რაფიკ ჰარირი (არაბ.
18 აპრილი, 1970, ერ-რიადი, საუდის არაბეთი) — ლიბანის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ლიბანელი მილიარდერი, პრემიერ-მინისტრი 2009-2011 წლებში და 2016-2020 წლებში. არის ლიბანის მოკლული პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის შვილი. მამის მკვლელობის შემდეგ სათავეში ჩაუდგა მამამისის დაარსებულ პოლიტიკურ პარტიას მოძრაობა მომავლისათვის და ასევე 14 მარტის მოძრაობას. რამდენიმე წელი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, 2014 წლის 8 აგვისტოს დაბრუნდა ლიბანში და უკვე 3 ნოემბერს დანიშნეს პრემიერ-მინისტრად.
საად ჰარირი | |
ლიბანის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 დეკემბერი, 2016 – 21 იანვარი, 2020 | |
წინამორბედი | თამამ სალამი |
მემკვიდრე | ჰასან დიაბი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 ნოემბერი, 2009 – 13 ივნისი, 2011 | |
წინამორბედი | ფუად სინიორა |
მემკვიდრე | ნაჯიბ მიკატი |
დაბადებული | 18 აპრილი, 1970 ერ-რიადი, საუდის არაბეთი |
პოლიტიკური პარტია | მოძრაობა მომავლისათვის |
მამა | რაფიკ ჰარირი |
დედა | ნიდალ ალ-ბუსტანი |
განათლება | ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი |
რელიგია | სუნიზმი |
საად ჰარირი არის რაფიკ ჰარირისა და მისი პირველი ცოლის ნიდალ ალ-ბუსტანის (წარმოშობით ერაყელი) შვილი. დაიბადა და გაიზარდა ერ-რიადში. არაბულის გარდა საუბრობს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. დაასრულა ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი ბიზნესის მართვის სპეციალობით, შემდეგ დაბრუნდა ლიბანში და მამამისის ბიზნესში ჩაერთო. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება 4,1 მლრდ დოლარს შეადგენდა. ჟურნალ Forbes-ის მიხედით მილიარდერთა სიაში იგი 522-ე ადგილზეა.
2005 წლის 20 აპრილს იგი სათავეში ჩაუდგა სუნიტურ პოლიტიკურ პარტიას „მოძრაობა მომავლისათვის“. 2009-2011 წლებში ეკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
2016 წლის 18 დეკემბრიდან მეორე ვადით დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. გადადგა 2020 წლის 21 იანვარს მასობრივი პროტესტების ფონზე.
This article uses material from the Wikipedia ქართული article საად ჰარირი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.