აქტინიები

აქტინიები (Actiniaria), ზღვის ანემონები — ზღვის ნაწლავღრუიანების რიგი მარჯნის პოლიპების კლასისა.

აქტინიების უმრავლესობა ცალადია, იშვიათად - კოლონიური. მეტი ნაწილი სუბსტრატზეა მიმაგრებული, მაგრამ კუნთოვანი ლანჩით ადგილის მონაცვლებაც შეუძლია. აქვთ ცილინდრული სხეული, რომლის დიამეტრი რამდენიმე მმ-იდან 1,5 მ-მდე აღწევს. ჩვეულებრივ, ჭრელადაა შეფერილი. გავრცელებულია ფართოდ, უფრო მეტად ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში.

აქტინიები
აქტინიები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ნაწლავღრუიანები
კლასი:  მარჯნის პოლიპები
რიგი:  აქტინიები
ლათინური სახელი
Actiniaria

აქტინიები იკვებებიან პლანქტონური კიბოსნაირებით, მოლუსკების ლარვებითა და პატარა თევზებით. მსხვერპლს იჭერენ პირის ირგვლივი საცეცებით, რომლებიც აღჭურვილია მსუსხავი უჯრედებით. ამ უკანასკნელთა საშუალებით აქტინიები პატარა ცხოველებს ხოცავენ, ადამიანის კანს კი სუსხავენ. ზოგი აქტინიები სიმბიოზშია კიბო-განდეგილთან. ჩვეულებრივ სქესობრივად მრავლდებიან, ზოგი უსესქესოდ. ცნობილია ცოცხლადმშობი სახეობებიც.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 42, თბ., 1977

Tags:

მარჯნის პოლიპები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კვიპროსისალამურინიადაგიდელფინებისულხან-საბა ორბელიანისქესობრივი აქტიღამურაწმინდა გიორგირომბიქრისტიანობაგანმანათლებლობასახელმწიფოტუტე ლითონებინიუტონის კანონებიმეორე მსოფლიო ომიქუნთრუშაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)Europebetამიერკავკასიური ზაზუნაქართლინაცვალსახელიტრეფიკინგიდანიალეიკოციტოზიპრელუდია (სექსი)გაერთიანებული სამეფოკონსტიტუციაგიორგი I (საქართველოს მეფე)ევერესტიამერიკაიესო ქრისტემთაელექტრობარეზოლუციაცივი ომიალეგორიაეკოლოგიაქაქუცა ჩოლოყაშვილილოგისტიკაბორჯომი (წყალი)მუსიკამიწისძვრასოკრატეკონსტანტინოპოლიFacebookპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიმილიმეტრიმასშტაბიპრიზმაბაქტერიებიმზეზაქარია ფალიაშვილირომის იმპერიაგიორგი IV ლაშააშშ-ის პრეზიდენტების სიაბათუმის ბოტანიკური ბაღიჩარლი ჩაპლინიბაში-აჩუკიქართველები რუსეთშივლადიმერ ლენინიპარაზიტიზმიკახეთის აჯანყება (1659)ფსორიაზინიანგებიმინერალებისავანაკრწანისის ბრძოლაგლობალიზაციაოტელო (ვერდის ოპერა)თბილისის პანსიონებიმეტაფორაკილოგრამიძველი თბილისიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაპარალელოგრამიპორტუგალიადოლისამანიშვილის დედინაცვალინაწლავები🡆 More