აპენდიციტი

აპენდიციტი (ასევე ეპიტიპლიტი) — ანთებითი პროცესი აპენდიქსში (ჭიაყელა დანამატში).

აპენდიციტი ვლინდება მარჯვენა თეძოს ფოსოში მუცლის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით და მადის დაქვეითებით. თუმცა, პაციენტთა ერთ მესამედს დამახასიათებელი სიმპტომები და ნიშნები არ აღენიშნება. აპენდიციტი შეიძლება გართულდეს პერიტონიტითა და სეფსისით.

აპენდიციტი
აპენდიციტი
ამოკვეთილი ანთებითი და გაფართოებული აპენდიქსი, სიგრძივი განაკვეთი
დარგი general surgery Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 885
ICD-10 K35. - K37.
ICD-9 540-543
MedlinePlus 000256
eMedicine eMedicine: med/3430
Patient UK აპენდიციტი
MeSH C06.405.205.099

აპენდიციტი გამოწვეულია ჭიაყელა ნაწლავის ხვრელის სანათურის დახშობით, რასაც უხშირესად განავლოვანი მასებისგან წარმოქმნილი ჩაკირული ქვა იწვევს. ასეთ ქვებს კოპროლითებს უწოდებენ. ანთებითი ბლოკირება ასევე შესაძლებელია გამოწვეული იყოს ვირუსული ინფექციებით, პარაზიტებით, ნაღვლოვანი კენჭებით ან სიმსივნით. დახშულ სივრცეში იზრდება წნევა, მცირდება სისხლის ნაკადი ქსოვილებში, ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას, რასაც ორგანიზმი საპასუხო რეაქციით, ანთებით პასუხობს. ანთების, შემცირებული სისხლის მიდინებისა და აპენდიქსის შებერვის ერთობლიობა იწვევს ქსოვილის დაზიანებას და კვდომას. თუ პროცესის მკურნალობა არ მოხდა, შესაძლოა ჭიაყელა დანამატი გასკდეს და ბაქტერია თავისუფლად გავრცელდეს მუცლის ღრუში, რასაც უმძიმესი გართულებები მოყვება.

აპენდიციტის დიაგნოზი ძირითადად ეფუძნება პაციენტის გამოკითხვას. იმ შემთხვევაში, როცა პაციენტის ისტორიითა, გამოხატული ნიშნებითა და გულმოდგინე დათვალიერებით ვერ ხერხდება დიაგნოზის დასმა, რადიოგრაფიული სურათი და ლაბორატორიული კვლევები ეხმარება ექიმს. აპენდიციტის დიაგნოსტიკის ვიზუალიზაციის ორი ყველაზე საიმედო მეთოდია ულტრაბგერა და კომპიუტერული ტომოგრაფია (კა-ტე სკანირება). მწვავე აპენდიციტის გამოსავლენად კა-ტე სკანირება მეტად ზუსტია, ვიდრე ულტრაბგერა. თუმცა, ბავშვებსა და ორსულებში მკაცრად რეკომენდირებულია ულტრაბგერის გამოყენება, კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან დაკავშირებული რადიაცული დასხივების გამო.

აპენდიციტის მკურნალობის მსოფლიო სტანდარტი, ანთებითი აპენდიქსის (ჭიაყელა დანამატის) ქირურგიულ მოცილებას გულისხმობს. ეს შეიძლება მოხდეს მუცლის ღრუს გახსნით ან რამდენიმე მცირე განაკვეთით ტელესკოპიური მილის, ლაპარასკოპის საშუალებით. ქირურგიული ჩარევა არის აპენდიციტისგა გამოწვეული გართულებებისა და აპენდიქსის გასკდომის პრევენცია. იმ შემთხვევაში თუ აპენდიქსი არ არის გამსკდარი, ანტიბიოტიკები რიგ შემთხვევაში ეფექტურია. აპენდიციტი მუცლის მწვავე ტკივილის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე გავრცელებული მიზეზია. 2013 წლის მონაცემებით მსოფლიოში აპენდიციტის დაახლოებით 72 000 შემთხვევა დასრულდა ფატალურად. აშშ-ში, აპენდიციტი არის მუცლის არეში მწვავე ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ყოველ წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 300 000-ზე მეტ პაციენტს უტარდება აპენდექტომია, ანთებითი აპენდიქსის ქირურგიული ამოკვეთა რეჯინალ ჰებერ ფიტცი არის პირველი ექიმი, რომელმაც აღწერა ეს დაავადება 1886 წელს.

