ალეშანდრე პატო

ალეშანდრე როდრიგეს და სილვა (პორტ.

2 სექტემბერი, 1989, პატუ-ბრანკუ, ბრაზილია) — ბრაზილიელი თავდამსხმელი, რომელიც, ამჟამად თამაშობს ჩინეთის საფეხბურთო კლუბ "ტიანძინ ცუანძიანში". კარიერის განმავლობაში ნათამაშები აქვს “ინტერნასიონალში” (2001-2007), იტალიურ გრანდ “მილანში” და ინგლისურ კლუბ ჩელსში. მისი ერთ-ერთი ზედმეტსახელი, იხვი, მოდის იმ ქალაქიდან, სადაც დაიბადა — პატო ბრანკო (ითარგმნება როგორც იხვი). მისმა სათამაშო სტილმა და შესაძლებლობებმა კი მას კიდევ ერთი ზედმეტსახელი შესძინეს — “ახალი რონალდო”.

ალეშანდრე პატო
ალეშანდრე პატო
პატო „მილანის“ შემადგენლობაში, 2010 წელი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალეშანდრე როდრიგეს და სილვა
დაბადების
თარიღი
2 სექტემბერი, 1989 (1989-09-02) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
პატუ-ბრანკუ, ბრაზილია
სიმაღლე 180 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჩელსი
ნომერი 11
ახალგაზრდული კარიერა
2000–2006 ინტერნასიონალი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2007 ინტერნასიონალი 10 (6)
2007–2012 მილანი 117 (51)
2013– კორინთიანსი 30 (9)
2014–2015 სან-პაულო (იჯარით) 59 (19)
2016 ჩელსი (იჯარით) 2 (1)
2016–2017 ვილიარეალი 14 (2)
2017–2019 ტიანძინ ცუანძიანი 47 (30)
2019- სან-პაულუ 12 (5)
ეროვნული ნაკრები
2007 ბრაზილია 20 წლ. 10 (8)
2008–2012 ბრაზილია 23 წლ. 9 (3)
2008–2013 ბრაზილია 27 (10)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 11 აგვისტო, 2019

2013 წლის 3 იანვარს ალეშანდრე პატომ ხელი მოაწერა 4 წლიან კონტრაქტს საფეხბურთო კლუბ კორინთიანსთან. მისმა სატრანსფერო ღირებულებამ €15 მილიონი ევრო შეადგინა. 2014 წელს, კორინთიანსიდან პატო იჯარით შეურთდა საფეხბურთო კლუბ "სან-პაულუს", სადაც ჩაატარა 95 მატჩი და გაიტანა 38 გოლი.

ბიოგრაფია

პატომ ფეხბურთის თამაში 3 წლის ასაკში დაიწყო, ის მშობლიურ ქალაქ ფუტზალში თამაშობდა. ცოტა ხანში ტალანტის შესახებ მთელმა სამხრეთ ამერიკამ გაიგო და ალექსმაც პორტუ-ალეგრის მიაშურა, რათა სინჯები გაეარა “გრემიოში”, რომელიც გულშემატკივარიც ბავშვობიდან იყო. მაგრამ, მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ “გრემიოს” “ინტერნასიონალი” აჯობებდა და 2001 წელს 11 წლის ასაკში ბრაზილიელი ვუნდერკინდი შეუერთდა 83 ბავშვს, რომლებსაც სურდათ მსოფლიო დონის ვარსკვლავობა და ვარჯიში “ინტერნასიონალში” დაიწყო.

2006 წლამდე ის “ინტერნასიონალის” დუბლებში თამაშობდა, მაგრამ აშკარა იყო რომ გუნდს უდიდესი ტალანტი ეზრდებოდა. ძირითად გუნდში დებიუტი 2006 წლის 26 ნოემბერს შედგა. პატომ თავისი წვლილი შეიტანა “სოსიედად ესპორტივა პალმეირასის” დამარცხებაში (4-1), მან 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ერთი გოლი კი თავად გაიტანა. მას მუდამ ადარებდნენ მეორე ბრაზილელ სუპერვარსკვლავს, რონალდინიოს, რომელიც იმ დროს “ბარსელონა” რიგებში გამოდიოდა.

