1469 ყარაბაღის ბრძოლა

ყარბაღის ბრძოლა - ბრძოლა აყ-ყოიუნლუს მეთაურ უზუნ-ჰასანსა და სამარყანდის თემურიდებს შორის, რომელთაც აბუ-სეიდ მირზა ხელმძღვანელობდა.

ბრძოლა გაიმართა 1469 წლის 4 თებერვალს და თემურიდების დამარცხებითა და აბუ-სეიდის შეპყრობითა და სიკვდილით დასჯით დამთავრდა. ბრძოლის შემდეგ თემურიდებმა ერაყის ან ირანის თავიანთ სამეფოში მოქცევის იმედი საბოლოოდ დაკარგეს.

1469 ყარაბაღის ბრძოლა
ყარაბაღის მუქი და მჭიდრო ტყეები, (შავი ბაღი)

ბრძოლის წინა ფონი

1469 ყარაბაღის ბრძოლა 
ყარაბაღის ბრძოლაში გამარჯვებული უზუნ-ჰასანის ევროპული ილუსტრაცია

კონფლიქტი ჯეჰან-შაჰის მმართველობის ქვეშ მყოფი ყარა-ყოიუნლუსა (შავბატკნიანი თურქმენები) და უზუნ-ჰასანის მმართველობის ქვეშ მყოფი აყ-ყოიუნლუს შორის გადამწყვეტი წერტილი იყო XV საუკუნეში. ჯეჰან-შაჰის მმართველობის პერიოდში ყარა-ყოიუნლუს საზღვრებმა ანატოლიის, თანამედროვე ერაყის, ცენტრალური ირანისა და საბოლოოდ ქერმანის ტერიტორიები მოიცვა. ჯეჰან-შაჰი და მისი წინამორბედები სამარყანდის თემურიდების დინასტიის ქვეშევრდომები იყვნენ. XV საუკუნის შუა ხანებში თემურიდების დინასტია დასუსტდა. ჯეჰან-შაჰი ხორასანში 1458 წლის ზაფხულში შეიჭრა. მას შემდეგ რაც ჯეჰან-შაჰმა ჰერათი დაიაკვა, აბუ-სეიდ მირზა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რასაც ყარა-ყოიუნლუს შიგნით აჯანყებებიც დაემატა. 1458 წლის 22 დეკემბერს ხორასანი, მაზანდარანი და გორგანი თემურიდებს დაუბრუნდა და აბუ-სეიდ მირზამ ჰერათი ხელმეორედ დაიკავა.

უზუნ-ჰასანმა მემკვიდრეობა აღმოსავლეთ ანატოლიაში ტახტისთვის მებრძოლი მისი მეტოქეების დამარცხების შედეგად მიიღო. იგი ოსმალთა იმპერიისა და ყარა-ყოიუნლუს მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა და მათ წინააღმდეგ მიმართული ფართო კამპანიის მეშვეობით მრისხანე მებრძოლის სახელი მოიხვეჭა. 1467 წლის 30 ოქტომბერს (ან 11 ნოემბერს) მან სანჯაკის მახლობლად (ბინგოლის პროვინცია), ჩაპაქჩურის ბრძოლაში ჯეჰან-შაჰი დაამარცხა. უზუნ-ჰასანმა მომენტით ისარგებლა და ჯეჰან-შაჰის ვაჟი, ჰასან-ალიც დაამარცხა მერენდის მახლობლად.

ჰასან-ალი ხორასანში გაიქცა და დახმარება აბუ-სეიდ მირზას სთხოვა, რომელიც იმ დროისთვის მერვში იმყოფებოდა. უზუნ ჰასანი მოვლენების ამგვარი განვითარების გამო წუხდა და თემურიდების მეფეს წერილი მისწერა, რომელშიც ხაზს უსვამდა, რომ თემურიდების დინასტიის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი, ხოლო ყარა-ყოიუნლუს მიმართ არა. აბუ-სეიდ მირზას უზუნ-ჰასანის განზრახვებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები ჰქონდა. მას ტერიტორიების გაფართოება და დიდი ბაბუისდროინდელი დიდების დაბრუნება სურდა, თუმცა ყარაბაღის ბრძოლაში უზუნ-ჰასანთან დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა, ხოლო მისი არმიის დიდი ნაწილი ასევე ტყვედ ჩაბარდა ან უკან დახევისას დაიღუპა.

