საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი (ინგლ.

პირველი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა 1871 წელს ქალაქ ანტვერპენში. თანამედროვე სახით ოფიციალურად დაარსდა 1922 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში. ხელმძღვანელი ორგანოა — აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც შედგება პრეზიდენტის, 8 ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარისგან. ადრეული წლებიდანვე გეოგრაფთა სამეცნიერო გაერთიანებამ გამოიმუშავა საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურა, რომელიც დღემდე არსებობს.

დღეს, ისევე როგორც XIX საუკუნის მიწურულს, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სტრუქტურა შეიცავს 3 ძირითად კომპონენტს: გენერალური ასამბლეა, რომელიც გვევლინება კავშირის უმაღლეს ორგანოდ და შედგება დელეგატებისაგან. გენერალური ასამბლეის სხდომა იმართება კონგრესის მსვლელობისას. აღმსასრულებელი კომიტეტი შედგება პრეზიდენტის, 8 ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარისგან. კომისიები და კვლევითი ჯგუფები მოქმედებენ მუდმივ საფუძველზე. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირმა თავისი არსებობის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარა დაახლოებით 30-მდე საერთაშორისო კონგრესი, რომელიც თავის მხრივ, იმართება 4 წელიწადში ერთხელ.

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მიზანია გეოგრაფიული კვლევის კოორდინაცია მსოფლიო მასშტაბით, გეოგრაფიული კვლევის შედეგების მოსმენა გეოგრაფიულ კონგრესებსა და რეგიონულ კონფერენციებზე და მათი პუბლიკაცია.

ამჟამად საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი აერთიანებს გეოგრაფებს მსოფლიოს 87 ქვეყნიდან. კონგრესებს შორის მუშაობს 34 კომისია და 4 კვლევითი ჯგუფი, რომლებიც მოიცავენ გეოგრაფიის პრობლემების ფართო სპექტრს.

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის საქმიანობის შედეგები რეგულარულად ქვეყნდება ბიულეტენებში, რომელიც გამოიცემა 2 ენაზე წელიწადში რამდენიმეჯერ და აგრეთვე საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ოფიციალურ საიტზე.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი 1972-1979 წლებში იყო ქართველი გეოგრაფი თეოფანე დავითაია.

პრეზიდენტები

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტები
რცხ. წლები პრეზიდენტი ქვეყანა
1 19221924 პრინცი ბონაპარტი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
2 19241928 გენერალი ვაჩელი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
3 19281931 გენერალი ბურჟუა საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
4 19311934 ისაია ბოუმანი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
5 19341938 ჩარლზ კლოუზი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
6 19381949 ემანუელ დე მარტონი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
7 19491952 ჯორჯ კრესი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
8 19521956 ლორენს დადლი სტამპი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
9 19561960 ჰანს ალმანი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
10 19601964 კარლ ტროლი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
11 19641968 შიბა ჩატერჯი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
12 19681972 სტანისლავ ლეშიცკი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
13 19721976 ჟან დრეში საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
14 19761980 მაიკლ ჯონ უაიზი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
15 19801984 აკინ მაბოგუნჯე საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
16 19841988 პიტერ სკოტი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
17 19881992 რონალდ ფუკსი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
18 19921996 ჰერმან ვერსტაპენი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
19 19962000 ბრუნო მესერლი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
20 20002004 ენ ბატიმერი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
21 20042006 ადალბერტო ვალეგა საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
22 20082012 რონალდ ფრენსის აბლერი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
23 20122016 ვლადიმერ კოლოსოვი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 
24 2016 – დღემდე იუკიო ჰიმიიამა საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი 

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

18711922ანტვერპენიბრიუსელიგეოგრაფიაინგლისური ენაფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლეგიტიმაციავიკისაწყობიალექსანდრე მაკედონელისერგო ორჯონიკიძეგაზაფხულითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიბახტრიონის ბრძოლაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024დეტექტივები (ტელესერიალი)წმინდა ნინოუქმე დღეები საქართველოშიირაკლი ღარიბაშვილიკონსტიტუციაბალდუინ IV იერუსალიმელიმიხეილ ჯავახიშვილილომი (ასტროლოგია)ამასიის ზავითინათინ ბოკუჩავაჟანა დ’არკიილია ჭავჭავაძეელენე ხოშტარიაალუდა ქეთელაურიაღდგომაბაქტერიებისაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018ევრომაიდანიაკერმანის კონვენციადიუნი (2021 წლის ფილმი)გველის პერანგინიკო ფიროსმანიიეჰოვას მოწმეებიდიმიტრი ყიფიანიმულტილატერალიზმიგმირთა მოედანილიტრიინდოეთიევროპის დროშაჰეტეროსექსუალობადიდგორის ბრძოლასასწორი (ასტროლოგია)სახარებაერთიანი ნაციონალური მოძრაობაპორტუგალიათევზებითავისუფლება (ფილოსოფია)გიორგი IV ლაშაიაგო ხვიჩიასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიშიდსიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიფუტკრებინატვრის ხე (ფილმი)კანიალპებიდავით უსუფაშვილისოზარ სუბარიდიდი აფეთქებამესამე რაიხიცხრა ძმა ხერხეულიძევლადიმერ ლენინიჰორმონებისამეგრელოელისაბედ Iათეიზმიუინსტონ ჩერჩილიიერუსალიმის სამეფორელიგიაოლიგარქიასამოქალაქო ომისანტიმეტრიინდულგენციასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაკოლხეთის სამეფომარტყოფის ღვთაების მონასტერი🡆 More