პატომვე გაიტანა “ინტერნასიონალის” პირველი გოლი ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. 13 დეკემბერს მისმა გუნდმა ნახევარფინალში ალ-აჰლი დაამარცხა ანგარიშით 1-0. ფინალში კი მათ “ბარსელონა” ელოდათ. ფინალური მატჩის წინ კი მოწინააღმდეგე გუნდის ლიდერმა რონალდინიომ მსოფლიო სელექციონერებს რჩევა მისცა: “ამ ბაშვს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება!”, საუბარი რა თქმა უნდა პატოზეა. თუმცა ალექსმა ფინალურ შეხვედრაში ვერ გაამართლადა მწვრთნელს მისი შეცვლა მოუწია.

2007 წელსვე პატო ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. ის პარაგვაიში გამართულ სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდულ ჩემპიონატში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 3 გატანილი გოლით. ამ წარმატებების შემდეგ მის სახელს ისეთ კლუბებს უკავშირებდნენ როგორებიცაა: “მილანი”, “ბენფიკა”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “ლივერპული”, “ლივერპული ”, “არსენალი” და “რეალი”. საბოლოოდ გამარჯვებული კი როსონერი გამოვიდა.

“მილანმა” პატო ოფიციალურად 2007 წლის 2 აგვისტოს გაიფორმა. მის ტრანსფერი სანაცვლოდ “ინტერნასიონალმა” 20 მილიონი აშშ დოლარი აიღო. ასაკის გამო ალექსს 2008 წლის 3 იანვრამდე არ შეეძლო შავ-წითლების დახმარება, თუმცა კლუბს შეეძლო ფეხბურთელი გუნდში ევარჯიშებინდა და ამხანაგურ მატჩებში გამოეყენებინა. პატოს არაოფიციალური დებიუტი 2007 წლის 7 სექტემბერს შედგა კიევის “დინამოს” წინააღმდეგ, მან ამ მატჩში გოლის გატანა შეძლო.

ალქსმა ოფიციალურ სადებიუტო მატჩშიც მოახერხა გოლის გატანა ნაპოლის წინააღმდეგ (5-2). მან პირველი დუბლი 2008 წლის 27 იანვარს შეასრულა “ჯენოას” წინააღმდეგ (2-0). როსონერის რიგებში მას 54 მატჩი აქვს ჩატარებული, მეტოქის კარი კი 24-ჯერ აიღო. სულ პროფესიული კარიერის განმავლობაში (ანუ არ ითვლება “ინტერნასიონალის” დუბლებში გატანილი გოლები) 64 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ანუ თითქმის ყოველ მეორე შეხვედრაში გაქონდა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ბრაზილიის ნაკრებში 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა და ერთი ბრწყინვალე გოლის გატანაც მოახერხა.

2013 წლის სამ იანვარს, პატო შეუერთდა კლუბ კორინთიანს, რომლის სატრანსფერო თანხა გახდათ 15 მილიონი. კლუბში ჩატარებული წარუმატებელი მატჩების შედეგად, 2014 წლის 5 თებერვალს, პატო კორინთიანსიდან იჯარით შეუერთდა კლუბ "სან-პაულუს".

ჩელსი

სან-პაულუსთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, პატო სატრანსფერო შემოთავაზების გარეშე დაბრუნდა "კორინთიანსში". გარკვეული ხნის შემდეგ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის პერიოდში, მას შემოთავაზება ჰქონდა სხვადასხვა კლუბებიდან: ბენფიკა, "ჩელსი", "ლივერპული" და "სპორტინგი".

2016 წლის 26 იანვარს, პატო ჩავიდა ლონდონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად. სამი დღის შემდეგ, "ჩელსის" წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს პატოს ჩელსში იჯარით გადმოსვლის შესახებ. 20016 წლის 2 თებერვალს, მათ განაცხადეს, რომ პატო მოედანზე იასპარეზებდა 11 ნომრიანი მაისურით (წარსულში ეცვა დიდიე დროგბას).

