ანტვერპენი

ანტვერპენი (ნიდერლ.

Antwerpen; ფრანგ. Anvers) — ქალაქი ბელგიაში, ფლანდრიის რეგიონში. ქვეყანაში ბრიუსელის შემდეგ მეორე უდიდესი, ხოლო ფლანდრიაში ყველაზე დიდი ქალაქია. პროვინცია ანტვერპენის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდინარე შელდის ორივე ნაპირზეა გაშენებული. საზღვაო პორტი მსოფლიოში ათ უდიდეს პორტს შორის იხსენიება.

ქალაქი
ანტვერპენი
ნიდერლ. Antwerpen
ფრანგ. Anvers
ანტვერპენი
დროშა გერბი
ანტვერპენი ანტვერპენი

ქვეყანა ბელგიის დროშა ბელგია
რეგიონი ფლანდრია
პროვინცია ანტვერპენი
შიდა დაყოფა District of Antwerp, Berchem, Berendrecht-Zandvliet-Lillo, Borgerhout, Deurne, Ekeren, Merksem, Wilrijk და Hoboken
კოორდინატები 51°13′00″ ჩ. გ. 04°24′00″ ა. გ. / 51.21667° ჩ. გ. 4.40000° ა. გ. / 51.21667; 4.40000
მმართველი Bart De Wever[1]
პირველი ხსენება მე-7 საუკუნე
ფართობი 204.51 კმ²
ცენტრის სიმაღლე 7 მეტრი
ოფიციალური ენა ნიდერლანდური ენა
მოსახლეობა 461,496 კაცი
სიმჭიდროვე 2257 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 03
საფოსტო ინდექსი 2000-2660
ოფიციალური საიტი antwerpen.be
ანტვერპენი — ბელგია
ანტვერპენი

ისტორია

სიმაგრე სტენის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, VII საუკუნეზე ნაადრევი არ უნდა იყოს. ჰერცოგმა ბრამანელმა ინგლისელ, ვენეციელ და გენუელ ვაჭრებს ანტვერპენში თავისუფალი ვაჭრობის ნება დართო, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ადგილობრივ ბაზრობაზე. თავდაპირველად ანტვერპენი ახლომდებარე ჰორტჰენბოსსა და ბერგენს, შემდეგ კი ლევენსა და ბრიუსელს უწევდა მეტოქეობას. XII საუკუნეში ბრიუგეს დაცემის შემდეგ ოთხმოცწლიან ომამდე ანტვერპენი არა მხოლოდ ნიდერლანედის, არამედ, მთელი ჩრდილოეთი ევროპის უმდიდრესი სავაჭრო ქალაქი იყო. XV საუკუნეში, როდესაც ნიდერლანდს ბურგუნდიელთა გვარი მართავდა, ბრიუგედან თითქმის ყველა უცხოური ქარვასლა ანტვერპენში გადავიდა. ამერიკის აღმოჩენასთან და ბურგუნდიის სამკვიდროს ესპანელი ჰაბსბურგების ხელში გადასვლის შემდეგ ახალი სამყაროს ოქრომ ანტვერპენის ბანკებში მოიყარა თავი. 1531 წელს ქალაქში ბირჟა გაიხსნა, რამაც ბიძგი მისცა მსგავსი ხასიათის დაწესებულებების ლონდონსა და ამსტერდამში გახსნასაც. XVI საუკუნის შუა ხანებში ანტვერპენის მოსახლეობა 100 ათასს აჭარბებდა. ხსენებული დროის მკაფიო ძეგლია ანტვერპენის რენესანსული რატუშა (1561-1565).

როდესაც ნიდერლანდების რევოლუცია დაიწყო, ანტვერპენმა ამბოხებულთა მხარე დაიჭირა, რამეთუ ქალაქის სავაჭრო გილდიის უმეტესობა პროტესტანტები იყვნენ. 1585 წელს ქალაქს ალექსანდრე პარმელის ჯარი შემოეწყო და აიღო, მას მერე კი მეფის ერთგული ქალაქი გახდა. ამის პასუხად ჩრდილოეთის პროვინციებმა მდინარე შელდზე მიმოსვლა შეაფერხეს, რამაც ანტვერპენს ზღვაზე გასასვლელი მოუშალა. ამ მიზეზით, ეკონომიკურმა აქტივობამ მოკლე ვადებში ჩრდილოეთით გადაინაცვლა, მეტწილად კი ამსტერდამში. 1589 წელს ანტვერპენის მოსახლეობა 42 ათასამდე შემცირდა.

