანი სანაპირო კუნძულები, მათ შორის, კაირირუ და სხაუტენის კუნძულები.

პროვინცია
აღმოსავლეთი სეპიკი
ინგლ. East Sepik Province
დროშა
აღმოსავლეთი სეპიკი

ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
კოორდინატები 4°20′00″ ს. გ. 143°15′00″ ა. გ. / 4.33333° ს. გ. 143.25000° ა. გ. / -4.33333; 143.25000
ფართობი 43 426 კმ²
მოსახლეობა 450 530 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 10,37 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+10:00]]
აღმოსავლეთი სეპიკი

გეოგრაფია

პროვინციის შიდა რაიონები მთიანია, დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით. ნაპირთან ახლოს მთიანი ლანდშაფტი იცვლება დაბლობით. აქ მოედინება მდინარე სეპიკი, რომელიც, ეკოლოგიური თვალსაზრისით, სავარაუდოდ, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ყველაზე დიდი ჭარბტენიანი ტერიტორიაა, რომელზეც არ მომხდარა დამღუპველი ანთროპოგენური ზემოქმედება. მდინარეზე მდებარეობს კლაკნილების ზოლი, ანუ მეანდრი, სიგანით 5—10 კმ, რომელიც წარმოიქმნება მდინარის მთელი დინების გასწვრივ. ამას გარდა, მდინარემ წარმოქმნა დიდი ჭალები ვაკეზე ჭალიანი ჭაობებით სიგანით 70 კმ-მდე. ამავე დაბლობებში მდებარეობს მრავალრიცხოვანი (დაახლოებით 1500) მდინარის ძველი კალაპოტები და ტბები, რომელთაგან ყველაზე დიდია — ჩამბრის ტბები.

ისტორია

ამ მიწების პირველი ევროპელი აღმომჩენები გახდნენ გერმანელი მოგზაურები და ვაჭრები. ისინი უფრო მეტად დაკავებული იყვნენ ან ვაჭრობით, ან ადგილობრივი პლანტაციების ორგანიზებით ქოქოსის პალმების მოყვანის მიზნით, რომელთა ნაყოფსაც იყენებდნენ კოპრის წარმოებისთვის, რომელიც მიდიოდა ექსპორტზე. XIX საუკუნის ბოლოსათვის თანამედროვე პროვინციის ტერიტორია გახდა გერმანიის ახალი გვინეის კოლონიის ნაწილი.

1914 წელს გერმანიის ტერიტორიები ახალ გვინეაზე გადავიდა ავსტრალიის კონტროლ ქვეშ, რომელიც 1921 წლიდან მართავდა მას ერთა ლიგის მანდატით, როგორც სამეურვეო ტერიტორიის ნაწილი. მეორე მსოფლიო ომის წლებში პროვინციის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა დიდი ბრძოლები ავსტრალიის და აშშ-ის ჯარებსა და იაპონიის შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც, მიუხედავად ამისა, მთლიანად განადგურდა 1945 წელს.

1975 წლიდან აღმოსავლეთი სეპიკის პროვინცია დამოუკიდებელი სახელმწიფო — პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.

ენა

ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს 200-ზე მეტ მკვიდრ ავსტრონეზიული ენებზე. ბევრი მაცხოვრებელი თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად.

ეკონომიკა

ადგილობრივი ეკონომიკის საფუძველს შეადგენს სოფლის მეურნეობა. ვითარდება ტურიზმი.

სქოლიო

Tags:

აღმოსავლეთი სეპიკი გეოგრაფიააღმოსავლეთი სეპიკი ისტორიააღმოსავლეთი სეპიკი ენააღმოსავლეთი სეპიკი ეკონომიკააღმოსავლეთი სეპიკი სქოლიოაღმოსავლეთი სეპიკიახალი გვინეაბისმარკის ზღვაინგლისური ენამდინარეპაპუა-ახალი გვინეასეპიკი (მდინარე)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ადაპტაციალურჯი ვეშაპიინდუსტრიული რევოლუციააბსცისაჟირაფისებრნიკომპიუტერიიაპონიაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამართლმადიდებლობამარო მაყაშვილისინგაპურიკურო (ასტროლოგია)ერთა ლიგაარსებითი სახელიოცდაათწლიანი ომიქართვლის დედათბილისის მეტროპოლიტენირეზოლუციამუნიალცჰაიმერის დაავადებაიმერეთის მხარეანემიამალდივის რესპუბლიკაბუღა თურქის შემოსევალაშა ტალახაძეადამიანის ჩონჩხირაბათის ციხეყირიმის ომიცილებიდედამიწის ისტორიაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიარასამთავრობო ორგანიზაციაამერიკის შეერთებული შტატებიავსტრალია (კონტინენტი)უქმე დღეები საქართველოშიდიდი პანდაპაბლო პიკასოიუნესკოაპენდიციტიაფხაზეთისტეფანე მღებრიშვილიშინაური კატააკონკაგუანიკო ნიკოლაძეპარაზიტიზმიღამურაკორუფციატოლერანტობასვანეთიხაჭაპურიებრაელებისინონიმებიკატადაირათავისუფლება (ფილოსოფია)ანტარქტიდასელჩუკთა სახელმწიფოდისიდენტიუილიამ შექსპირიროდოსის კოლოსისაქართველოს ქალაქებიბაყაყიტერენტი გრანელიცხოველებიკოლოსეუმიპუნიკური ომებივერცხლიპერსონალური კომპიუტერიავტორიტარიზმიამინომჟავებიმონოგამიატოტალიტარიზმიოლიმპიური თამაშებიჯიქიქანი (გეოლოგია)გიორგი III (საქართველოს მეფე)არაპენეტრაციული სექსიშვედეთიიგი🡆 More