პირადი ცხოვრება

ერთ-ერთ ბრაზილიურ სატელევიზიო შოუში პატომ განაცხადა, რომ 11 წლის ასაკში მან მოიტეხა მხარი და აღმოაჩნდა სიმსივნე. ის შიშობდა, რომ გაუკეთებდნენ მხარის ამპუტციას, თუმცა ოპერაციის შედეგად, სიმსივნე ამოკვეთეს და მხარის აპუტაცია აღარ დასჭირდა.

2007 წლიდან, პატოს ჰქონდა ურთიერთობა ბრაზილიელ მსახიობ სტეფანი ბრიტუსთან, თუმცა 2009 წლის იანვარში დაშორდნენ ერთმანეთს. ხოლო 2009 წლის ივლისში ერთმანეთს შეურიგდნენ და ამის შემდგომ ერთმანეთზე იქორწინეს. თუმცა ქორწინება 10 თვეზე მეტი არ გახანგრძლივებულა და 2010 წლის 21 აპრილს გაშორდნენ ერთმანეთს. 2010 წელს, პატოს რომანი ჰქონდა 2010 წლის მის ბრაზილია დებორა ლირასთან.

2013 წლის 2 ივლისს, პატომ გაწყვიტა ურთიერთობა ბარბარა ბერლუსკონისთან, (სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილი). 2014 წელს მას ურთიერთობა ჰქონდა ბრაზილიელ მსახიობ ფიორელა მატეისთან. ბოლო პერიოდში, იგი შენიშნეს ალბანელ მოდელ ალმედა აბაზთან ერთად.

კარიერის სტატისტიკა

კლუბი

2017 წლის 1 თებერვლის

ნაკრები სეზონი ლიგა თასი კონტინენტალი სხვა სულ
მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები
ინტერნასიონალი 2006 1 1 0 0 0 0 2 1 3 2
2007 9 5 0 0 7 4 8 1 24 10
სულ 10 6 0 0 7 4 10 2 27 12
მილანი 2007–08 18 9 0 0 2 0 20 9
2008–09 36 15 0 0 6 3 42 18
2009–10 23 12 0 0 7 2 30 14
2010–11 25 14 3 2 5 0 33 16
2011–12 11 1 1 1 5 2 1 0 18 4
2012–13 4 0 0 0 3 2 0 0 7 2
სულ 117 51 4 3 28 9 1 0 150 63
კორინთიანსი 2013 30 9 4 1 9 2 14 5 57 17
2014 0 0 0 0 0 0 5 0 5 0
სულ 30 9 4 1 9 2 19 5 62 17
სან-პაულუ
(იჯარით)
2014 29 9 6 2 4 1 39 12
2015 30 10 6 5 6 3 14 8 56 26
სულ 59 19 12 7 10 4 14 8 95 38
ჩელსი (იჯარით) 2015–16 2 1 0 0 0 0 0 0 2 1
სულ 2 1 0 0 0 0 0 0 2 1
ვილიარეალი 2016–17 14 2 3 1 7 3 0 0 24 6
სულ 14 2 3 1 7 3 0 0 24 6
ტიანძინ ცუანძიანი 2017 5 1 0 0 0 0
სულ 5 1 0 0 0 0 0 0 5 1
სულ 235 88 23 12 61 22 44 15 363 137

საერთაშორისო

2013 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები
წელი მატჩები გოლები
2008 1 1
2009 4 0
2010 3 3
2011 7 2
2012 4 3
2013 3 1
სულ 25 10

