აპოკალიპტო

აპოკალიპტო (ინგლ.

ფილმში მონაწილეობენ ამერიკელ და მექსიკელ ინდიელთა შთამომავალი მსახიობები, რომელთა შორისაა: რუდი იანგბლუდი, რაულ ტრუხილო, მაიარა სერბულო, დალია ჰერანდესი, იან ურიელი, ჯერარდო ტარაკენა, როდოლფო პალასიოსი, ბერნარდო რუიზ ხუარესი, ამელ როდრიგო მენდოზ და, რიკარდო დირაზ მენდოზა. გიბსონის ადრინდელი ფილმის, ქრისტეს ვნებანი-ის მსგავსად, ყველა დიალოგისთვის გამოყენებულია ადრინდელთან მიახლოებული ენა. მსახიობები საუბრობენ იუკატეკის მაიას ენაზე. ეს იყო ბოლო ფილმი, გიბსონის დიდი ხნის პაუზამდე, რომელიც ათ წელს გაგრძელდა და 2016 წელს ჰაქსოუს გმირი– გამოსვლით დასრულდა.

„აპოკალიპტო“
აპოკალიპტო
ინგლ. Apocalypto
ჟანრი ეპიკური, ისტორიული, სათავგადასავლო
რეჟისორი მელ გიბსონი
პროდიუსერი

მელ გიბსონი

ბრიუს დავი
როლებში
  • რუდი იანგბლადო
  • რაულ ტრუხილო
  • მაიარა სერბულო
  • დალია ჰერანდესი
  • ჯონათან ბრუერი
  • ჯერარდო ტარასენა
  • როდოლფო პალასიოსი
  • ბერნარდო რუის ხუარესი
  • ამელ როდრიგო მენდოზა
  • რიკარდო დიაზ მენდოზა
  • ისრაელ კონტრერასი
კომპოზიტორი რუპეტ გრეგსონ უილიამსი
მწარმოებელი კომპანია

Touchstone Pictures

Icon Productions
დისტრიბუტორი

Buena Vista Pictures (ჩრდილოეთი ამერიკა)
Icon Film Distribution (გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია)

20th Century Fox (სპეციალური ტერიტორიები)
გამოსვლის თარიღი 8 დეკემბერი, 2006 წელი
ხანგრძლივობა 138 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა მაიას ცივილიზაციის იუკატანური ენა
ბიუჯეტი 40 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 120.7 მილიონი აშშ დოლარი

ფილმი გადაღებულია, იუკატანში, მექსიკაში. აპოკალიპტო ასახავს 1502 წელს ახალგაზრდა მამაკაცის, იაგუარ პაუს მოგზაურობას, რომელიც გვიანდელი მესოამერიკელი მონადირეა და თანამოაზრეებთან ერთად გადაადგილდება. მათი სოფლის daნგრევის შემდეგ, ისინი საშიშ მოგზაურობაში, მაიას ცივილიზაციის ქალაქში მიჰყავთ ადამიანური მსხვერპლისთვის. ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 120 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და კრიტიკოსებისგან მეტწილად დადებითი შეფასებები მიიღო. კრიტიკოსები აქებდნენ გიბსონის რეჟისურას, დინ სემლერის კინემატოგრაფიასა და მსახიობთა შესრულებებს, თუმცა მაიას ცივილიზაციასთან დაკავშირებულ ისტორიული ფაქტებთან უზუსტობები გააკრიტიკეს. ფილმი გავრცელდა Buena Vista Pictures– ის მიერ ჩრდილოეთ ამერიკაში, Icon Film Distribution-ის მიერ გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაში და 20th Century Fox-ის საშუალებით სპეციალურ ადგილებში.

წარმოება

სცენარი

სცენარის ავტორი და თანაპროდიუსერი ფარჰად საფინია პირველ მელ გიბსონთან ერთად ქრისტეს ვნებანი-ის დროს მუშაობდა. საბოლოოდ, გიბსონმა და საფინიამ გამონახეს დრო, რომ განეხილათ „ფილმებისადმი საერთო სიყვარული და რა უყვართ მათ ფილმების გადაღებაში".

გიბსონი და საფინია ასევე დაინტერესებულნი იყვნენ უძველესი კულტურის ასახვით და შესწავლით, რომელიც ამერიკის კონტინენტზე ევროპელთა მოსვლამდე არსებობდა. როგორც აცტეკების, ასევე მაიას ცივილიზაციის ისტორიით. ფილმისთვის მათ აირჩიეს მაიას ცივილიზაცია მაღალ განვითარებულობის გამო.

