ფინეთის გეოგრაფია

ფინეთის გეოგრაფია განსხვადება სკანდინავიის სხვა ქვეყნების გეოგრაფიისგან.

ქვეყანა მდებარეობს ევროპის კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთში, შემოსაზღვრულია ბალტიის ზღვითა და ბოტნიისა და ფინეთის ყურეებით, სახმელეთო მეზობლები კი არიან შვედეთი, ნორვეგია და რუსეთი. რეგიონის სხვა ქვეყნების მსაგვსად ფინეთის ტერიტორია მოქცეულია ჩრდილოეთის 60° პარალელის ჩრდილოეთით. ხმელეთის ფართობის დაახლოებით მეოთხედი და მთლიანი ფართობის მესამედი არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარეობს.

ფინეთის გეოგრაფია
ფინეთის რუკა
ფინეთის გეოგრაფია
თანამგზავრული ფოტო

ზომა, საზღვრები და გეოლოგია

ფინეთის მთლიანი ფართობი 337,030 კმ²-ია და მეექვსე ქვეყანაა ევროპაში ფართობის მხრივ საფრანგეთის, უკრაინის, ესპანეთის, შვედეთისა და გერმანიის შემდეგ. ფართობის 10% წყალს უკავია, 69% ტყეს, 8% დამუშავებულ მიწებს, ხოლო დარჩენილი 13% სხვა დანარჩენს.


ფინეთის გეოგრაფიაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია კონტინენტურმა გამყინვარებამ, რომელმაც ქვეყანაში მრავალფეროვანი რელიეფი წარმოქმნა. 100 000 წლის წინ მყინვარებმა უკან დაიხია და დატოვა მორენები, დრუმლინები და ოზები. ამ პერიოდის კიდევ ერთი გამოვლინებაა ათასობით ტბა. მყინვარების მოძრაობის სიძლიერემ უამრავი ქვაბული დატოვა, რომლებიც შემდეგ გამავალმა წყლებმა ამოავსო.

ფინეთის კონტური ცალხელიან ადამიანს წააგავს. ეს ფაქტი ფინელებმა მრავალ ეროვნულ განსახიერებაში წარმოსახეს ნახატების სახით. 1941-1944 წლებში, საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომის ფინეთმა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა და როგორც ამბობენ, სწორედ ამ დროს დაკარგა ადამიანის ფიგურამაც მეორე მკლავი.

რელიეფის ფორმები

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეიძლება დაიყოს განსხვავებულ გეოგრაფიულ რეგიონებად, რომელთა შორისაც როგორც წესი, რომელიმე ერთი დომინირებს. ფინეთი ამ მხრივ ოთხ რეგიონად იყოფა: ფინეთის არქიპელაგი, სადაც წყალი და კლდეები დომინირებს; ფინეთის სანაპირო რეგიონი, რომელიც თიხამიწის ვრცელი ვაკეებისგან შედგება და ფინეთის ძირითად სასოფლო-სამეურნეო რეგიონს წარმოადგენს; ფინეთის შიდა ნაწილში მდებარე ტბების რაიონი, რომელიც ვრცელი ტყეებით გამოირჩევა და ფინეთის მთიანეთი, რომელიც არქტიკული ბუჩქნარითაა დაფარული.

კლიმატი

ჩრდილოეთში მდებარეობის გამო, ფინეთში წელიწადის ყველაზე ხანგრძლივი სეზონი ზამთარია. მხოლოდ სამხრეთ სანაპირო ზოლშია ზაფხულისა და ზამთრის ხანგრძლივობა თანაბარი. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ არქიპელაგზე, ზამთარი დაახლოებით დეკემბრის დასაწყისიდან მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება, ხოლო ლაპლანდიაში ოქტომბრის დასაწყისიდან მაისის დასაწყისამდე. აქედან გამომდინარე, ფინეთის სამხრეთ ნაწილი წელიწადში მხოლოდ 3-4 თვის განმავლობაშია თოვლით დაფარული, მაშინ როცა ჩრდილოეთი ნაწილი შვიდი თვითაა თოვლის საფარის ქვეშ. ჩრდილოეთ ნაწილში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 500 - 600 მმ-ია, სამხრეთში 600 - 700 მმ.

ფინეთის კლიმატს აყალიბებს მის დასავლეთით მდებარე ატლანტის ოკეანე და აღმოსავლეთით მდებარე ევრაზიის კონტინენტი. გოლფსტრიმისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის თბილი დინებები ნორვეგიასა და შვედეთთან ერთად, ფინეთსაც „ათბობენ". ბალტიის ზღვაში დასავლეთიდან შემომდინარე თბილი ჰაერის მასები გავლენას ახდენს ფინეთის სანაპირო ზოლის კლიმატზე.

ფინეთის ტერიტორიაზე დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა 37.2 °C (2010 წლის ივლისი, ლიპერი), მინიმალური კი −51.5 °C (1999 წლის 28 იანვარი, კიტილა).

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ფინეთის გეოგრაფია ზომა, საზღვრები და გეოლოგიაფინეთის გეოგრაფია რელიეფის ფორმებიფინეთის გეოგრაფია კლიმატიფინეთის გეოგრაფია იხილეთ აგრეთვეფინეთის გეოგრაფია რესურსები ინტერნეტშიფინეთის გეოგრაფია სქოლიოფინეთის გეოგრაფიაარქტიკული წრებალტიის ზღვაბოტნიის ყურეევროპაკონტინენტინორვეგიარუსეთისკანდინავიაფინეთიფინეთის ყურეშვედეთიჩრდილოეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

უშგულის თემიპლანეტათევზებიპინგვინისნაირნიდიოკლეტიანეინგლისიმოლინუასულხან-საბა ორბელიანისაქართველო VI საუკუნეშიერთეულთა საერთაშორისო სისტემათავისუფლება (ფილოსოფია)აუტიზმიჯულიანო მედიჩიტროპიკული ტყეებიგუბაზ სანიკიძეწიწვოვნებიმიხეილ ლომონოსოვირკინაიგავ-არაკიალაზანისვანეთინავთობიკლავიკორდიქართული ღვინობაგრატ III (საქართველოს მეფე)თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიფოთოლიქართული საბჭოთა ენციკლოპედიასოლომონ Iევროპაჯვაროსნული ლაშქრობებიქართული მითოლოგიამიხეილ სააკაშვილიარალის ზღვარომანტიზმიკანადაოჯახიღეროვანი უჯრედიყვავილიქუნთრუშათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიინფორმაციაბაიკალიამაზონის ჯუნგლებიფარავანიგურამ დოჩანაშვილიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითნაციონალიზმიაზოტიტუტსიგიორგი ცაბაძეთერგდალეულებინახშირწყლებიჰამლეტ გონაშვილირკინის კაცინანა ფაჩუაშვილი28 მარტიერთა ლიგაძალადობახეწითელი წიგნისაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობამთლიანი შიდა პროდუქტისაქართველოს სახელმწიფო გერბიბაში-აჩუკისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიმუშთაიდის ბაღიდედამიწის სტრუქტურაელინიზმილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიგიორგი II (საქართველოს მეფე)თემიდათამბაქოკრისტალბეთიხელოვნური ინტელექტიევოლუციადედაქალაქი🡆 More