სპარტაკ ბაღაშვილი

სპარტაკ ლევანის ძე ბაღაშვილი (დ.

7 დეკემბერი, 1914, თბილისი — გ. 1 თებერვალი, 1977, იქვე) — ქართველი კინომსახიობი. სტალინური პრემიის ლაურეატი (1939). საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1963).

სპარტაკ ბაღაშვილი
სპარტაკ ბაღაშვილი
დაბადების სახელი სპარტაკ ბაღაშვილი
დაბადების თარიღი 7 დეკემბერი, 1914
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 1 თებერვალი, 1977 (62 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისელი მუშა-მოსამსახურის ოჯახში. მსახიობური ხელოვნება მისთვის უცხო არ იყო. მაგრამ თავდაპირველად სცენაზე არ უფიქრია — მან დაამთავრა სატყეო ტექნიკუმი. სტუდენტობისას იგი შემთხვევით ნახა ქუჩაში უხუცესმა ქართველმა რეჟისორმა ზაქარია ბერიაშვილმა, რომელიც მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა მიხეილ ჭიაურელის ფილმისათვის „არსენა“.

1944 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობთა სკოლა. 1935 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი პირველი როლი იყო არსენა ოძელაშვილის გმირი მიხეილ ჭიაურელის ფილმში „არსენა“ (1937). მსახიობმა შექმნა ქართველი ხალხის საყვარელი გმირის დამაჯერებელი სახე. სხვა როლებია: გიორგი („დიადი განთიადი“, 1938), ვანო („ქაჯანა“, 1941), ლუარსაბ მეფე („გიორგი სააკაძე“, 1942), ერთდროულად სამი როლი — მეწისქვილე ესტატე, გამზრდელი და ვაჟა-ფშაველა („აკაკის აკვანი“, 1963), ხევისბერი გოჩა („ხევისბერი გოჩა“, 1965), ლუკაია („მე ვხედავ მზეს“, 1965), ჯანყვათი („ცისკრის ზარები“, 1967), ღვთისია („ვედრება“, 1967), ქალუნდაური („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969). გადაიღეს კიევის კინოსტუდიის ფილმში „დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (მალფარი, 1964), ტაჯიკეთის კინოსტუდიის ფილმში „ნოსო“ (ბაბაკალონი, 1966) და სხვა.

სპარტაკ ბაღაშვილი გარდაიცვალა 1977 წლის 1 თებერვალს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია

ჯილდოები და აღიარება

ლიტერატურა

  • გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 376.
  • Рондели Л., Спартак Багашвили, М., 1966.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 77, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

Tags:

სპარტაკ ბაღაშვილი ბიოგრაფიასპარტაკ ბაღაშვილი ფილმოგრაფიასპარტაკ ბაღაშვილი ჯილდოები და აღიარებასპარტაკ ბაღაშვილი ლიტერატურასპარტაკ ბაღაშვილი რესურსები ინტერნეტშისპარტაკ ბაღაშვილი1 თებერვალი19141939196319777 დეკემბერითბილისისაქართველოს სსრ სახალხო არტისტისტალინური პრემიაქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რესპუბლიკააზერბაიჯანიმიგრაციაქართლის გაქრისტიანებაფსიქოლოგიამურა დათვიათენიაგამემნონიგორიდუნაისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიწმინდა გიორგიდენის ძალამარქსიზმიჩინეთიკახეთის აჯანყება (1659)ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024დიალიზიჰომოსექსუალობა26 აპრილიაფრიკის ქვეყნების სიაძიუდობათუმის ბოტანიკური ბაღიევერესტიკილოგრამისაქართველოს სატელეფონო კოდებიმსოფლიოს შვიდი საოცრებაიუსტინიანე Iბაბუაწვერაშენგენის ზონანიკო ლორთქიფანიძეანტიკური ხანანინო კასრაძევენდეტატრაპიზონიშოთა რუსთაველიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ცისფერყანწელებიეპითეტიხარებაბასიანის ბრძოლასაქართველოს პარლამენტიქართვლის დედაძველი საბერძნეთიაფხაზეთისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკანონიერი ქურდიემი უაინჰაუსიივანე მაჩაბელიგაზაფხულიიალბუზიEuropebetფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაბალდუინ IV იერუსალიმელიძუძუმწოვრებიარაგვიადამიანის უფლებებიარსებითი სახელინიკეის პირველი საეკლესიო კრებანიადაგისესილია თაყაიშვილიკომუნიკაციაგურიათახვიგაერთიანებული სამეფოაბო თბილელიარაბობა საქართველოშიმცხეთის ჯვრის მონასტერიქალწული (ასტროლოგია)ქანი (გეოლოგია)ასპექტი (გრამატიკა)მერწყულისტოიციზმიქაქუცა ჩოლოყაშვილიეროზია🡆 More