ტრაპიზონის ოპერაცია

ტრაპიზონის ოპერაცია — სამხედრო ოპერაცია პირველი მსოფლიო ომის დროს, კავკასიის ფრონტზე ქალაქ ტრაპიზონის ასაღებად.

ოპერაცია მიმდინარეობდა 1916 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით.

ტრაპიზონის ოპერაცია
ტრაპიზონის აღება რუსეთის ჯარის მიერ, 1916 წლის ილუსტრაცია

ბრძოლა

1915 წელს რუსეთის იმპერიის ფლოტმა დაბომბა ქალაქი ტრაპიზონი დაბომბვის შედეგად 1300 ადამიანი დაიღუპა. 1916 წლის იანვარში რუსეთის კავკასიის არმიის ზღვისპირეთის რაზმმა დაიწყო შეტევა ოსმალეთის იმპერიის მე-3 არმიის წინააღმდეგ. შეტევას მხარს უჭერდა შავი ზღვის ფლოტის ბათუმის რაზმი (1 სახაზო ხომალდი, 2 საესკადრო ნაღმოსანი, 2 ნაღმოსანი, 2 საკანონერო ნავი), რომელიც მდინარე არქაბესუს მიადგა და სახომალდო არტილერიით ჩაახშო ოსმალური ბატარეები. 6 თებერვალს ზღვისპირეთის რაზმმა (15 000 კაცი) არქაბესუს ნაპირიდან ტრაპიზონს შეუტია. 1916 წლის 4 მარტს რუსეთის არმიამ დაიკავა პაზარი. ორ დღეში ისინი აკონტროლებდნენ ლაზისტანის სანჯაყს და ტრაპიზონიდან 50 კმ-ში იდგნენ. რუსეთის არმიას, პარტიზანული წინააღმდეგობის გამო, კიდევ 40 დღე დასჭირდა ტრაპიზონის ასაღებად.საზღვაო დესანტის მხარდაჭერით რუსეთის არმიამ ხელთ იგდო რიზე, ოფომი, ხუმურგიანი და 14 აპრილს მიადგა მდინარე ყარადერესთან ოსმალთა გამაგრებულ პოზიციას. 7-8 აპრილს ზღვისპირეთის რაზმის გასაძლიერებლად რიზესა და ხუმურგიანში ნოვოროსიისკიდან ზღვით გადასხეს პლასტუნთა ორი ბრიგადა. ბათუმის რაზმი გააძლიერეს 2 ხომალდით და 1 საესკადრო ნაღმოსნით. ტრაპიზონის ადმინისტრაციამ დაინახა მოსალოდნელი საფრთხე და მმართველობა გადასცა ბერძენ მიტროპოლიტ ქრისზანთოსს, რომელმაც დადო პირობა მუსლიმი მოსახლობის დაცვისა. ოსმალურმა არმიამ ქალაქი დატოვა და 15 აპრილს რუსეთის შეარაღებული ძალები ნიკოლოზ უმცროსისა და ნიკოლაი იუდენიჩის ხელმძღვანელობით უბრძოლველად შევიდნენ ქალაქში.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

კავკასიის ფრონტიპირველი მსოფლიო ომიტრაპიზონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კუბიზმიენგუს დიტონიკონსერვატიზმიდიეგო მარადონაწმინდა გიორგიმენსტრუაციაკალათბურთიიაკობ გოგებაშვილიგიორგი გოჩოლეიშვილიბუნებრივი რესურსებიტემპერამენტის ტიპებისაქართველოს მთათაშორისო ბარიკანონიერი ქურდიმეიოზიკოლხეთის სამეფოძირითადი საშუალების ცვეთატურიზმიკახეთის აჯანყება (1659)ჭიანჭველასებრნიბალტიმორივიკიპედიარუსთავიიოჰან სებასტიან ბახირაგბიპროტესტანტიზმივიქტორ დოლიძეთბილისური ეზოეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციატოკიოკვადრატული კილომეტრისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიმიგრაციაგეორგიევსკის ტრაქტატილურჯი ვეშაპიაჭარასაჰარაამერიკის შეერთებული შტატებიაღმოსავლეთი კავკასიონისოლომონ დოდაშვილიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაშავი ზღვაქაშვეთის ეკლესიარომის დაარსებაასტრიდ ლინდგრენი28 მარტიბათუმიტაო-კლარჯეთისაქართველოს წითელი ნუსხაინტერნეტიდემოკრატიაადამიანისაფრანგეთის რევოლუციასაქართველო IX-X საუკუნეებშიგრეგორ მენდელიმითისიტყვაინგლისის რევოლუციასაქართველოს სოფლებიბახტრიონი (პოემა)საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიმელაქართლიავსტრალიასაქართველო XVIII საუკუნეშიაუტიზმიჟანა დ’არკიჯვაროსნული ლაშქრობებირუი ჰაჩიმურაბიძინა ივანიშვილიინსულტიამფიბიებიგიორგი XIIსამანიშვილის დედინაცვალიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაჩემი ცოლის დაქალებიმიხეილ მესხის სტადიონისომხური სამოციქულო ეკლესიაქალთევზა🡆 More