აზიური თამაშები

აზიური თამაშები ასევე ცნობილია ასიადა-ს სახელწოდებით —კონტინენტური მულტისპორტული შეჯიბრი, რომელიც ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ მთელი აზიის სპორტსმენებისთვის.

თამაშები ტარდება აზიის ოლიმპიური საბჭოს (OCA) ეგიდით და რეგულირდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. თითოეული ადგილისათვის განკუთვნილია მედლები: ოქრო — პირველი ადგილისთვის, ვერცხლი — მეორე, ბრინჯაო — მესამე.

აზიური თამაშების ლოგო
აზიური თამაშების ლოგო

აზიურ თამაშებს ცხრა ქვეყანამ უმასპინძლა. მონაწილეობდა 46 ქვეყანა, მათ შორის ისრაელი, რომელიც თამაშებიდან მოხსნეს 1974 წელს მათი ბოლო მონაწილეობის შემდეგ.

შეჯიბრი იწყება მონაწილე ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების აღლუმით. დაჯილდოების ცერემონიალს თან ახლავს ეროვნული დროშა და ჰიმნი. გამოყენებულია ცხრილები, რომლებიც აჩვენებს თითოეული ქვეყნის მიერ მიღებული მედლების რაოდენობას.

ისტორია

შორეული აღმოსავლეთის თამაშები

აზიური თამაშები განვითარდა მცირე სპორტული მოვლენებიდან. შორეული აღმოსავლეთის ჩემპიონატის თამაშები შეიქმნა სამი ქვეყნის: იაპონიის იმპერიის, ფილიპინების და ჩინეთის რესპუბლიკის ერთიანობისა და თანამშრომლობის საჩვენებლად. პირველი ასეთი თამაშები ჩატარდა მანილაში 1913 წელს. მოგვიანებით აზიის სხვა ქვეყნებიც დაესწრნენ. თამაშები შეწყდა 1938 წელს, როდესაც იაპონია შეიჭრა ჩინეთში და დაიწყო ექსპანსია წყნარ ოკეანის რეგიონში.

აზიური თამაშების წარმოშობა

აზიური თამაშები 
1951 წლის პირველი აზიური თამაშების ინდოეთის მარკა
აზიური თამაშები 
აზია

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აზიის რამდენიმე ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ბევრმა ახალმა ქვეყანამ მოისურვა ახალი ტიპის კონკურსის ჩატარება, რაც ხელს შეუწყობდა ურთიერთგაგების გაძლიერებას. 1948 წლის აგვისტოში, ლონდონში მეთოთხმეტე ოლიმპიური თამაშების დროს, ინდოეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა აზიის სპორტული გუნდების ხელმძღვანელები მიიწვია აზიური თამაშების ჩატარების იდეის განსახილველად. ისინი შეთანხმდნენ „აზიის მძლეოსნობის ფედერაციის“ შექმნაზე. 1949 წლის თებერვალში იგი ოფიციალურად შეიქმნა და ეწოდა „აზიური თამაშების ფედერაცია“. გადაწყდა პირველი აზიური თამაშების ჩატარება ნიუ დელიში. თამაშები ჩატარდა 1951 წლის მარტში, მასში მონაწილეობა მიიღეს 11 ქვეყნის სპორტსმენებმა. თამაშების პროგრამაში შედიოდა მძლეოსნობა, ველოსიპორტი, კალათბურთი .

