ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი (დ.
5 მარტი, 1809, ნორფოლკი, აშშ — გ. 24 თებერვალი, 1876, მონროვია, ლიბერია) — ლიბერიის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პირველი (1848–1856 წწ. და მეშვიდე (1872–1876 წწ.) პრეზიდენტი.
ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი | |
ლიბერიის 1-ლი პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1848 – 7 იანვარი, 1856 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | სტივენ ალენ ბენსონი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 1872 – 3 იანვარი, 1876 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ენტონი გარდინერი |
წინამორბედი | ჯეიმზ სკივირინგ სმიტი |
მემკვიდრე | ჯეიმზ-სპრინგს პაინე |
დაბადებული | 5 მარტი, 1809 ნორფოლკი, აშშ |
გარდაცვლილი | 24 თებერვალი, 1876 მონროვია, ლიბერია |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
დაიბადა ვირჯინიაში, აშშ. 1829 წელს მისი ოჯახი გადასახლდა ლიბერიაში, მონროვიაში გახსნეს მაღაზია. მისი უშუალო მონაწილეობით 1847 წელს ლიბერიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1848 წელს კი აირჩიეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად. 1856 წელს გადადგა თანამდებობიდან, მაგრამ 1871 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და გაიმარჯვა კიდეც. ქვეყნის სათავეში დარჩა 1876 წლამდე, თუმცა ავადმყოფობის გამო შრომისუუნარო იყო 1875 წლიდან. 1876 წელს მანდატის ამოწურვიდან ერთ თვეში გარდაიცვალა.
ლიბერიის მთავარ აეროპორტს მისი პატივისცემის ნიშნად ეწოდება რობერტს-ფილდი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.