ნიშნები და სიმპტომები

აპენდიციტი 
აპენდიქსი საჭმლის მომნელებელი სისტემაში

თავდაპირველად, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ხოლო შემდეგ ცხელება მწვავე აპენდიციტის კლასიკური სიმპტომებია. როგორც კი აპენდიქსი მეტად სივდება და ანთებითი ხდება, აღიზიანებს მიმდებარე მუცლის კედელს. ეს იწვევს მუცლის მარჯვენა ქვედა მეოთხედში ტკივილს, რომელიც სამ წლამდე ბავშვებში შეიძლება არ გამოვლინდეს. მუცლის კედელი პალპაციით შესაძლოა ძალიან მგრძნობიარე გახდეს. ასევე თუ ინფექცია პერიტონიუმამდე გავრცელდა, დამახასიათებელია „რიკოშეტული ტკივილი“, ექიმის მიერ მტკივან ადგილის შემდეგ ხელის სწრაფად მოშორება, ტკივილს წამით აძლიერებს. აპენდიქსს აქვს ჯორჯალი, რომლითაც ის მუცლის ღრუს სხვა სტრუქტურებს ემაგრება. თუ ჯორჯალი ზედმეტად გრძელია, შესაძლოა აპენდიქსმა მდებარეობა შეიცვალოს. ზოგჯერ თავად ჭიაყელა ნაწლავიც ჩვეულებრივზე გრძელია. ასეთ შემთხვევებში აპენდიქსი ზოგჯერ მენჯის ღრუში აღმოჩნდება და იქ მდებარე ორგანოების პათოლოგიის ნიშნებს იწვევს ან კოლინჯს მოექცევა უკან, რაც დიაგნოსტიკას ძალიან ართულებს. თუ აპენდიქსი ლოკალიზებულია რეტროცეკალურად (ბრმა ნაწლავის უკან), მაშინ გარეგანი ზეწოლა მარჯვენა ქვედა კვადრანტზე ტკივილს არ იწვევს („ჩუმი აპენდიქსი“). ეს იმიტომ, რომ ბრმა ნაწლავი გავსებულია გაზებით და იცავს აპენდიქსს ზეწოლისგან.

მიზეზები

ექპერიმენტულ მტკიცებულებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ აპენდიციტი ჭიაყელა დანამატის პირველადი ობსტრუქციის (დახშობის) საბოლოო შედეგია. რის შემდეგ აპენდიქსი ლორწოთი ივსება და ზომაში იმატებს. ლორწო აწვება ჭიაყელა დანამატის სანათურს და კედლებს, რაც იწვევს მცირე სისხლძარღვების დახშობას და თრომბოზს, აგრეთვე ლიმფურ სტაზს. ამ ეტაპიდან სპონტანური გამოჯანმრთელება იშვიათად არის მოსალოდნელი. სისხლძარღვების დახშობის გახანგრძლივების შემთხვევაში, აპენდიქსი ჯერ იშემიური ხდება, ხოლო შემდეგ ნეკროზდება. როგორც კი ბაქტერია გამოჟონავს მკვდარი კედლების მეშვეობით, პროცესი ჩირქდება. საბოლოოდ დგება რუპტურის სტადია ანუ ანთებითი აპენდიქსი სკდება და იწყება პერიტონიტი, რომელმაც შესაძლოა სეფსისი გამოიწვიოს. პროცესის მიმდინარეობისას, ნელი პროგრესით, მუცლის ტკივილი და სხვა სიმპტომები ვლინდება.

გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ბეზოარი, უცხო სხეულები, ტრავმები, ნაწლავური პარაზიტები, ლიმფადენიტი და ყველაზე ხშირად, ჩაკირული ფეკალური მასისგან წარმოქმნილი ქვები, რომლებსაც აპენდიქოლითებს ან ფეკალითებს უწოდებენ.