გიბსონმა გადაწყვიტა, რომ მთელი დიალოგები იქნებოდა იუკატეკის მაიას ენაზე. გიბსონი განმარტავს: „მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ენის მოსმენა მაყურებელს საშუალებას აძლევს მთლიანად უგულვებელყოს რეალობა და ფილმში გადეშვას. და რაც მთავარია, აქცენტი გაკეთებულია კინემატოგრაფიულ ვიზუალზე, რომელიც გულის უნივერსალური ენაა.”

გადაღებები

გიბსონმა აპოკალიპტო გადაიღო ძირითადად კატემაკოში, სან ანდრეზ ტუქსტლაში და პასო დე ოვეხასში ,მექსიკის შტატ ვერაკრუსში. ჩანჩქერის სცენა გადაიღეს ეიპანტლას ჩანჩქერზე, რომელიც მდებარეობს სან ანდრეს ტუქსტლაში. მეორე ჯგუფის ეკიპაჟის გადაღებები გვატემალაში, ელ პეტენში მიმდინარეობდა. თავდაპირველად ფილმის გამოშვება 2006 წლის 4 აგვისტოს იყო დაგეგმილი, მაგრამ Touchstone Pictures– მა გადადო გამოცემის თარიღი 2006 წლის 8 დეკემბრამდე, ძლიერი წვიმისა და ორი ქარიშხლის გამო, რომელმაც გადაღებებს შეუშალა ხელი. მთავარი გადაღებები დასრულდა 2006 წლის ივლისში.

აპოკალიპტო გადაღებულია მაღალი, ციფრული ხარისხით, Panavision Genesis-ის კამერის გამოყენებით. გადაღებების დროს გიბსონმა და კინემატოგრაფორმა დინ სემლერმა გამოიყენეს Spydercam, შეჩერებული კამერის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა სცენები ზემოდან გადაიღონ. ეს მოწყობილობა გამოიყენეს ინ სცენაზე, როდესაც იაგუარ პაუ ჩანჩქერში ჩახტა.

აპოკალიპტოში არაერთი ცხოველია წარმოდგენილი, მათ შორის არის ამერიკული ტაპირი და შავი იაგუარი. ცხოველებისათვის საზიანო სცენებისთვის იყენებდნენ ანიმატრონიკას ან თოჯინებს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

აპოკალიპტო წარმოებააპოკალიპტო რესურსები ინტერნეტშიაპოკალიპტო სქოლიოაპოკალიპტოეპიკური ფილმიინგლ.მელ გიბსონიქრისტეს ვნებანიჰაქსოუს გმირი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მარტივი და შედგენილი რიცხვებიისრაელიედუარდ შევარდნაძესაქართველოს დემოგრაფიაორნელა მუტიბაში-აჩუკისაქართველოს ისტორია26 აპრილიდემოკრატიანოდარ დუმბაძეკალიებიკანონიერი ქურდიეთიოპიათეიმურაზ Iბგერამეტაფორაშინაური კატაგიორგი III (საქართველოს მეფე)ნაციონალიზმიქვეყნების სიატროპიკული სარტყლებიპანკრეასიფერნანდო მაგელანისპილოსებრნისაქართველოს სოფლებიადაპტაციარომბიკლიმატის ცვლილებაკვადრატინახშირწყლებივიკისაწყობიმასონობაცივი ომიქართული ხალხური ცეკვებიC ჰეპატიტიხემარწყვაჰიმალაიიმერეთის მხარესაქართველოს თავდაცვის ძალებიზვიად გამსახურდიაბალბაოლიმპიური თამაშებიპროტესტანტული რეფორმაციალადო ასათიანიმართლმადიდებლობატოტალიტარიზმივულკანიბახტრიონი (პოემა)დიმიტრი ყიფიანიქართლის სამეფობიზანტიის იმპერიაალავერდისტეფანე მღებრიშვილილუი XIVდედამიწის ისტორიაილია თოფურიარუსეთ-საქართველოს ომი (1921)ენდომეტრიოზისაუდის არაბეთისაქართველო VI საუკუნეშილადო გუდიაშვილისამებამასტურბაციაწყალიმღრღნელებისაფრანგეთის რევოლუციაქართველები რუსეთშისეკულარიზმიფანდურიქუთაისისინგაპურიGoogleშამქორის ბრძოლა (1195)ენერგიაპარაზიტიზმიზაქარია ფალიაშვილი🡆 More