ტონინო დელი კოლი (იტალ.
20 ნოემბერი, 1923, რომი — გ. 16 აგვისტო, 2005, რომი) — იტალიელი ოპერატორი.
ტონინო დელი კოლი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 ნოემბერი, 1923 რომი |
გარდაცვალების თარიღი | 16 აგვისტო, 2005 (81 წლის) რომი |
საქმიანობა | ოპერატორი |
აქტიური | 1938-1997 |
კარიერა დაიწყო 1938 წელს ჩინეჩიტაში. მუშაობდა სხვადასხვა რეჟისორებთან, სერჯო ლეონესთან, რომან პოლანსკისთან, ჟან-ჟაკ ანოსთან. კოლიმ აგრეთვე გადაიღო ფედერიკო ფელინის ბოლო სამი ფილმი. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო კოლის თანამშრომლობა პიერ პაოლო პაზოლინისთან. მათ ერთად გადაიღეს 12 ფილმი. კოლის უკანასკნელი ნამუშევარი იყო რობერტო ბენინის „ცხოვრება მშვენიერია“.
წელი | დასახელება | ორიგინალური დასახელება | რეჟისორი |
---|---|---|---|
1961 | აკატონე | Accattone | პიერ პაოლო პაზოლინი |
1962 | დედა რომა | Mamma Roma | პიერ პაოლო პაზოლინი |
1964 | მათეს სახარება | Il Vangelo secondo Matteo | პიერ პაოლო პაზოლინი |
1966 | კარგი, ცუდი და ბოროტი | The Good, the Bad and the Ugly | სერჯო ლეონე |
1968 | ერთხელ დასავლეთში | Once Upon a Time in the West | სერჯო ლეონე |
1971 | დეკამერონი | Il Decameron | პიერ პაოლო პაზოლინი |
1972 | კენტერბერიული მოთხრობები | I racconti di Canterbury | პიერ პაოლო პაზოლინი |
1975 | სალო, ანუ სოდომის 120 დღე | Salò o le 120 giornate di Sodoma | პიერ პაოლო პაზოლინი |
1984 | ერთხელ ამერიკაში | Once Upon a Time in America | სერჯო ლეონე |
1986 | ვარდის სახელი | The Name of the Rose | ჟან-ჟაკ ანო |
1986 | ჯინჯერი და ფრედი | Ginger e Fred | ფედერიკო ფელინი |
1986 | ინტერვიუ | Intervista | ფედერიკო ფელინი |
1987 | მთვარის ხმა | La voce della luna | ფედერიკო ფელინი |
1997 | ცხოვრება მშვენიერია | La vita è bella | რობერტო ბენინი |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ტონინო დელი კოლი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.