საერთაშორისო მატჩებში გატანილი გოლები

ანგარიშებისა და შედეგების სია

# თარიღი შეხვედრის ადგილი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი შეჯიბრი
1. 26 მარტი, 2008 ემირეიტსი, ინგლისი ალეშანდრე პატო  შვედეთი 1–0 1–0 ამხანაგური
2. 10 აგვისტო, 2010 მეტლაიფ-სტედიუმი, აშშ ალეშანდრე პატო  აშშ 2–0 2–0 ამხანაგური
3. 7 ოქტომბერი, 2010 შეიხ ზაიედი, აბუ-დაბი, საამიროები ალეშანდრე პატო  ირანი 2–0 3–0 ამხანაგური
4. 11 ოქტომბერი, 2010 პრაიდ პარკი, დერბი, ინგლისი ალეშანდრე პატო  უკრაინა 2–0 2–0 ამხანაგური
5. 13 ივლისი, 2011 ესტადიო მარიო კემპესი, კორდოვა ალეშანდრე პატო  ეკვადორი 1–0 4–2 კოპა ამერიკა 2011
6. 13 ივლისი, 2011 ესტადიო მარიო კემპესი, კორდოვა ალეშანდრე პატო  ეკვადორი 3–2 4–2 კოპა ამერიკა 2011
7. 30 მაისი, 2012 ფედექს-ფილდი, ლანდოვერი, აშშ ალეშანდრე პატო  აშშ 4–1 4–1 ამხანაგური
8. 15 აგვისტო, 2012 რასუნდა, სოლნას მუნიციპალიტეტი, შვედეთი ალეშანდრე პატო  შვედეთი 2–0 3–0 ამხანაგური
9. 15 აგვისტო, 2012 რასუნდა, სოლნას მუნიციპალიტეტი, შვედეთი ალეშანდრე პატო  შვედეთი 3–0 3–0 ამხანაგური
10. 7 სექტემბერი, 2013 ეროვნული სტადიონი, ბრაზილია, ბრაზილია ალეშანდრე პატო  ავსტრალია 5–0 6–0 ამხანაგური

მიღწევები

კლუბი

ინტერნასიონალი

მილანი

კორინთიანსი

საერთაშორისო

ბრაზილია

ინდივიდუალური

  • ბრაზილიის 20 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - 2006
  • ბრაზილიის 20 წლამდელთა ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი: 2006
  • სენდაის თასის საუკეთესო ბომბარდირი - 2006
  • სენდაის თასის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი - 2006
  • იტალიის სერია A - თვის საუკეთესო ფეხბურთელი - 2009
  • Golden Boy-ის ჯილდო - 2009
  • იტალიის სერია A-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - 2009

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ალეშანდრე პატო ბიოგრაფიაალეშანდრე პატო ჩელსიალეშანდრე პატო პირადი ცხოვრებაალეშანდრე პატო კარიერის სტატისტიკაალეშანდრე პატო მიღწევებიალეშანდრე პატო რესურსები ინტერნეტშიალეშანდრე პატო სქოლიოალეშანდრე პატო19892 სექტემბერიბრაზილიათავდამსხმელი (ფეხბურთი)მილანი (საფეხბურთო კლუბი)პატუ-ბრანკუპორტუგალიური ენარონალდოჩელსი (საფეხბურთო კლუბი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თამბაქოტროპიკული სარტყლებიმუსიკაბუღა თურქის შემოსევასამეგრელოსაჰარაალკანირუსთავიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიანიკო ნიკოლაძედავით გურამიშვილიმონდილუდვიგ ვან ბეთჰოვენიუნგრეთიძველით ახალი წელიქართლისისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომერწყულიფრინველთა მიმოფრენავიქტორ დოლიძეშვედეთიბესიკირელიგიატიციან ტაბიძეგანდეგილი (პოემა)თბილისის შემოერთება (1122)გიორგი I (საქართველოს მეფე)ნიუეკვიპროსიშარკა ბლულაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიკაპიტალიზმისატურნითამარ მეფექართული ენარიცხვითი სახელიერთა ლიგათავისუფლების დიდი ქარტიაკრწანისის ბრძოლაირემიჯუზეპე ვერდიოქროს კვეთაცოტნე დადიანიწრეწირიიუსტინიანე Iნორვეგიანარკოტიკიგამაფრთხილებელი შეფერილობასაქართველო IX-X საუკუნეებშიანა კალანდაძეოსმალეთის იმპერიათვითმმართველობამარინა კახიანირადიუსიბაგრატიონებიგველის-მჭამელიასურეთიანჯელინა ჯოლიევროკავშირიგიორგი III (საქართველოს მეფე)ნიუტონის კანონებიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ქვეწარმავლებიანგარიშთა გეგმაკავკასიური ნაგაზიმალტადემეტრე Iბიბლიაგეოგრაფიული გარსიმწერებისაბერძნეთითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიადიშის ოთხთავიაქილევსითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდიდგორის ბრძოლარევაზ ინანიშვილიელინიზმი🡆 More