ფედერაციის ტრანსფორმაცია

1962 წელს ფედერაციაში შეიქმნა უთანხმოება ტაივანისა და ისრაელის დაშვების შესახებ. ინდონეზია, რომელიც თამაშებს მასპინძლობდა, ეწინააღმდეგებოდა ამ ქვეყნების ფედერაციაში მიღებას. 1970 წელს სამხრეთ კორეამ ვერ შეძლო თამაშების ჩატარება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან არსებული საფრთხის გამო, თამაშები ჩატარდა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სამხრეთ კორეის რესურსების გამოყენებით.1973 წელს დაიწყო უთანხმოება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ზოგიერთი ქვეყნის მიერ ტაივანისა და ისრაელში არაბთა ეროვნული ოპოზიციის აღიარებასთან დაკავშირებით. 1977 წელს პაკისტანმა ვერ შეძლო თამაშების ჩატარება პაკისტანში სამხედრო გადატრიალების გამო. თამაშები კვლავ გადაიტანეს ბანგკოკში.ამ ინციდენტების შემდეგ, აზიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა გადაწყვიტეს აზიური თამაშების ფედერაციის წესდების შეცვლა. შეიქმნა ახალი ასოციაცია, სახელწოდებით აზიის ოლიმპიური საბჭო. ეს საბჭო თამაშებს ადევნებს თვალყურს 1986 წლიდან. ტაივანი მიიღეს, მაგრამ IOC სტანდარტების შესაბამისად მას უწოდებენ „ჩინურ ტაიბეის“. ისრაელი გაირიცხა და მონაწილეობს ევროპულ თამაშებში.

აზიური თამაშები 
2006 წლის აზიური თამაშები - დოჰა, კატარი

გაფართოება

აზიური თამაშები 
2018 წლის აზიის თამაშების მონაწილე ქვეყნები რუკაზე

ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგობების მიუხედავად, OCA-მ მიიწვია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები 1994 წლის თამაშებზე: ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ტაჯიკეთი.

2007 წელს ავსტრალიას OCA– ში შესვლაზე უარი ეთქვა, რადგან ის არის ოკეანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრი (და 2015 წლიდან მონაწილეობს წყნარი ოკეანის თამაშებში).

2010 წელს კრიკეტი პირველად შევიდა აზიურ თამაშებზე.

2018 წლის 20 თებერვალს, ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, იანგ იუნმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას შეუძლია აზიის ზამთრის თამაშების ჩატარება 2021 წელს, კორეის რესპუბლიკასთან (სამხრეთ კორეა) ერთად. იანგ იუნმა ასევე აღნიშნა, რომ შეჯიბრი შეიძლება ჩატარდეს მასკრიონის სათხილამურო კურორტზე, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ კორეაში.

ზაფხულის აზიური თამაშების სია

წელი ნომერი ადგილი ჩატარების დრო ქვეყნები წყარო
1951 I ნიუ-დელი, ინდოეთი 4—11 მარტი 11
1954 II მანილა, ფილიპინები 1—9 მაისი 18
1958 III ტოკიო, იაპონია 24 მაისი — 1 ივნისი 16
1962 IV ჯაკარტა, ინდონეზია 24 აგვისტო — 4 სექტემბერი 12
1966 V ბანგკოკი, ტაილანდი 9—20 დეკემბერი 16
1970 VI ბანგკოკი, ტაილანდი (2) 9—20 დეკემბერი 16
1974 VII თეირანი, ირანი 1—16 სექტემბერი 19
1978 VIII ბანგკოკი, ტაილანდი  (3) 9—20 დეკემბერი 19
1982 IX ნიუ-დელი, ინდოეთი (2) 19 ნოემბერი — 4 დეკემბერი 23
1986 X სეული, კორეის რესპუბლიკა 20 სექტემბერი — 5 ოქტომბერი 22
1990 XI პეკინი, ჩინეთი 22 სექტემბერი — 7 ოქტომბერი 36
1994 XII ჰიროსიმა, იაპონია 2—16 ოქტომბერი 42
1998 XIII ბანგკოკი, ტაილანდი (4) 6—20 დეკემბერი 41
2002 XIV პუსანი, კორეის რესპუბლიკა 29 სეაქტემბერი — 14 ოქტომბერი 44
2006 XV დოჰა, კატარი 1—15 დეკემბერი 45
2010 XVI კუანგჭოუ, ჩინეთი 12—27 ნოემბერი 45
2014 XVII ინჩეონი, კორეის რესპუბლიკა 19 სექტემბერი — 4 ოქტომბერი 45
2018 XVIII ჯაკარტა (2) და პალენბანგი, ინდონეზია 18 აგვისტო — 2 სექტემბერი 45
2022 XIX ხანგჭოუ, ჩინეთი 10—25 სექტემბერი
2026 XX ნაგოია, იაპონია 19 სექტემბერი — 4 ოქტომბერი
2030 XXI დოჰა, კატარი
2034 XXII ელ-რიადი, საუდის არაბეთი

