ქარდა ქარდუხი: ქართველი მწერალი, მთარგმნელი

ქარდა ქარდუხი (ნამდვილი სახელი — ფრიდონ ქარდავა; დ.

11 მარტი, 1974, სოფ. შრომა, სოხუმის რაიონი) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი.

ქარდა ქარდუხი
ქარდა ქარდუხი: ბიოგრაფია, შემოქმედება, რესურსები ინტერნეტში
დაბადების თარიღი 11 მარტი, 1974(1974-03-11) (50 წლის)
საქმიანობა მწერალი და მთარგმნელი
მოქალაქეობა ქარდა ქარდუხი: ბიოგრაფია, შემოქმედება, რესურსები ინტერნეტში სსრკ
ქარდა ქარდუხი: ბიოგრაფია, შემოქმედება, რესურსები ინტერნეტში საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე ქეთევან გიორგაძე

ბიოგრაფია

1974 წლის 11 მარტს დაიბადა სოხუმის რაიონ სოფელ შრომაში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და 1991 წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე, ისტორიის განხრით, რომელიც დაამთავრა 1996 წელს. 1992–1993 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, აფხაზეთში. 1999-2004 წწ მუშაობდა ბათუმში, სკოლაში „ევრო 2000“, ისტორიის მასწავლებლად. ამჟამადაც ცხოვრობს ბათუმში და მუშაობს არქივში.

ჰყავს მეუღლე — პოეტი ქეთევან გიორგაძე და ვაჟი — ქუჯი ქარდავა.

შემოქმედება

მისი პირველი ნოველა „აღელდი პონტო“ გამოქვეყნდა გაზეთ „აჭარაში“ 1994 წელს. იმავე წელს მოთხრობა „ვარსკვლავმორბედი“ დაიბეჭდა კრებულში „მზე მოვა ვიდრე“. აქვეყნებდა თარგმანებს ამერიკული პოეზიიდან. 2001 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნალებში: „მნათობი“, „ცისკარი“, „ლიტერატურული პალიტრა“,„ჭოროხი“, „ჩვენი მწერლობა“.

2000–2004 წწ თარგმნიდა ცნობილი ამერიკელი პოეტის, ედგარ ლი მასტერსის ნაწარმოებს „სფუნ რივერის ანთოლოგია“. პოემა ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა გაზეთში „ჩვენი მწერლობა“, ასევე ჟურნალ „ომეგასა“ და „ალტერნატივაში“. 2005 წელს გამოიცა ედგარ ლი მასტერსის პოემის „სფუნ რივერის ანთოლოგიის“ მისეული თარგმანი წიგნად.

მოთხრობა „მანსარდა თავლაში“ და ემილი დიკინსონის ერთი ლექსის თარგმანი დაიბეჭდა კრებულში „ურაკპარაკი 2008“. მოთხრობა „ნოსირი“ შევიდა ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტში „ჩემი მოთხრობა“.

მონაწილეობდა გამომცემლობა „ინტელექტის“ პროექტში „ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი“ (უოლტ უიტმენი, რადიარდ კიპლინგი).2011 წელს მისი რომანი „ძაფზე მოფარფატე სული“ დიბეჭდა ჟურნალში „ჩვენი მწერლობა“ ხოლო 2013 წელს გამომცემლობა „საუნჯემ“ როსტომ ჩხეიძის რედაქტორობით გამოსცა წიგნად.

2015 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების კრებული „ბატიბუტის ჩურჩხელა“.

მოთხრობა „თუნთია“ 2017 წელს დაიბეჭდა „ლიტერატურულ გაზეთში“, ხოლო 2018 წელს ბულგარეთში, კრებულში „მორე“.

ჟურნალ მასწავლებლისა და ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ს ორგანიზებით გამართულ კონკურსში მისი მოთხრობა „აცილება“ შევიდა საუკეთესო მოთხრობათა ათეულში.

2020 წელს გამომცემლობა „პალიტრა L“ -ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გახდი ბესთსელერის ავტორი, მისი რომანი „ჰერმესის დახლიდარები“ გახდა ხალხისა და ჟიურის ერთობლივი რჩეული და გამოიცა წიგნად.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ქარდა ქარდუხი ბიოგრაფიაქარდა ქარდუხი შემოქმედებაქარდა ქარდუხი რესურსები ინტერნეტშიქარდა ქარდუხი სქოლიოქარდა ქარდუხი11 მარტი1974სოხუმის რაიონიქართველებიშრომა (სოხუმის მუნიციპალიტეტი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს ბრძოლების სიაფსიქოლოგიაევროკავშირიორგაზმიჩემი ცოლის დაქალებინათურაფშავისაქართველოს სამხედრო წოდებებიკონსტიტუციასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაქართული სამზარეულოეიფელის კოშკიმიხეილ ჯავახიშვილიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიყივანახველასელჩუკთა სახელმწიფომალტახეოფსის პირამიდასაქართველოს პარლამენტიდაუნის სინდრომიმაიმუნებიაფხაზებიადიშის ოთხთავიპლურალიზმიანტონიმიბუდაპეშტიბაგრატის ტაძარიალექსანდრე I დიდისისხლის მიმოქცევის სისტემა25 აპრილიიუსტინიანე Iცხოველებიკანადალიბერალიზმინიუტონის კანონებივიტამინებირკინაბრაზილიაგნეუს პომპეუს მაგნუსისაქართველო XII-XIII საუკუნეებშირენესანსიფარნავაზ Iლუი XIVვენერაპოლიტიკური გეოგრაფიაბარსელონამთავარი გვერდირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ჯაყოს ხიზნებიოცდაათწლიანი ომიკლიმატის ცვლილებამტირალას ეროვნული პარკიწნევაგიორგი IV ლაშამიტოზიგიორგი მამარდაშვილიკანონიერი ქურდიანემიაეგვიპტეგალაკტიონ ტაბიძებერძნული ხელოვნებარომანტიზმიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიამაზონივეშაპისნაირნიგიორგი XIIკორდილიერებისაქართველოს სამეფოსერვიტუტი (უფლება)საქართველოს სახელმწიფო გერბი1832 წლის შეთქმულებაარსებითი სახელიტუბერკულოზიაშშ-ის ისტორიატყეკამეჩებიაფრიკის ქვეყნების სია🡆 More