შედეგები

1469 ყარაბაღის ბრძოლა 
სულთან ჰუსეინ ბეიქარა

სამი დღის შემდეგ აბუ-სეიდ მირზას იადიგარ-მუჰამად მირზამ თავი მოკვეთა ან მოწამლა. მოგვიანებით, იმავე წელს უზუნ-ჰასანმა იადიგარ-მუჰამადი აბუ-სეიდის მემკვიდრედ დაასახელა და მას სამხედრო ძალები ჩააბარა, რომლითაც ხორასანი უნდა აეღო, რომელსაც სულთანი ჰუსეინ ბაიქარა მართავდა. თემურიდების დამარცხება გადამწყვეტი აღმოჩნდა. მალე მათი იმპერია რამდენიმე ნაწილად გაიყო. თემურიდების სამეფო გაიყო ორ ნაწილად: ხორასნად და მავერანაჰრიდ და მათ მიმდებარე პროვინციებად. ხორასნის დედაქალაქი ჰერათი იყო და სულთან ჰუსეინ ბაიქარას ხელში აღმოჩნდა. მავერანაჰრი კი აბუ-სეიდ მირზას ოთხ შვილს შორის გაიყო: სულთან აჰმედ მირზა სამარყანდისა და ბუხარის მეფე იყო; სულთან მაჰმუდ მირზა - ბალხის, ყუნდუზის, ხატლონის რეგიონის, ჰისარის, ბადახშანისა და ჩაღანიანის მეფე; ულუღ-ბეგ მირზა II - ქაბულისა და ღაზნის მეფე; უმარ-შაიხ მირზა II - ფერგანისა და ხოჯენდის მეფე. ამ პროვინციათა მმართველები ხშირად ებრძოდნენ ერთმანეთს.

სქოლიო

Tags:

აყ-ყოიუნლუერაყიირანიუზუნ-ჰასანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართული მითოლოგიამეტაბოლიზმიზურიკო დავითაშვილიმცხეთაბაში-აჩუკი (ფილმი)აიდა (ოპერა)უოლისი და ფუტუნანიუტონის კანონებიბუდაპეშტისაქართველო IX-X საუკუნეებშიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაგულიქართველებილაზებიYouTubeასტანატრეფიკინგიშინაური ძაღლიგერმანიის ქალაქების სიაკუბიზმისანქტ-პეტერბურგიალმასიხავსებიგიორგი V ბრწყინვალეამასიის ზავივაჟა-ფშაველარიტმიპროქსიმა კენტავრი bაქლემიაზერბაიჯანიკვადრატული მეტრიმთის არწივიბიძინა ივანიშვილიართურ კონან დოილისლოვაკეთიდაუნის სინდრომისაბა საზონოვინეიტროფილებიეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაოქროს საწმისიიგავ-არაკიეგვიპტეტუბერკულოზიწმინდა ნინოსოფლის მეურნეობაგიორგი XIIგამზრდელი (პოემა)ოსმალეთის იმპერიის ისტორიასაქართველოს სატელეფონო კოდებიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითრომის იმპერიაბიპოლარული აშლილობაფეხბურთის წესებიაფრიკის ქვეყნების სიალითოსფეროადმირალი (პეპელა)ფრინველთა მიმოფრენასაქართველოს სამეფოგრიგოლ ხანძთელიმონაკოდორტმუნდისტუმარ-მასპინძელიიეთიმ გურჯიმინერალების სიაფოლკლორიმითიანალური სექსისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაარალის ზღვანივთიერებაფერნანდო მაგელანიმუსიკალეხი (საფეხბურთო კლუბი)🡆 More