შავი ზღვის ფლოტი

შავი ზღვის ფლოტი — რუსეთის სამხედრო ფლოტი შავ ზღვაზე.

ისტორია

რუსეთის იმპერიაში

ფლოტი შეიქმნა 1783 წელს რუსეთის იმპერიაში. 1785 წელს მასში შედიოდა 12 სახაზო ხომალდი, 20 ფრეგატი, 5 შხუნა და 23 სატრანსპორტო გემი. პრადი შემადგენლობა 13,5 ათასი კაცი. ფლოტი მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში 1787-1791 წლებში. თედორე უშაკოვის სარდლობით ფლოტმა მნიშვნელოვანი გამარჯვევები მოიპოვა ფიდონისის (1788), ქერჩის საზღვაო ბრძოლაში (1790), ტენდრის (1790) და კალიაკრის (1791) ბრძოლებში. 1798-1800 წლებში უშაკოვის ლაშქრობის შედეგად შავი ზღვის ფლოტმა საფრანგეთისგან გაათავისუფლა იონიის კუნძულები და კუნძული კორფუ. 1804 წელს შავი ზღვის ფლოტის მთავარი საადმირალო პორტი ხერსონის ნაცვლად გახდა სევასტოპოლი. 1807 წელს ადმირალ დიმიტრი სენიავინის ესკადრამ დარდანელისა და ათონის ბრძოლებში გაანადგურა ოსმალეთის ფლოტი. 1853 წლიდან ფლოტს ხელმძღვანელობდა ადმირალი მ. ლაზარევი. მის დროს განახლდა ხომალდების შემადგენლობა, სევასტოპოლში ააგეს საადმირალო. ყირიმის ომის დროს ვიცე-ადმირალ პ. ნახიმოვის ესკადრამ სინპის ბრძოლაში 1853 წელს გაანადგურა ოსმალეთის ესკადრა. 1854-1855 წლებში მონაწილეობდა სევასტოპოლის დაცვაში. 1905 წლის რევოლუციის დროს შავი ზღვის ფლოტში დაიწყო რევოლუციური გამოსვლები. ჯავშნოსან „პოტიომკინზე“ და კრეისერ „ოჩაკოვზე“ იფეთქა აჯანყებებმა, რომლებიც ჩახშობილ იქნა. პირველი მსოფლიო ომის დროს შავი ზღვის ფლოტი მოქმედებდა შავ ზღვაში გერმანიის და ოსმალეთის ძალების წინააღმდეგ და მხარს უჭერდა კავკასიის ფრონტის ჯარებს ზღვისპირა მიმართულების შეტევების დროს. 1916 წელს მონაწილეობდა ტრაპიზონის აღებაში.

საბჭოთა კავშირში

1936 წელს გაერთიანდა შავი ზღვის და აზოვის საზღვაო ძალები. მეორე მსოფლიო ომის დროს ფლოტში შედიოდა 1 სახაზო ხომალდო, 6 კრეისერი, 16 ლიდერი და საესკადრო ნაღმოსანი, 47 წყალქვეშა ნავი, 600 თვითმფრინავი. ფლოტი მონაწილეობდა ოდესის ბრძოლაში (1941), სევასტოპოლის დაცვაში (1941-1942), ქერჩ-ფეოდოსიის სადესანტო ოპერაციაში (1941-1942), კავკასიისთვის ბრძოლაში, ნოვოროსიისკ-ტამანის ოპერაციაში (1943).

რუსეთის ფედერაციაში

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ფლოტი მონაწილეობდა აფხაზეთის სანაპიროს ბრძოლაში. 2010 წლის 21 აპრილს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხარკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც შავი ზღვის ფლოტი სევასტოპოლში დარჩება კიდევ 25 წლით, ბუნებრივ გაზზე შეღავათის სანაცვლოდ.

ლიტერატურა

Tags:

შავი ზღვის ფლოტი ისტორიაშავი ზღვის ფლოტი ლიტერატურაშავი ზღვის ფლოტირუსეთიშავი ზღვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემააფროდიტელევან საგინაშვილიმართკუთხედიხვიჩა კვარაცხელიაგალაკტიონ ტაბიძეთემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიჯემალ ქარჩხაძესათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიანტონიმიშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამარიხუანასაქართველო IV საუკუნეშიგიორგი ყიფშიძეგაპიროვნებააკაკი წერეთელიოსმალეთის იმპერიაკოლოსეუმიქართული დამწერლობაურანიბუნებარითმამაროკოსაქართველოს სსრ წითელი წიგნიგასტრიტიჯაყოს ხიზნებიპედაგოგიკართველიერთეულთა საერთაშორისო სისტემადემოკრატიაანბანიარაბთა გაერთიანებული საამიროებიცენტნერიეგრისის დიდი ომიევერესტიგველებინოე სულაბერიძემონოთეიზმიმიგრაციაკვიპროსისაქართველო VI საუკუნეშისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიკილომეტრიიმპრესიონიზმიწნევაწრეწირირომბიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიჯვაროსნული ლაშქრობებიგიორგი I (საქართველოს მეფე)Europebetფუტიმიუზიკლიბაგრატის ტაძარიპეტრე ჩაიკოვსკიათონის ივერთა მონასტერიწმინდა გიორგინიანგებიკავკასიაკლიმატის ცვლილებავიტამინებიშრი-ლანკატბადიმიტრი ყიფიანიჭანჭახისწვერიდედა ენაბიპოლარული აშლილობაკრწანისის ბრძოლაეროზიამწერებითბილისისამანიშვილის დედინაცვალიტოლგვერდა სამკუთხედიდაუნის სინდრომიათი მცნებაგიორგი მიქაუტაძეცხოველებიენგურის ჰიდროელექტროსადგურიირაკლი ღარიბაშვილი🡆 More