მონროვია

მონროვია (ინგლ.

Monrovia) — ლიბერიის დედაქალაქი, მონტსერადოს საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, მდინარე სენტ-პოლისა და მესურადოს შესართავში. გამოიყოფა დიდი მონროვიის რაიონი, სადაც 2008 წლის აღწერის მონაცემებით ცხოვრობდა 970,824 ადამიანი, შესაბამისად, მასზე მოდის ქვეყნის მოსახლეობის 29%. მონროვია ლიბერიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. ქვეყნის მთავარი კულტურული, პოლიტიკური და ფინანსური ცენტრი, ამასთანავე ძირითადი სავაჭრო ცენტრი და დიდი ნავსადგურია. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გაფართოვდა მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დროს ამერიკელების მიერ. ნავსადგური გამოიყენება გემების სადგომად და მათ შესაკეთებლად. ექსპორტზე უმეტესწილად გააქვთ რძეწვენი და რკინის მადანი. ადგილზევე მზადდება ცემენტი, აგური, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, კვების პროდუქტები და სხვა.

დასახლებული პუნქტი
მონროვია
ინგლ. Monrovia
მონროვია
დროშა
მონროვია

ქვეყანა ლიბერიის დროშა ლიბერია
კოორდინატები 6°18′38″ ჩ. გ. 10°48′17″ დ. გ. / 6.31056° ჩ. გ. 10.80472° დ. გ. / 6.31056; -10.80472
დაარსდა 25 აპრილი, 1822
ფართობი 194.25 კმ²
მოსახლეობა 1 021 762 (2008)
სასაათო სარტყელი UTC+0
მონროვია — ლიბერია
მონროვია

ქალაქი დაარსდა 1822 წელს აშშ-იდან გადმოსახლებული ზანგების მიერ და სახელი ეწოდა ამერიკის პრეზიდენტის ჯეიმზ მონროს პატივსაცემად. 1847 წლიდან ლიბერიის რესპუბლიის დედაქალაქია. საგანმანათლებლო ცენტრი. მონროვიაში არის ლიბერიის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აფრიკის მეთოდისტური საეპისკოპოსო უნივერსიტეტი, სტელა-მარის პოლიტექნიკური სასწავლებელი და სხვა მრავალი. სამედიცინო განათლების მიღება შესაძლებელია სამედიცინო კოლეჯში.

არქიტექტურული შენობებიდან საყურადღებოა კაპიტოლიუმი (1958), აღმსასრულებელი სახლი (1964), მუნიციპალიტეტის შენობა და სხვ. ქალაქში არსებული მრავალი შენობა-ნაგებობა ძლიერ იყო დაზიანებული სამოქალაქო ომის დროს 1990-იან წლებში.

ჰავა სუბეკვატორულია. იანვრის საშუალო ტემპერატურა უდრის 26,5°C, ივლისის 24,2°C. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა დაახლოებით 4000 მმ წელიწადში. კლიმატურ პირობებში გამოიყოფა მწვიმიანი და მშრალი სეზონები.

მონროვია აგრეთვე წარმოადგენს ლიბერიის მთავარ სატრანსპორტო კვანძს. არის საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

193919452008აგურიამერიკელებიატლანტის ოკეანედედაქალაქიინგლისური ენალიბერიამეორე მსოფლიო ომირკინის მადანირძეწვენიცემენტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რუსეთ-საქართველოს ომი (1921)ნარიყალაბაგრატ III (საქართველოს მეფე)აფხაზეთის ომი (1992-1993)ჩინგიზ-ყაენიქვეყნების სატელეფონო კოდების სიაბრუნებარაფიელ ერისთავისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიგამაფრთხილებელი შეფერილობადავით კლდიაშვილიტრეფიკინგიმოსახლეობის სიმჭიდროვეშოთა არველაძეაია-სოფიას ტაძარიდავით გურამიშვილიანალური სექსისამანიშვილის დედინაცვალიიბრაჰიმ ტრაორებერიკაობასომხეთითავისუფლება (ფილოსოფია)ისლამური სახელმწიფოცივი ომიბუნებათბოგამტარობავიტამინებიპარაცეტამოლიწინადადებაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაგრადა-ფამილიასაქართველო V საუკუნეშიევროპა-აზიის საზღვარიფუტკრებითორნიკე ოქრიაშვილისასანიანთა იმპერიაწითელი წიგნიაქლემისილიციუმიმიწისძვრაყარაჩოხელიძუძუმწოვრებიბულბულიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიათბილისის კურორტების ჯგუფიგიორგი ჩაკვეტაძეარაბობა საქართველოშირითმარელიგიაქეთევან დედოფალიტყესაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაალავერდისისხლის მიმოქცევის სისტემარაგბიჰაერისტამბოლიაჭარანატრიუმიგელათის მონასტერირიცხვითი სახელიკრიშტიანუ რონალდუფოთიკულტურასაქართველოს ისტორიაბიზანტიის იმპერიაკონსტანტინოპოლის დაცემაუკრაინაკალათბურთიგალაკტიონ ტაბიძერეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჯაყოს ხიზნებილათინური ენაგველის-მჭამელივაჟა-ფშაველამთვარეკომპიუტერი🡆 More