ეკონომიკური როლის დაქვეითების მიუხედავად, ანტვერპენი ესპანური ნიდერლანდების მსხვილი სამხატვრო და კულტურული ცენტრის ფუნქციებს ითავსებდა. ადგილობრივ ფერმწერთა - რუბენსისა და ვან დეიკის სახელები მთელს ევროპაში ჰქუხდა. XIX საუკუნის მიწურულიდან ეკონომიკური აღმავლობის ახალი ხანა დაიწყო, რაც პორტის გაფართოებასთან იყო დაკავშირებული. 1920 წელს ანტვერპენში საზაფხულო ოლიპიური თამაშები გაიმართა.

ეკონომიკა

  • მსხვილი სამრეწველო ცენტრი: ნავთობქიმიური მრეწველობა, მანქანათმშენებლობა და მრეწველობის სხვა დარგები, ატომური ენერგეტიკა.
  • ანტვერპენი — ალმასების გადამუშავების მსოფლიო ცენტრია. ტრადიციულად, ალმასების გადამუშავება-ვაჭრობით ებრაული თემის წარმომადგენლები არიან დაკავებულნი.
  • მსხვილი საგანმანათლებლო ცენტრი: უნივერსიტეტითა და რამდენიმე უმაღლესი სკოლით.

ტრანსპორტი

ჩქაროსნული ავტომაგისტრალები ანტვერპენს გენტთან, ბრიუსელთან, ჰესელტთან და ბრედასთან (ნიდერლანდები) აკავშირებენ. ბოლო ხანებში მიმდინარეობს სამუშაოები ანტვერპენის რკინიგზის უსწრაფეს სარკინიგზო ქსელში ჩართვისათვის. საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოდგენილია ავტობუსებითა და ჩვეულებრივი მიწისქვეშა ტრამვაის ხაზებით (რასაც ანტვერპენელები ხშირად მეტროს უწოდებენ). პერსპექტივაში ანტვერპენის მიწისქვეშა ტრამვაის სრულფასოვან მეტროპოლიტენად გადაკეთების შესაძლებლობაც არის.

ღირსშესანიშნაობანი

  • ცენტრალური სადგური
  • ზოოპარკი
  • ქუჩა პელიკაანსტრაატის, სადაც უამრავი საოქრომჭედლო მაღაზიაა განთავსებული
  • სიმაგრე სტენი, რომელშიც ხელოვნების მუზეუმია განლაგებული
  • ქალაქის რატუშა და შადრევანი ბრაბო
  • ანტვერპენის ღვთისმშობლის ეკლესია
  • რუბენსის სახლი

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ანტვერპენი ისტორიაანტვერპენი ეკონომიკაანტვერპენი ტრანსპორტიანტვერპენი ღირსშესანიშნაობანიანტვერპენი რესურსები ინტერნეტშიანტვერპენიბელგიაბრიუსელინიდერლანდური ენაფლანდრიაფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რაბათის ციხესაფრანგეთიგიორგი ანწუხელიძეგოდერძი ჩოხელიგიორგი II (საქართველოს მეფე)ცხრა ძმა ხერხეულიძემდგრადი განვითარებაუქმე დღეები საქართველოშიწყალდიდობაოტო ფონ ბისმარკი25 აპრილინიკეის პირველი საეკლესიო კრებამართლმადიდებლობარომიზედსართავი სახელიდისიდენტიერეკლე II-ის ოჯახიმუნიიგიბუნებრივი რესურსებივენერასულხან-საბა ორბელიანიბერძნული ხელოვნებამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიკოლხეთის სამეფოვენაქართული მითოლოგიათირკმელიქართული სამზარეულოდედამიწის სტრუქტურაწიგნი სიბრძნე სიცრუისარიონიფარნავაზ Iალპებიბალდუინ IV იერუსალიმელიანემიაქართლის სამეფოსიყვარულიზღარბისებრნიპანკრეასიკატალიზატორისილიციუმისაქართველოს პარლამენტიფრანც შუბერტიდედამიწასაქართველო XVIII საუკუნეშიმერკურიმარკ ტვენიფოთიაშშ-ის ისტორიადელფინებიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)მდინარექართლისომხების გენოციდიჰიპოთეზალეიკოციტებისელჩუკთა სახელმწიფოსაქართველოს პრემიერ-მინისტრიდაცვის სიგელიავსტრალია (კონტინენტი)მორალირომის იმპერიაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაკეთილშობილი ირემიუჯრედიევროკომისიასაქართველოს სამხედრო წოდებებიფუტკრებიიესო ქრისტემიტოზიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითგონიოს ციხეკურდღელინატრიუმიბოშებიოპერა🡆 More