ქრისტეს ვნებანი

ქრისტეს ვნებანი (ინგლ.

მთავარ როლში მონაწილეობს ჯეიმზ კევიზელი, რომელიც განასახიერებს იესო ქრისტეს. ფილმი აღწერს ქრისტეს ცხოვრების ბოლო, მოკლე პერიოდს, რომელიც ცნობილია ქრისტეს ვნებანის სახელით. სიუჟეტი ვითარდება უმეტესწილად ახალი აღთქმის, კეძოდ კი მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებების მიხედვით. ფილმში ასევე გამოყენებულია სხვა რელიგიური ნაშრომები და ჩანაწერები, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე გერმანელი კათოლიკე ღვთისმეტყველის, ნეტარი ანა კატერინა ემერიკის ხილვები.

„ქრისტეს ვნებანი“
ქრისტეს ვნებანი
რეჟისორი მელ გიბსონი
პროდიუსერი ბრიუს დეივი
მელ გიბსონი
სტივენ მაკ-ივიტი
ენზო სისტი
სცენარის ავტორი ბენედიქტ ფიცჯერალდი
მელ გიბსონი
უილიამ ფულკო (თარგმანი)
ეფუძნება ვნებანი, ახალი აღთქმა, ბიბლია
როლებში ჯეიმზ კევიზელი
მაია მორგენსტერნი
მონიკა ბელუჩი
ჰრისტო შოპოვი
კომპოზიტორი ჯონ დებნი
ოპერატორი კალებ დეშანელი
მონტაჟი ჯონ რაიტი
სტუდია Icon Productions
დისტრიბუტორი Newmarket Films (აშშ) Alliance Atlantis (კანადა)
გამოსვლის თარიღი
  • 25 თებერვალი, 2004 (2004-02-25)
ხანგრძლივობა 126 წთ.
(ხელახალი გამოსვლა: 122 წთ.)
ქვეყანა აშშ
ენა არამეული
ლათინური
ებრაული
ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 611,899,420 აშშ დოლარი

ფილმში ასახულია იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი 12 საათი. მოქმედება იწყება ბიბლიური ისტორიის მონაკვეთით, რომელიც ცნობილია როგორც აგონია ბაღში (რომელიც გადმოსცემს გეთსამანიის ბაღში მაცხოვრის შეპყრობის მოვლენებს) და მთავრდება ქრისტეს სასწაულებრივი მკვდრეთით აღდგომით. შიგადაშიგ წარმოდგენილია მოკლე რეტროსპექტული კადრები, რომლებიც ასახავენ მაცხოვრის ბავშვობას, ახალგაზრდობას, ქადაგებას გალილეის მთაზე, თორმეტ მოციქულთა სწავლებასა და საიდუმლო სერობას. ფილმში პერსონაჟების სალაპარაკო ენა ძირითადად არის ლათინური და რეკონსტრუირებული არამეული, რამდენიმე სცენაში კი გამოყენებულია ებრაული ენა. ამ ფილმის გახმოვანება აკრძალულია მსოფლიო მასშტაბით, თუმცა იგი წარმოდგენილია ქართული, ინგლისური, რუსული და სხვა ენების სუბტიტრებით.

მელ გიბსონის ამ ნამუშევარმა ძალიან დიდი კამათი და კრიტიკა გამოიწვია, გაკეთდა უამრავი არაერთგვაროვანი განხილვა. ზოგიერთი კრიტიკოსის მტკიცებით, გადამეტებული ძალადობის სცენები ხელს უშლის იმას, რომ ფილმის მთავარი სათქმელი მაყურებლამდე მივიდეს. დაისვა კითხვა იმაზე, არის თუ არა უტყუარი ის არაბიბლიური კათოლიკური მასალა, რომელიც გამოყენებულია ფილმში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ფილმი იყო მთავარი კომერციული ჰიტი, რომლის შემოსავალმა, ჯერ კიდევ კინოთეატრებში ჩვენების დროს, მიაღწია 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტს. ამიტომ ის გახდა ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე R-რეიტინგის (17 წელს ქვევით მყოფი მოზარდებისთვის არ არის მიზანშეწონილი მეურვის თანხლების გარეშე R-რეიტინგის ფილმის ყურება) ფილმი აშშ-ში და ყველა დროის ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე არაინგლისურენოვანი კინემატოგრაფიული ნამუშევარი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

2004ახალი აღთქმაეპიკური ფილმიიესო ქრისტეინგლისური ენამელ გიბსონისახარებაჯეიმზ კევიზელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მარშალის გეგმაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშირთველითავისუფლება (ფილოსოფია)კაპიტალიზმიინფორმაციახეოფსის პირამიდაზუგდიდივარძიაქრისტეფორე კოლუმბითირკმელილებომბოს მთებისახელმწიფოაკონკაგუასაქართველოს მდინარეების სიაძაღლიაკაკი წერეთელისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაშვეიცარიაიმერეთიტოტალიტარიზმითერგდალეულებიმონანიება (ფილმი)სეფსისითავისუფლების მოედანი (თბილისი)ზაფხულიკალათბურთისამანიშვილის დედინაცვალიბზობაიასამანიჰარი პოტერიდავითიანი (ნაწარმოები)ფარსმან II ქველივაჟა-ფშაველასოკოებიგარემოს დაცვასაჰარაბაში-აჩუკი (ფილმი)საქართველოს სახელმწიფო ჰიმნითხის რქა (ასტროლოგია)სტუმარ-მასპინძელისაქართველოს გეოგრაფიაგიორგი ყარყარაშვილიჩრდილოეთი ამერიკამხედრიონიპირველი მსოფლიო ომიდედამიწის დღეზევსიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაამინომჟავებიგიორგი სააკაძელეონარდო და ვინჩიეკოლოგიაეპითეტიელდარის დაბლობიაშშ-ის პრეზიდენტების სიაადამიანიმიტოზირომის დაარსებაქართველები რუსეთშიჭიანჭველასებრნიმასტურბაციაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაქანი (გეოლოგია)მტაცებელი ფრინველებიწყნარი ოკეანეგარემოს დაბინძურებააჭარის ავტონომიური რესპუბლიკაყირიმის ომიგამარჯვების დღეშამქორის ბრძოლა (1195)ჩარლი ჩაპლინიეკვატორული კლიმატური სარტყელილაშა ტალახაძებიზანტიის იმპერიაზმნა🡆 More