დიაგნოზი

დიაგნოზი ემყარება პაციეტის სამედიცინო ისტორიას (სიმპტომებს) და ფიზიკალურ გამოკვლევებს, ასევე მნიშვნელოვანი მარკერია სისხლში ნეიტროფილების მატება, საჭიროა ვიზუალური კვლევებიც. (ნეიტროფილები არის ძირითადი სისხლის თეთრი უჯრედები, რომელიც რეაგირებს ბაქტერიული ინფექციაზე.) ისტორიები ორ კატეგორიად იყოფა, ტიპური და ატიპური. ტიპური აპენდიციტი მოიცავს მუცლის არეში რამდენიმე საათის განმავლობაში გენერალიზებულ ტკივილს, რომელიც იწყება ჭიპის არეში და ასოცირებულია ანორექსიას, გულისრევას ან ღებინებასთან. ტკივილი ძლიერდება და ლოკალიზდება მარჯვენა ქვედა კვადრანტში. იმ შემთხვევაში, როცა არის შინაგან ორგანოთა უკუმდებარეობა – გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების მდებარეობის შეცვლა ისე, რომ ნორმალურად მარჯვნივ მდებარე ორგანოები მდებარეობს მარცხნივ და პირიქით, ნორმალურად მარცხნივ მდებარე ორგანოები მდებარეობს მარჯვნივ, ტკივილი ლოკალიზდება მარცხენა ქვედა კვადრანტში. ყველაზე ხშირად არის ტკივილის, ანორექსიის, ლეიკოციტოზისა და ტემპერატურული რეაქციის კომბინაცია. ატიპური აპენდიციტი შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ტკივილს მარჯვენა ქვედა კვადრანტში. ასეთი აპენდიციტის დროს აუცილებელია ვიზუალური კვლევები: „ულტრაბგერა“ და კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება

კლინიკური დიაგნოზი

  • აურე-როზანოვას სიპტომი: ტკივილი ძლიერდება თითებით პალპაციისას მარჯვენა წელის სამკუთხედში (შეიძლება დადებითი იყოს ბლუმბერგის სიმპტომი)
  • ბარტომიერ-მაიკელსონის სიმპტომი: ტკივილი ძლიერდება თითებით პალპაციისას მარჯვენა თეძოს მიდამოში.
  • დენფის სიმპტომი: ხველისას მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტის არეში ტკივილის გაზრდა.
  • კოხერის (კოშერის) სიმპტომი ნიშანი: პაციენტის სამდიცინო ისტორიიდან, ტკივილი იწყება ჭიპის მიდამოში და შემდეგ გადადის მარჯვენა თეძოს არეში.
  • მასუს ნიშანი: განვითარდა და პოპულარულია სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, ექიმი საჩვენებელი და შუა თითით ეხება პაციენტს მახვილისებური მორჩიდან მარცხნივ და მარჯვნივ თეძოს ფოსოსკენ, დადებითია მასუს სიმპტომი, თუ პაციენტს განუვითარდა სახის გრიმასი იმავე მხარეს ანუ ცალმხრივად.

სქოლიო

Tags:

აპენდიციტი ნიშნები და სიმპტომებიაპენდიციტი მიზეზებიაპენდიციტი დიაგნოზიაპენდიციტი სქოლიოაპენდიციტისეფსისიღებინება

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალმასიპირველი მერცხალიბაგრატის ტაძარიკაცია-ადამიანი?!ბრესტ-ლიტოვსკის ზავიაჰმედ Iგაზაფხულიეპითეტირელიგია საქართველოშილიბერალიზმინიკოლოზ ბარათაშვილისამცხე-ჯავახეთის მხარედედამიწატოლგვერდა სამკუთხედიფოტოსინთეზიჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმზის სისტემააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსეკულარიზმისაქართველოს ქალაქებისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციაქუნთრუშაჩერნობილის კატასტროფარესპუბლიკაფეხბურთის წესებინიდერლანდებისიგნალ იდუნა პარკილევან კობიაშვილიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიპირველი რესპუბლიკის მოედანისიურრეალიზმიეკონომიკაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020ნატრიუმიჭადრაკითბილისის მეტროპოლიტენიქართლითავისუფლების მოედანი (თბილისი)ვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ზმნიზედავიტალი დარასელიაძირითადი საშუალების ცვეთაამფიბიებიქართლის სამეფოგველის-მჭამელიევერესტილარირუსუდანიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიდეციმეტრიპენალტების სერიათურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიირაკლი კობახიძეთამბაქოთბილისის ისტორიაბიჭვინთასაერთაშორისო ურთიერთობებისოლომონ მეფესაქართველოს სამეფოფურისულაეგვიპტის პირამიდებისილიციუმიაღმოსავლეთი საქართველომტკვარიმიხეილ ლომონოსოვიმერაბ სეფაშვილიქარიმილიმეტრიტროპიკული სარტყლებიბერძენ-სპარსელთა ომებისისხლირომიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012ნიკარაგუაშვედეთიშამქორის ბრძოლა (1195)თორნიკე ოქრიაშვილიქართული ღვინო🡆 More