მედლების საერთო ჩათვლა

ადგილი ქვეყანა ოქრო ვერცხლი ბრინჯაო მთლიანობაში
1 აზიური თამაშები  ჩინეთი 1342 900 653 2895
2 აზიური თამაშები  იაპონია 957 980 913 2850
3 აზიური თამაშები  სამხრეთი კორეა 696 606 761 2063
4 აზიური თამაშები  ირანი 159 161 175 495
5 აზიური თამაშები  ყაზახეთი 140 600 260 1000
6 აზიური თამაშები  ინდოეთი 139 178 285 602
7 აზიური თამაშები  ტაილანდი 121 159 233 513
8 აზიური თამაშები  ჩრდილოეთი კორეა 98 132 166 396
9 აზიური თამაშები  ტაივანი 82 125 255 452
10 აზიური თამაშები  ფილიპინები 63 112 215 390
11 აზიური თამაშები  უზბეკეთი 63 96 114 273
12 აზიური თამაშები  ინდონეზია 60 95 203 358
13 აზიური თამაშები  მალაიზია 56 88 132 276
14 აზიური თამაშები  პაკისტანი 44 63 93 200
15 აზიური თამაშები  სინგაპური 37 55 101 193
ჯამში 4313 4295 5136 13 744

სახეობების ჩამონათვალი

პროგრამა მოიცავს აზიის მინიმუმ 6 ქვეყანაში კულტივირებული სპორტის სახეობას, რომელთაგან 4 მონაწილეობს რეგულარულ თამაშებში:

სხვა აზიური თამაშები

აზიური თამაშების გარდა, ზამთრის აზიური თამაშები (1986 წლიდან), აზიური დახურული თამაშები (2005 წლიდან ), სანაპიროს აზიური თამაშები (2008 წლიდან ლუწი წლები), აგრეთვე რეგიონალური (შუა აზიის, აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და დასავლეთ აზიის).

სქოლიო

Tags:

აზიური თამაშები ისტორიააზიური თამაშები ზაფხულის ს სიააზიური თამაშები მედლების საერთო ჩათვლააზიური თამაშები სახეობების ჩამონათვალიაზიური თამაშები სხვა აზიური თამაშები სქოლიოაზიური თამაშებიაზიაბრინჯაოვერცხლიოქროსაერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თბილისური ეზომდგრადი განვითარებაქრომოსომასაბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიისლანდიაემპათიაუშგულის თემიმილიმეტრიმინერალებიიზოტოპებითორნიკე ოქრიაშვილიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითვაკო ყაზაიშვილისაღვთო რომის იმპერიაბორჯომიგლობალიზაციაზლატან იბრაჰიმოვიჩიმასტურბაციავახტანგ I გორგასალიდელფინებიპროტესტანტული რეფორმაციაჰოლოკოსტიჰექტარიპირველი რესპუბლიკის მოედანიბიბლიაარაგვიკარტოფილილეიკოციტებირუსთავიიუდაიზმისაქართველო VI საუკუნეშიზაქარია ფალიაშვილიმარშალის გეგმაძველი საბერძნეთიდავით ყიფიანინავთობიმიუზიკლიადამიანის ჩონჩხირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისიმკვრივეაკაკი წერეთელისპორტი საქართველოშიალკოჰოლიზმისვანური კოშკიჩემი ცოლის დაქალებისომხური სამოციქულო ეკლესიაჰეკლაწიგნიგიორგი სააკაძესაბა ლობჟანიძებაგრატის ტაძარიინდუსტრიული რევოლუციაOmniwebგლობალური დათბობასაფრანგეთის რევოლუციალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიგიორგი IV ლაშააბრეშუმის დიდი გზაპურიდიდება (ჰიმნი)ხევსურეთიმთის არწივიდუნაიკახეთის მხარესაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიეპითეტილამპრობაინგლისის რევოლუციაარჩილ არველაძექართული საბჭოთა ენციკლოპედიააშშ-ის პრეზიდენტების სიავიკიპედიაევროპის თასების მფლობელთა თასი 1980-1981დიმიტრი ყიფიანი🡆 More