სარდიონ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილი (დ.
1814, სოფ. რუისპირი, ახლანდელი თელავის რაიონი ― გ. 1863, დაკრძალულია ახალ შუამთის ეკლესიაში) — ქართველი კრიტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო ექიმი. მსახიობ ლადო ალექსი-მესხიშვილის მამა.
1832—1836 წლებში სწავლობდა სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის მოსკოვის განყოფილებაში, რომელიც დაამთავრა ექიმისა და ვეტერინარის წოდებით. 1840 წლიდან მუშაობდა ექიმად თელავში, სიღნაღსა და თბილისში. 1848 წელს წარდგენილი დისერტაციის საფუძველზე მიენიჭა შტაბ-დოქტორის წოდება. ალექსი-მესხიშვილის კრიტიკული წერილები და თარგმანები (როჟე დე ბოვარის, ჟ. ფ. მარმონტელის, ეჟენ სიუს თხზულებებისა) იბეჭდებოდა გაზეთ „კავკაზსა“ და ჟურნალ „ცისკარში“. ეკამათებოდა თერგდალეულებს, იცავდა „მამათა“ პოზიციებს. 1861 წელს „ცისკარში“ გამოქვეყნებულ ალექსი-მესხიშვილის წერილს („უსტარი ანტიკრიტიკული“). აქ იგი იცავდა სამი სტილის თეორიას და იმ ასო-ნიშნებს, რომელთა ხმარებაზე ილია ჭავჭავაძემ უარი თქვა (უ, ჱ, ჲ, ჳ, ჴ). ამავე წერილში მან პასუხი გასცა ილია ჭავჭავაძეს ფრანგულიდან ჟ. ფ. მარმონტელის „მეუდაბნოენის“ საკუთარი თარგმანის გამო (დაიბეჭდა 1852 წლის № 1 და №2 „ცისკარში“) და დამრიგებლური ტონით გაახსენა კარამზინის დამსახურება რუსულ ლიტერატურაში. ი. ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი „სარდიონ მეხიევის კრიტიკის“ გამო წარადგინა „ცისკრის“ რედაქციაში, მაგრამ ი. კერესელიძემ იგი აღარ დაბეჭდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article სარდიონ ალექსი-მესხიშვილი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.